საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ანრი მექვაბიშვილი დაქორწინდა: ვინ არის ქართველი ვარსკვლავის უმშვენიერესი რჩეული - Marao

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ანრი მექვაბიშვილი დაქორწინდა: ვინ არის ქართველი ვარსკვლავის უმშვენიერესი რჩეული

2025-06-02 13:34:42+04:00

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ანრი მექვაბიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული მშვენიერი ანა პირტახიაა. წყვილმა ფოტოები ქორწილიდან მეგობრებსაც გაუზიარა:

mekvabishvili

mekvabishvili

ანრი მექვაბიშვილი 

ანრი მექვაბიშვილმა ქართველ გულშემატკივარს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებიდან კარგად დაამახსოვრა თავი. საფეხბურთო კლუბ კრაიოვას „უნივერსიტატეას“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველია. ანრი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. „დინამოს“ მთავარ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში ქვეყნის პირველობის, თასის გათამაშებისა და საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების ჩათვლით სულ 113 მატჩში (13 გოლი) მიიღო მონაწილეობა. მის შემადგენლობაში ორჯერ საქართველოს ჩემპიონობა და ერთხელ საქართველოს სუპერთასი მოიპოვა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი თბილისის „დინამოს“ ძირითად გუნდში პირველად ჩისკო მუნიოსის დროს მოხვდა. თუმცა მისი დებიუტი კახა ჩხეტიანის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში შედგა. როტაციის ფეხბურთელობიდან ძირითადის წევრობასა და გუნდის ვიცე-კაპიტნობამდე გზა მექვაბიშვილმა არასრულ ორ წელიწადში გაიარა.

  • ემოციური მილოცვა მეუღლისგან და ფოტოები: რას წერს ნიცა თავაძე, როგორც ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე დიდი გულშემატკივარი 

2022 წლის დეკემბერში 21 წლის ნახევარმცველი GFF Awards 2022-ზე წლის საუკეთესო ნახევარმცველების ნომინანტებში მოხვდა — მექვაბიშვილმა ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. წლის საუკეთესო ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელადაც იგი დაასახელეს.

2024 წლის იანვარში რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კლუბში, კრაიოვას „უნივერსიტატეაში“ გადავიდა, სადაც 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

  • გიორგი ჩაკვეტაძის ინტერვიუ პირადზე, ბავშვობასა და ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე: "არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი და ამის გახსენება..." 

რაც შეეხება ანრის სანაკრებო კარიერას, ის იცავდა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. ქვეყნის ეროვნულ გუნდში პირველად 2022 წელს ვილი სანიოლმა გამოიძახა და მარტის ორივე ამხანაგური მატჩი ათამაშა — ზენიცაში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ტირანაში ალბანეთთან. 

ანრის მეუღლე, მშვენიერი ანი პირტახია პროფესიით ჟურნალისტია და აჭარის ტელევიზიაში მუშაობს. ანი და ანრი ერთად ხშირად მოგზაურობენ და ფოტოებს მეგობრებსაც უზიარებენ. 

anri_mekvabishvili

mekvabishvili