"ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მა­ინც მო­რა­ლუ­რად იყო - გაგ­რძე­ლე­ბა მა­შინ, როცა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ხარ" - პირველი ქართველი ქალი ევერესტზე - Marao

წარმოუდგენელი ამბავი და პირველი ქართველი ქალი ევერესტზე! ვინ არის ალინა გამსახურდია?

2025-06-02 11:52:14+04:00

ალინა გამსახურდიამ ევერესტი დაიპყრო.  ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გამსახურდიამ გაავრცელა. ის პირველი ქართველი ქალია, ვინც ეს შეძლო! 

„2025 წლის 18 მაისს ნეპალის დროით დილის 9:10 საათზე ვიდექი პლანეტის ყველაზე მაღალ წერტილში, ევერესტის მთაზე და მთელი პლანეტა გაიხსნა ჩემთვის. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო, გავმხდარიყავი პირველი ქართველი ქალი, რომელიც ევერესტზე ავიდა. ჯერ ვერ ვაცნობიერებ, თითქოს პარალელურ რეალობაში ვარ ჯერჯერობით," - წერდა ალინა გამსახურდია.

  • მარიტას მიღმა“: ლიკა ქავჟარაძის გამორჩეული როლები და კინოკარიერა 

alina

ალინა გამსახურდია

ალი­ნა გამ­სა­ხურ­დია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჯერ კიდევ შარ­შან გა­იც­ნო, როდესაც ნე­პალ­ში მა­ნას­ლუს მწვერ­ვა­ლი და­ლაშ­ქრა. მა­ნას­ლუ ზღვის დო­ნი­დან 8163 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს და მსოფ­ლი­ოს სი­მაღ­ლით მერ­ვეა...

ალინას მთა­ვა­რი გა­ტა­ცე­ბა და ვნე­ბა სწო­რედ მთე­ბია. პრო­ფე­სი­ით მარ­კე­ტო­ლო­გია. ახლა ტუ­რის­ტუ­ლი და სა­ქორ­წი­ლო სა­ა­გენ­ტოს ფლობს, ასე­ვე ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით გეგმავს სა­ავ­ტო­რო ტუ­რებს მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

დიდი ხანი ცხოვრობდა მოს­კოვ­ში, სწავლობდა და მუშაობდა, მაგ­რამ უკვე 12 წე­ლია, თბი­ლის­ში ცხოვრობს.

"ევე­რესტზე ას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 19 თვის წინ მი­ვი­ღე - იმ დრო­ის­თვის ალ­პი­ნიზ­მში არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და. თუმ­ცა ოც­ნე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში და მთა­ში სი­ა­რუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში კი­დევ ხუთი მწვერ­ვა­ლი და­ვი­პყა­რი: იალ­ბუ­ზი, კი­ლი­მან­ჯა­რო, აკონ­კა­გუა, ლო­ბუ­ჩეს აღ­მო­სავ­ლე­თი და მა­ნას­ლუ.

alina

  • ქართული თეატრის ლეგენდა: სალომე ყანჩელის ცხოვრება და კარიერა 

ამ რთუ­ლი მთის­თვის ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მა­ინც მო­რა­ლუ­რად იყო - გაგ­რძე­ლე­ბა მა­შინ, როცა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ხარ, გცი­ვა ან საფრ­თხეა, გან­სა­კუთ­რე­ბით ე.წ. სიკ­ვდი­ლის ზო­ნა­ში - 8000 მეტრზე ზე­მოთ, სა­დაც უკვე ვე­რა­ვინ გიშ­ვე­ლის...

  • "კუკარაჩას" ცხოვრება ეკრანს მიღმა - სად არის და რას საქმიანობს დღეს ლევან უჩანეიშვილი 

ცხრა­მე­ტი თვის წინ ნე­პალ­ში ვი­ყა­ვი და ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ჰი­მა­ლა­ე­ბი და­ვი­ნა­ხე. მა­შინ მივ­ხვდი, რომ მისი მხო­ლოდ შო­რი­დან ყუ­რე­ბა აღარ მინ­დო­და და მწვერ­ვალ­ზე დგო­მის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. მა­შინ და­ი­ბა­და ოც­ნე­ბა, რომ ავ­სუ­ლი­ყა­ვი ევე­რესტზე და ალ­პი­ნიზ­მით სე­რი­ო­ზუ­ლად დავ­კავ­დი.

  • „მე მეეზოვე ვარ, უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია..." - ანა ლაშხელი-ონიანის წერილი 

არის რამ­დე­ნი­მე მწვერ­ვა­ლი, რო­მელ­ზეც ას­ვლა მსურს, მაგ­რამ ალ­ბათ, ჩემი შემ­დე­გი დიდი ოც­ნე­ბაა, შე­ვე­ცა­დო, მოკ­ლე დრო­ში დავ­ლაშ­ქრო პლა­ნე­ტის ყვე­ლა, 14 მწვერ­ვა­ლი - 8000 მეტრზე მა­ღა­ლი. ეს რთუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს ჩემს მთელ დროს და კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­ურ ვარ­ჯიშს" - ამბობდა ალინა.