"6 წელიაჩემი სიყვარული არ მინახავს...არც მისი ხმა გამიგია..." - ლულუ კახიანი - Marao

"6 წელიაჩემი სიყვარული არ მინახავს...არც მისი ხმა გამიგია..." - ლულუ კახიანი

2025-06-04 13:09:35+04:00

6  წლის წინ მუსიკოს გიორგი გვარჯალაძისა და ტელეწამყვან ლულუ კახიანის ქალიშვილმა, 15 წლის ლენო გვარჯალაძემ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი შვილის შესახებ სოციალურ ქსელში ლულუ კახიანი პოსტს აქვეყნებს:

"6 წელიაჩემი სიყვარული არ მინახავს...არც მისი ხმა გამიგია...არც სიცილი...არც..." - წერს ლულუ კახიანი.

Lulu

  • "პირველი გოგო რომ შემეძინა, მოლოცვისას რამდენიმემ მითხრა, არა უშავს, გოგო რომ გეყოლაო" - გიორგი ძოწენიძე მალე მეორე შვილის მამა გახდება 

ლულუ კახიანის შვილი

 2019 წლის 4 ივ­ნისს მე-9 კლა­სე­ლი გო­გო­ნა კორ­პუ­სის მე-7 სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

უმ­ძი­მე­სი შემ­თხვე­ვი­სა და ლე­ნოს გა­რე­შე გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთი წლის შე­სა­ხებ დედა, ლულუ კა­ხი­ა­ნი წერდა:

"ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი დღე დად­გა. იქ ვზი­ვარ, სა­დაც ერთი წლის წინ შენ იჯე­ქი. მა­შინ კი­დევ გი­ცემ­და გული, ბო­ლო­ჯერ ჩა­გე­ხუ­ტე და გი­თხა­რი მიყ­ვარ­ხარ. და შენ მი­პა­სუ­ხე "მეც დე". და მერე დაგ­ტო­ვე. ვერ და­გი­ცა­ვი... მა­პა­ტიე ლენო...

  • "ჩემი ლენო 20 წლის… ისევ ისე მტკივა, ისევ ისე მაკლიხარ" - ლულუ კახიანი და გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ 

ეს შენი ბოლო ფო­ტოა. ახ­ლაც იღი­მი? მხე­დავ? გრძნობ რო­გორ ვნა­ნობ ყო­ველ უთ­ქმელ სი­ტყვას, ყო­ველ გა­და­უდ­გმელ ნა­ბიჯს? რამ­დე­ნი ახა­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გექ­ნე­ბო­და ამ ერთ წე­ლი­წად­ში, რამ­დე­ნი სი­ხა­რუ­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბა. თმა ისევ მოკ­ლედ გექ­ნე­ბო­და? ახალ ტა­ტუ­საც და­ი­მა­ტებ­დი. ჩემ­თან იქ­ნე­ბო­დი.

  • "ბოლო დღე ასე მთავრდება, რომ მამა თავს დამესხა და მცემა, მონსტრია და ცუდი კაცია. მანდ დამთავრდა. ჰოდა, ახლა რასაც გიყვებით, გადავრჩი?“ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილი ქალიშვილის, ლენოს შესახებ 

ჭრი­ლო­ბა მო­უ­შუ­შე­ბე­ლია. ტკი­ვი­ლი მო­უ­ნე­ლე­ბე­ლი. სი­ცა­რი­ე­ლი ამო­უვ­სე­ბე­ლი. დრო არ კურ­ნავს. დრო გა­ჩერ­და. ლენო, რო­გორ მიყ­ვარს შენი სა­ხე­ლი და შენ..."

ლენო გვარ­ჯა­ლა­ძის შე­სა­ხებ წერდა მისი მშობ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი, ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტის პრო­ტო­კო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი კარ­ლო ცქი­ტიშ­ვი­ლიც:

"ზუს­ტად ერთი წლის წინ, დი­ლას, შვი­დის წუ­თებ­ზე, უცებ და­მი­რე­კა ტე­ლე­ფონ­მა.... ლუ­ლუს ზარს ამ დროს ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი და ახალ­გაღ­ვი­ძე­ბულ­ზე, პირ­ვე­ლი ის ვი­ფიქ­რე, გვა­ჯის რამე ხომ არ მო­უ­ვი­და­თქო.... მაგ­რამ არა.... რაც ლუ­ლუმ მი­თხრა, იმის გა­გო­ნე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი... ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მსგავ­სი რამ რე­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო.... მაგ­რამ მოხ­და.... მოხ­და ის რაც გინ­და რომ და­ი­ვი­წყო, მაგ­რამ ეს შენს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა...

მახ­სოვს ზომ­ბი­ვით რო­გორ მივ­დი­ო­დი კან­დე­ლაკ­ზე, მახ­სოვს ლუ­ლუს თვა­ლე­ბი ოთახ­ში რომ შე­მო­ვი­და, მახ­სოვს რო­გორ მივ­დი­ო­დი გვა­ჯის­თან სტუ­დი­ა­ში, მახ­სოვს იმის შიში, რომ მე მო­მი­წევ­და ამ ამ­ბის თქმა მის­თვის... მახ­სოვს გვა­ჯის სახე ლუ­ლუს რომ ელა­პა­რა­კე­ბო­და ტე­ლე­ფონ­ზე და მერე გზა­ში, მას­თან სახ­ლში რომ ვბრუნ­დე­ბო­დით...

არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ის სრუ­ლი უსუ­სუ­რო­ბის გრძნო­ბა, რო­დე­საც უბ­რა­ლოდ ად­გილს ვერ პო­უ­ლობ და არ იცი რო­გორ მო­იქ­ცე... მახ­სოვს ბევ­რი წლით ადრე, სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი ლე­ნოს და­ბა­დე­ბა რომ მი­მე­ლო­ცა გვა­ჯის­თვის და ლუ­ლუს­თვის და უცებ ეს.... წრე შე­იკ­რა?!...

ალ­ბათ მე რომ და­ვი­წყო ეხლა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რო­გო­რი ნი­ჭი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი, და ლა­მა­ზი გოგო იყო ლენო, ამით უკვე ვე­ღა­რა­ვის გა­ვაკ­ვირ­ვებ.... ამ ერთი წლის მან­ძილ­ზე ლენო მემ­გო­ნი უკვე ყვე­ლამ გა­იც­ნო.... ერთს ვი­ტყვი, რომ სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლის გრძნო­ბა მეც კი არ გამ­სვლია დღემ­დე, ოჯა­ხის წევ­რებ­ზე კი სა­ერ­თოდ აღა­რა­ფერს ვამ­ბობ... არ ვიცი რა ვთქვა.... ხან­და­ხან და­წე­რა თქმას მირ­ჩევ­ნია, იმი­ტომ რომ ხში­რად მი­ჭირს რა­ღა­ცე­ე­ბის სწო­რად გად­მო­ცე­მა სა­უბ­რი­სას...

გვა­ჯი, ლულუ, მა­პა­ტი­ეთ თუ რა­მე­ში საკ­მა­რი­სად გვერ­დში ვერ და­გი­დე­ქით... თუ რა­ი­მე ისე ვერ გა­ვა­კე­თე, რო­გორც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა თქვენ­თვის და პირ­ველ რიგ­ში ლე­ნოს­თვის... რომ ვერ მივ­ხვდი თა­ვის დრო­ზე რომ ეს შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო (უფრო სწო­რად ვერ და­ვუშ­ვი) და შე­დე­გად მოხ­და ის რაც მოხ­და... ჩვე­ნი წილი და­ნა­შა­უ­ლი ყვე­ლას გვაქვს მომ­ხდარ­ში და ამით ცხოვ­რე­ბა მოგ­ვი­წევს... იმ დღი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს რა­საც გვა­ჯი ხელს კი­დებს, ლე­ნოს სა­ხელს არ­ქმევს და შე­იძ­ლე­ბა ეს ცოტა მი­ა­მი­ტუ­რად ჟღერ­დეს, მაგ­რამ მე მჯე­რა, რომ ლენო სულ თქვენ­თა­ნაა, ზე­ვი­დან დაგ­ყუ­რებთ და გფარ­ვე­ლობთ რო­გორც პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი" - წერს კარ­ლო ცქი­ტიშ­ვი­ლი.