გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეს დაემშვიდობა - ფეხბურთელი ფოტოებს აქვეყნებს - Marao

ცხოვრების ახალი თავი იწყება: გიორგი ქოჩორაშვილის შეყვარებული და ოჯახი სტადიონზე მაისურებით

2025-06-04 11:07:40+04:00

გიორგი ქოჩორაშვილი ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა „ლევანტეს“, რომელმაც ლა ლიგა 2-ის 2024/2025 წლის სეზონი გამარჯვებით დაასრულა. 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გუნდის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა. ის ახალი სეზონიდან ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს.

ქოჩორაშვილმა მადლიერება გამოხატა „ლევანტეს“ გულშემატკივრებისა და კლუბის მიმართ:

„გამარჯობა, გულშემატკივრებო. უპირველესად, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც ვარჯიშის დროს ჩემი ვარდნები აიტანეს; მადლობა მწვრთნელსა და მთელ ტექნიკურ პერსონალს ბოლომდე მხარდაჭერისთვის; რა თქმა უნდა, მადლობა ჩემს ოჯახს – მათ გარეშე ჩემი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა.

  • "სანდრა - საოცარი გოგო ქართველი ვარსკვლავის გვერდით" - გიორგი ქოჩორაშვილის ბოლო მატჩი და სანდა მენდოსა, როგორც მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი 

მადლობა ყველას, ვინც „ლევანტესთან“ არის დაკავშირებული – 19 წლის ასაკში პატარა ბიჭი ჩამოვედი და კაცი მივდივარ. თქვენი დახმარება გადამწყვეტი იყო ჩემს განვითარებაში. ეს არ არის დამშვიდობება, აუცილებლად შევხვდებით მომავალში“, – აღნიშნა ქოჩორაშვილმა.

  • "როცა ასეთი გულშემატკივარი გყავს..." - გიორგი ქოჩორაშვილისა და სანდრა მენდოსას რომანტიკული კადრები 

giorgi

giorgi

giorgi

  • ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისა და უმშვენიერესი მოდელის სიყვარულის ისტორია: ლუკა ლოჩოშვილისა და სალომე ლაშხის ოჯახი 

გიორგი ქოჩორაშვილი

"როგორც მეუბნებიან, ფეხი რომ ავიდგი, პირველი ნაბიჯები ბურთისკენ გადავდგი და ხუთი წლის ასაკიდან ჩემს გონებაში მხოლოდ ფეხბურთია. რა თქმა უნდა, დედა ყოველთვის ჩემს განათლებასა და სწავლაზე იყო ორიენტირებული, თუმცა ორივე, დედა და მამა, ყველანაირად ხელს მიწყობდა, რომ არცერთი ვარჯიში არ გამეცდინა, წვიმასა თუ ქარში მევარჯიშა. მოგვიანებით ლოგიკურად გაჩნდა სურვილი, გავმხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი. ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი ტელევიზორში ფეხბურთს. ჩემები მეუბნებოდნენ, დავიღალეთ ამდენი ფეხბურთის ყურებით, გადართეო, მაგრამ მაინც სულ ფეხბურთი იყო ჩემს სახლში" - ამბობდა გიორგი. 

გიორგი ქოჩორაშვილს ჰყავს მშობლები და ერთი და. ის წარმოშობით კახეთიდანაა და ბავშვობის დიდი ნაწილიც იქ აქვს გატარებული. 25 წლის ვარსკვლავი 2018 წელს წავიდა ესპანეთში და დღემდე იქ ცხოვრობს.

 "გიოს ბურთის ისეთი სიყვარული ჰქონდა, რომ მისი ბავშვობიდან შეგუებული ვიყავით, ფეხბურთს რომ გაჰყვებოდა. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. თავიდანვე სრული სერიოზულობით უდგებოდა თავის ამ გატაცებას. რა თქმა უნდა, მშობლებმა ხელი შევუწყვეთ. შვილს რა მიმართულება და ნიჭიც აქვს, ვფიქრობ, ყველა მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს, რომ ბავშვმა ეს ნიჭი განავითაროს. მგონია, არც შევმცდარვართ. გვიხაროდა, რომ ფეხბურთი უყვარდა, ჩვენი მიზანიც იყო, ჯანსაღ გარემოში, სპორტული ცხოვრებით ეცხოვრა. ყველა მშობელი ამყარებს თავის შვილზე იმედებს და, ცხადია, ჩვენც ასე ვიყავით. გიომაც სრულად გაგვიმართლა იმედები" - ამბობდა გიორგის მამა.