"41 წლის ასაკში მესამე შვილზე ვარ ორსულად, ეს ყველასთვის საოცნებო მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას, რომ წონაზე ოდნავ წავიწუწუნო" - ნანუკა გულუა - Marao

"41 წლის ასაკში მესამე შვილზე ვარ ორსულად, ეს ყველასთვის საოცნებო მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას, რომ წონაზე ოდნავ წავიწუწუნო" - ნანუკა გულუა

2025-06-04 09:41:53+04:00

მსახიობი ნანუკა გულუა "სიცრუის დეტექტორის" სტუმარი იყო, სადაც გულწრფელად საუბრობდა თავის კომპლექსებსა და სხეულის მიმართ დამოკიდებულებაზე:

"ახლა ჩემს წონაზე არანაირი კომენტარი არ მაკომპლექსებს. 41 წლის ასაკში მესამე შვილზე ვარ ორსულად, ეს ყველასთვის საოცნებო მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას, რომ წონაზე ოდნავ წავიწუწუნო. 

მე გავლილი მაქვს ის გზა, როგორ მივიდე ჩემთვის სასურველ სილუეტამდე. არავის სიტყვა ჩემზე არ მოქმედებს, მაგრამ ახლა ვინც თინეიჯერობის ასაკშია და ჭარბწონიანია, მათ მინდა ვუთხრა, იპოვონ ძალა და ამ ადამიანების კომენტარებს ყურადღება არ მიაქციონ. 

დღესაც უდიდესი კომპლექსი მაქვს, რადგან ბავშვობიდან მახსენდება კომენტარები "დედა, რამხელაა, რამ სისქეა". 

ნანუკა გულუა

ნანუკა გულუამ რჩეულზე, კახა კაშიაზე 2021 წელს იქორწინა. როგორც თავად ამბობდა, მათი ქორწინება მოულოდნელად გადაწყდა და ამაში დიდი წვლილი ოჯახის წევრებსაც ეკუთვნით. 

  • "ვამბობდი, ღმერთი რამდენსაც მომცემს, იმდენ შვილს გავაჩენ-მეთქი" - ნანუკა გულუა 

ნანუკასა და კახას ორი შვილი, ნინა და ირაკლი ჰყავთ, ხოლო მესამე შვილს ახლა ელოდებიან. ნანუკა თავად ხშირად აღნიშნავს, რომ მის ასაკში დედობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გრძნობაა. მისი თქმით, ორი შვილის ყოლა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა მზადაა, რამდენი შანსიც მიეცემა, იმდენჯერ გახდეს დედა. მსახიობი ცოტა ხნის წინ ხუმრობდა კიდეც, რომ მოსწონს, როცა ორსულობის დროს მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მეოთხე შვილის ყოლაზეც დაფიქრდება. 

  • " ამ შედეგამდე მივედი ყველანაირი ოპერაციისა და წამლების გარეშე, 126 კილოდან" - ნანუკა გულუა 

„იმედია, ქვის სროლას არ დავიწყებ. ამის გარანტიასაც ვერ ვიძლევი. პირველი მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი მქონდა იდეალური. არაფერზე მინერვიულია და ემოციებს ზედმეტად არ ავყოლივარ. მეორე ორსულობაც იდეალური იყო. ორსულობის შემდგომი დეპრესია ორ თუ სამ კვირას გაგრძელდა. რომელმაც ჩემ ფსიქიკას დიდი დაღი დაასვა. რაც ყველაზე უცნაურია, ორსულობის პერიოდში ვმშვიდდები, ემოციურადაც უფრო კარგად ვარ.“ – ამბობს ნანუკა გულუა.

  • ცნობილი ქალები, რომლებიც 2025 წელს ელოდებიან შვილს 

როგორც ცნობილია, დაოჯახებამდე ნანუკა გულუა წლების მანძილზე ებრძოდა ჭარბ წონას. ის 126 კილოს იწონიდა და სხვადასხვა დიეტის წყალობით 65 კილოგრამი დაიკლო. თუმცა, მისი თქმით, მისი ფავორიტი კეტო-დიეტაა, როცა არ შიმშილობ და ისე იკლებ წონაში.  ახლა, როცა ნანუკა მესამე შვილის მოლოდინშია, შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა თავად მაინც ფიქრობს, რომ მშობიარობის შემდეგ სასურველ წონას დაუბრუნდეს.