"ჟღალთმიანი მეამბოხე" - სონია რიკიელის რევოლუცია მოდის სამყაროში - Marao

"ჟღალთმიანი მეამბოხე" - სონია რიკიელის რევოლუცია მოდის სამყაროში

2025-06-04 13:33:52+04:00

"ჟღალთმიანი მეამბოხე" 1930 წლის 25 მაისს პარიზში, რუსეთიდან ემიგრირებული ებრაელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მოდის სამყაროში მისი მოღვაწეობა 1960 წელს, შემთხვევით დაიწყო.  ორსულობის პერიოდში, მან მან ვერ მოძებნა მისთვის იდეალური კაბა და მოდელი თავად მოიფიქრა, ტრიკოტაჟისგან, სწორედ ეს კაბა გახდა შემდგომ მისი სავიზიტო ბარათი. 1968 წელს კი სენ-ჟერმენზე, სონიამ პირველი მაღაზია გახსნა.

  • "ეს წერილი რომ წავიკითხე, დედაჩემი მძიმედ იყო ავად, არც კი ვიცი, რატომ გადმომცა 20 წლის მერე, შესაძლოა, სინანულის გამო…" - ანა ლაშხელი-ონიანის წერილი: "აკვანი" 

sonia

  • შიმშილობიდან ალმადოვარის მუზობამდე: ყველაზე ცეცხლოვანი ესპანელის ცხოვრების მაგალითი 

საკუთარი სტილის შესახებ რიკიელი ამბობდა: „მეზიზღება ჩაცმაზე დროის კარგვა. მიყვარს რაღაცის ჩაცმა და უბრალოდ ფიქრი: „დიახ. სულ ესაა“. როცა დაღლილი ვარ, მიყვარს ძალიან მარტივად ჩაცმა - შესაძლოა, შავი კრეპის ქურთუკი და შავი კრეპის შარვალი“.  რიკიელი ასევე ცნობილი იყო თავისი გამორჩეული ვარცხნილობით - წითელი თმით.

სტილი

ის იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც ტანსაცმლის გარედან ნაკერი გააკეთა, კიდეები დაუმთავრებელი დატოვა და სვიტერებზე სლოგანები გამოიყენა. მას ასევე მიეწერება შავი ფერის ტანსაცმლის პოპულარიზაცია. 1972 წელს Women's Wear Daily-მ რიკიელს „ნაქსოვის დედოფალი“ უწოდა.

sonia

1990-იანი წლების დასაწყისისთვის, Sonia Rykiel-ის კომპანია 75 მილიონი დოლარის ღირებულების ბიზნესად გადაიქცა - ქალის ტანსაცმლის ორი ხაზით, მამაკაცის ტანსაცმლის, ბავშვის ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სუნამოების ხაზით, რომელსაც 40 ქვეყანაში 250 საცალო ვაჭრობის ობიექტი ყიდდა. 

sonia

  • როგორ იბრძოდა დედობისთვის ეკრანზე და ეკრანს მიღმა: კორტნი კოქსის ცხოვრების სევდა და გენიალური პერსონაჟები 

რიკიელი ასევე მწერალი იყო - გამოსცა რამდენიმე წიგნი მოდის შესახებ, საბავშვო მოთხრობების კრებული, სტატიები და ეპისტოლარული რომანი რეჟინ დეფორჟთან ერთად. მისი პირველი წიგნი „Et Je La Voudrais Nue“ ( მინდა, რომ შიშველი იყოს ) გამოიცა 1979 წელს.  2012 წელს მან ჟურნალისტ ჯუდიტ პერინიონთან ერთად დაწერა წიგნი „N'oubliez pas que je joue “ ( არ დაგავიწყდეთ, რომ ეს თამაშია ). 

sonia

რიკიელი პარიზში, საკუთარ სახლში, 2016 წლის 25 აგვისტოს, დილით, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი პარკინსონის დაავადების გართულებები გახდა .  რიკიელმა 2012 წელს გაამხილა, რომ ამ დაავადებით თხუთმეტი წელი იტანჯებოდა.