"მე შენზე გაბრაზებული ვარ" - ჯანეტ ქერდიყოშვილი ანნას უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"მე შენზე გაბრაზებული ვარ" - ჯანეტ ქერდიყოშვილი ანნას უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

2025-06-03 10:10:20+04:00

ჯანეტ ქერდიყოშვილი უფროსი ქალიშვილის, ანნას უსაყვარლეს ვიდეოს გვიზარებს. ვიდეოს გამომწერებისგან დიდ მოწონებას იმსახურებს:

  • 10 ქართველი ქალი: TOP 10 ყველაზე გამორჩეული საქორწილო კაბა 

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ჯანეტ ქერდიყოშვილი ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა. ამის შემდეგ მშვენიერი ქართველი გოგონას პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა. მასთან ხშირად წერდნენ ინტერვიუებს და იწვევდნენ გადაცემებში. 2012 წელს ის პროფესიონალ მოცეკვავე ირაკლი საბაძესთან ერთად მონაწილეობას პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" იღებდა. 

  • 1 მილიონი ნახვა: ჯანეტ ქერდიყოშვილის ვიდეო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა 

2019 წლის აპრილში ყველასთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ "მის საქართველო" პროდიუსერ ნოე სულაბერიძეზე დაინიშნა. წყვილი სამოგზაუროდ ევროპაში წავიდა - ისინი ჯერ ავსტრიაში პრესტიჟულ ღონისძიებას დაესწრნენ, შემდეგ კი თაფლობის თვე იტალიაში გაატარეს. 

  • "მზადება ბაღის ზეიმისთვის" - ჯანეტ ქერდიყოშვილი პატარა ანნას უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს 

"ნოე თბი­ლის­ში იყო, მე - მოს­კოვ­ში. ამი­ტომ თა­ვი­დან ტე­ლე­ფო­ნით გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია... წლე­ბია, ერ­თმა­ნეთს შო­რი­დან ვიც­ნობთ, უბ­რა­ლოდ, მა­ნამ­დე მე­გობ­რუ­ლი კონ­ტაქ­ტიც კი არ გვქო­ნია. ერთად ყოფნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია, თუმ­ცა იმ­დე­ნად ერ­თნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ხა­სი­ა­თი გვაქვს, რომ ბევ­რი ფიქ­რი არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია.

ნო­ეს­გან ხე­ლის თხოვ­ნა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი იყო ჩემ­თვის... ყვე­ლა გოგო თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში ამ მო­მენტზე ოც­ნე­ბობს და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ნოემ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად და ლა­მა­ზად გა­ა­კე­თა", - ამბობდა მაშინ ჯანეტი. 

2019 წლის ივნისში მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი ტრადიციული მოტივებით იყო გაფორმებული, თავად სიძე-პატარძალსა და მათ მეჯვარეებს კი ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ. 2020 წელს ჯანეტსა და ნოეს პირველი შვილი, ანნა სულაბერიძე შეეძინათ. გოგონა განსაკუთრებული გარეგნობით მალევე გახდა პოპულარული და მშობლები მის ფოტოებს ადა ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებენ. 

"2020 წლის 28 იან­ვრის მერე მივ­ხვდი, რის­თვის ვარ­სე­ბობ­დი ამ­ქვეყ­ნად. მე­ნა­ნე­ბა ძი­ძის­თვის ბავ­შვის გაზ­რდის წა­მე­ბიც კი, დედა მეხ­მა­რე­ბა", - ამბობდა ჯანეტი. 2024 წელს ჯანეტს მეორე ქალიშვილი, ლილი შეეძინა. ახლა მისი მთავარი საქმე შვილების აღზრდაა, რაშიც ბოლომდეა ჩართული. 

"სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლის ტი­ტუ­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­მენ­ტი გახ­და. მან შეც­ვა­ლა ჩემი წარ­მოდ­გე­ნა სა­კუ­თარ თავ­ზე და შემ­მა­ტა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, შე­მიმ­ცი­რა თვითკრი­ტი­კა, მას­წავ­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის და ჩემი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბის და­ფა­სე­ბა. თუმ­ცა, ყო­ველ­თვის ვახ­სე­ნებ სა­კუ­თარ თავს, რომ სი­ლა­მა­ზე არამ­ხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბაა, ეს ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო­ცაა, რო­მელ­საც ასე­ვე სჭირ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა", - ასე აფასებს ის დღეს განვლილ გზას.