სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეში" ბოლო მატჩი ჩაატარა. ეს დღეს როგორც მისთვის, ასევე მისი ქართველი თუ უცხოელი გულშემატკივრებისთვის ემოციური აღმოჩნდა. სოციალურ ქსელში ფოტოები გაგვიზიარა გიორგი მეგობარმა გოგონამ, სანდრა მენდოსამ, რომელსაც ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ. სანდრა გასულ ზაფხულს საქართველოშიც იმყოფებოდა, თამაშებზე კი ყოველთვის გიორგის გვერდითაა და ქართველი ვარსკვლავის დიდი გულშემატკივარია.


„პირველ რიგში, მინდა, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს გადავუხადო, რადგან ვარჯიშებისას, მათ ჩემი ვარდნები აიტანეს. მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს, რომლებიც ბოლო მომენტამდე ჩემ გვერდით იყვნენ. მადლობა ჩემს ოჯახს, რომლის გარეშეც ეს შეუძლებელი იქნებოდა.
მადლობა ყველა ადამიანს, რომლებიც ლევანტეში მუშაობენ. აქ 19 წლის მოვედი. ბიჭი ვიყავი, როდესაც გუნდში შემოვაბიჯე და ლევანტეს კაცი ვტოვებ. უღრმესი მადლობა. თქვენ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ეს დამშვიდობება არაა, კიდევ შეხვდებით“, - დაწერა გიორგიმ.
გიორგი მომავალი სეზონიდან ერთ-ერთ გამორჩეულ პორტუგალიურ გუნდში, ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს.
გიორგი ქოჩორაშვილის ოჯახი
"როგორც მეუბნებიან, ფეხი რომ ავიდგი, პირველი ნაბიჯები ბურთისკენ გადავდგი და ხუთი წლის ასაკიდან ჩემს გონებაში მხოლოდ ფეხბურთია. რა თქმა უნდა, დედა ყოველთვის ჩემს განათლებასა და სწავლაზე იყო ორიენტირებული, თუმცა ორივე, დედა და მამა, ყველანაირად ხელს მიწყობდა, რომ არცერთი ვარჯიში არ გამეცდინა, წვიმასა თუ ქარში მევარჯიშა. მოგვიანებით ლოგიკურად გაჩნდა სურვილი, გავმხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი. ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი ტელევიზორში ფეხბურთს. ჩემები მეუბნებოდნენ, დავიღალეთ ამდენი ფეხბურთის ყურებით, გადართეო, მაგრამ მაინც სულ ფეხბურთი იყო ჩემს სახლში" - ამბობდა გიორგი.
გიორგი ქოჩორაშვილს ჰყავს მშობლები და ერთი და. ის წარმოშობით კახეთიდანაა და ბავშვობის დიდი ნაწილიც იქ აქვს გატარებული. 25 წლის ვარსკვლავი 2018 წელს წავიდა ესპანეთში და დღემდე იქ ცხოვრობს.
"გიოს ბურთის ისეთი სიყვარული ჰქონდა, რომ მისი ბავშვობიდან შეგუებული ვიყავით, ფეხბურთს რომ გაჰყვებოდა. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. თავიდანვე სრული სერიოზულობით უდგებოდა თავის ამ გატაცებას. რა თქმა უნდა, მშობლებმა ხელი შევუწყვეთ. შვილს რა მიმართულება და ნიჭიც აქვს, ვფიქრობ, ყველა მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს, რომ ბავშვმა ეს ნიჭი განავითაროს. მგონია, არც შევმცდარვართ. გვიხაროდა, რომ ფეხბურთი უყვარდა, ჩვენი მიზანიც იყო, ჯანსაღ გარემოში, სპორტული ცხოვრებით ეცხოვრა. ყველა მშობელი ამყარებს თავის შვილზე იმედებს და, ცხადია, ჩვენც ასე ვიყავით. გიომაც სრულად გაგვიმართლა იმედები" - ამბობდა გიორგის მამა.