"სკოლაში მეგობარი არ გამიჩენია. ყველა კახური კილოსა და წონის გამო მაბულინგებდა" - თამო ვაშალომიძე - Marao

"სკოლაში მეგობარი არ გამიჩენია. ყველა კახური კილოსა და წონის გამო მაბულინგებდა" - თამო ვაშალომიძე

2025-05-30 11:08:06+04:00

თამო ვაშალომიძემ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში ბავშვობის ტრავმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერმა მასზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. 

"ბავშვობაში ჯერ თბილისი იყო პრიორიტეტი. როგორ ვიცხოვრებდი, როგორ წავიდოდი სკოლაში... როგორ გამოვასწორებდი ჩემ კახურ კილოს და ა.შ. 

როდესაც თბილისში ჩამოვდიოდი, ვატყობდი, რომ ყველა სხვანაირად მიყურებდა. სკოლაში მეგობარი არ გამიჩენია. ყველა კახური კილოსა და წონის გამო მაბულინგებდა. ამ ყველაფერმა ძალიან დამაკომპლექსა. ბულინგი პატარა ასაკიდან ქვეცნობიერში ილექება. როცა ვიზრდებით, ძველი ტრავმები მაინც გვრჩება" - ამბობს თამო.

  • "ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე" - თამო ვაშალომიძის გულწრფელი ინტერვიუ 

თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.

"პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

  • რომელი ქართველი დიზაინერის კაბა ეცვა თამო ვაშალომიძეს კანის წითელ ხალიჩაზე: შეფასებები და ულამაზესი კადრები 

თამო დაქორწინებულია ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.  

" ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა."

  • თამო ვაშალომიძე ჰოლივუდის ვარსკვლავების გვერდით: ქართველ მოდელს ფილმში იღებენ