როგორ იქცა პატარა მეოცნებე გოგო მილიარდერად: ჰეილი ბიბერი მილიარდერთა რიგებს შეუერთდა - Marao

როგორ იქცა პატარა მეოცნებე გოგო მილიარდერად: ჰეილი ბიბერი მილიარდერთა რიგებს შეუერთდა

2025-06-02 11:59:31+04:00

ჰეილი ბიბერის კოსმეტიკისა და კანის მოვლის ბრენდი rhode ბიუჯეტური მაკიაჟის გიგანტმა, e.l.f. Beauty-მ ისტორიული შეთანხმების ფარგლებში 1 მილიარდ დოლარად შეიძინა.

heili

  • მისტერ და მისის ბიბერები - რატომ საუბრობს ყველა ვარსკვლავური წყვილის დაშორებაზე, როცა ისინი ბედნიერი თანაცხოვრების 5 წელს აღნიშნავენ 

გარიგების პირობებით, 27 წლის ბიბერი კომპანიაში მთავარი კრეატიული დირექტორისა და ინოვაციების ხელმძღვანელის პოზიციას შეინარჩუნებს. 

ჰეილი ბიბერმა Rhode-ი 2022 წლის ზაფხულში ლოს-ანჯელესში დააფუძნა და პოპულარობა მცირე ხანში, ნაწილობრივ მისი ცნობადობიდან გამომდინარე, მოიპოვა. Rhode-ის თანადამფუძნებლებს შორის არიან კინორეჟისორი და ბიზნესმენი მაიკლ რეტნერი და მისი მეუღლე ლორენ რეტნერი. 2025 წლის მარტის ჩათვლით, Rhode-ის გაყიდვებმა $212 მილიონს მიაღწია.

heili

  • „ამჟამად ორი კისტა მაქვს" - ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს 

ჰეილი ბიბერი

ჰეილი ბოლდუინი მსახიობ სტივენ ბოლდუინის და გრაფიკული დიზაინერის კენიელი დეოდატო ბოლდუინის ოჯახში დაიბადა. ჰეილის პირველი კარიერული მისწრაფება გახლდათ ბალეტი, თუმცა ის მალევე დასრულდა ფეხზე მიღებული ტრავმის გამო. 

  • წლების წინ მისი ფანი იყო, დღეს - ცოლი: ჰეილი ბიბერის ხმაურიანი ცხოვრება, ჭორები და დიდი წარმატება 

ჰეილიმ ჯასტინ ბიბერი პირველად კონცერტზე გაიცნო, როცა მომღერლის რიგითი ფანი იყო. ისინი თანდათან ნამდვილ მეგობრებად, შეყვარებულებად და ბოლოს, მეუღლეებადაც გადაიქცნენ. დღეს კი, შეიძლება ითქვას, რომ ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილია. 

მათი ურთიერთობის შესახებ პრესაში ინფორმაცია 2014 წელს გავრცელდა. მაშინ ჯასტინი სელენა გომესს დაშორდა. მედია აქტიურად აშუქებდა წყვილის რომანს და, რა თქმა უნდა, სელენასთან დაშორების შემდეგ, ყველას აინტერესებდა ვინ გახდებოდა ბიბერის ახალი რჩეული. 

მაშინ ბიბერი ჰეილისთან რომანტიკულ ურთიერთობას უარყოფდა. მათი პირველი საერთო ფოტო 2016 წელს გასაჯაროვდა. რამდენიმე თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთად აღარ იყო. რომანი 2018 წელს განახლდა. წყვილი მალე დაინიშნა. ჰეილისა და ჯასტინს 2024 წლის 22 აგვისტოს ვაჟი - ჯეკ ბლუზ ბიბერი შეეძინა.

“ჩემი და ჯასტინის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო, ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ყოველთვის ზუსტად ვიცოდით რისი გაკეთება გვსურდა ამ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, ყოველთვის ვიცოდით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი კავშირი არსებობდა ჩვენს შორის.

ქორწილის შემდეგ ერთადერთი რამ მსურდა – საზოგადოებისგან დამალვა. არ მინდოდა, რომ ადამიანები ჩემს პირად საქმეში ჩარეულიყვნენ, ამიტომ მაქსიმალურად ვინარჩუნებდი ანონიმურობას. მახსოვს, როდესაც გამომწერებს ფოტოებზე კომენტარის გაკეთების საშუალება შევუზღუდე, ვიღაცამ მითხრა, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებდა ჩემი გვერდის პოპულარიზაციაზე. რა თქმა უნდა, ამ ადამიანს გაოგნებულმა ვუპასუხე, რომ ნაკლებად დამაინტერესებდა პოსტში საზოგადოების ჩართულობა, როდესაც ისინი ჩემზე სრულიად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდნენ.” - ამბობდა ჰეილი ერთ-ერთ ინტერვიუში.