მომღერალი გიორგი უშიკიშვილი და ნანუკა კუპატაძე მალე მეორე შვილის მშობლები გახდებიან. წყვილი ბიჭს ელოდება. სქესის გაგების ცერემონიიდან ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
წყვილს ერთი შვილი, საბა ჰყავს.
გიორგი უშიკიშვილი
გიორგი უშიკიშვილი დაიბადა 1978 წლის 31 მარტს, ახმეტაში. დაამთავრა თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1993 წლიდან იყო მოსწავლეთა სასახლის ქართული ფოლკლორის მასწავლებელი; 1993–1997 წლებში ხალხური სიმღერების შემსწავლელი სკოლის პედაგოგი; 1995–1997 წლებში საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობის ბავშვთა გუნდისა და 1997–2003 წლებში ლოტბარი; 2004 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი. საუკუნის წინანდელი ჩანაწერებით აღადგინა უნიკალური ქართული ხალხური სიმღერები ანსამბლ „ლაშართან“ ერთად და გამოსცა კომპაქტ-ალბომის სახით.
გიორგი უშიკიშვილის ოჯახი
გიორგის მეუღლე ნანუკა კუპატაძეა. გიორგისათვის ეს მეორე ქორწინებაა, ნანუკასათვის კი- პირველი. წყვილმა ერთმანეთი 2008 წელს გაიცნეს, 2012 წელს კი იქორწინეს. ნანუკას და გიორგის შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია.
"მიმაჩნია, რომ ნამდვილად ღირდა ამ სიყვარულისთვის ბრძოლა. რასაც ვაკეთებდი, გულით და სიყვარულით ვაკეთებდი და ეს თავადაც მსიამოვნებდა. ჩვენს შორის 11 წელია სხვაობა. ჩართული მყავდა ამ სასიყვარულო ბრძოლაში ჩემი და მისი მეგობრები. ხუმრობს ხოლმე, მოკლედ, ჩემს მოსაპოვებლად და „შესაბმელად” ყველა „მოისყიდეო” (იცინის). მართალია, მის „მოსასყიდად” ფული არ გადამიხდია სამეგობროსთვის, მაგრამ ნამდვილად მიღირდა, თუნდაც ასი მილიონის გადახდა. ყველა მეხმარებოდა და მგულშემატკივრობდა. ამიტომ ის სიურპრიზებიც და საჩუქრებიც, უფრო კარგად გამომდიოდა. ყოველთვის ვიცოდი, სად იყო და რას აკეთებდა. ამ ინფორმაციის მოპოვებაში ნანუკას დაც კი მეხმარებოდა." - იხსენებდა გიორგი.