მარო მაყაშვილის დღიურზე ფასდაკლება „ბიბლუსის“ ქსელში კიდევ ერთი კვირით გრძელდება - Marao

მარო მაყაშვილის დღიურზე ფასდაკლება „ბიბლუსის“ ქსელში კიდევ ერთი კვირით გრძელდება

2025-06-02 14:32:03+04:00

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად „პა­ლიტ­რა L-მა“ გა­მოს­ცა მარო მაყაშვი­ლის დღი­უ­რე­ბი, რო­მე­ლიც 26 მა­ი­სი­დან სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი „ბიბ­ლუ­სის“ ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. შეთავაზება მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება. 

ფასდაკლებით წიგნის შეძენა 10 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო დღიურის ლიმიტირებული საკოლექციო გამოცემის ფასი 35 ლარია. 

წიგნ­ში შე­სუ­ლია მა­როს ჩა­ნა­ხა­ტე­ბი და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბიც, რომ­ლებ­საც ის თავის ჩა­ნა­წე­რებ­ში ახ­სე­ნებს. ეს გა­მო­ცე­მა კი­დევ ერთხელ გა­ა­ცო­ცხლებს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ბო­ლოდ იქცა; გო­გოს, რო­მელ­მაც გარ­დამ­ტეხ დროს თქვა, „მე იქ უნდა ვიყ­ვე, სა­დაც იღ­ვრე­ბა სის­ხლი და ცრემ­ლი თანამემამულეთაო.

მარო მა­ყაშ­ვი­ლი ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოა, ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პლი და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი. 1921 წლის 19 თე­ბერ­ვალს, ის მო­წყა­ლე­ბის და იყო, რო­მე­ლიც თა­ვი­სი დაჟინე­ბუ­ლი სურ­ვი­ლით იდგა თბი­ლის­ში, იქ, სა­დაც ზარ­ბაზ­ნე­ბი ხმა­უ­რობ­დნენ. კი­დევ უფრო ადრე, 1918 წელს იყო მო­ზარ­დი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ზა­ნი, ოც­ნე­ბა და გულისტკი­ვი­ლი ჰქონ­და. სწო­რედ ამ დროს ის წერ­და დღი­ურს, რომ­ლის ფურ­ცლებ­ზე არაერთი აუხდე­ნე­ლი ნატ­ვრა დარ­ჩა. მარო ჰყვე­ბო­და თა­ვის ემო­ცი­ებ­ზე, სწავ­ლა­ზე, წიგ­ნებ­ზე, მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე. ფიქ­რობ­და პო­ლი­ტი­კა­ზე და ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე, გვი­ზი­ა­რებ­და წუ­ხილს სა­ქარ­თვე­ლოს ბედ­ზე.

R