სოფია ლორენის საოცარი წერილი ქალებს: „ხშირად, როდესაც იმედს ვკარგავთ და ვფიქრობთ, რომ ეს დასასრულია, ღმერთი ზემოდან იღიმის და ამბობს...“ - Marao

სოფია ლორენის საოცარი წერილი ქალებს: „ხშირად, როდესაც იმედს ვკარგავთ და ვფიქრობთ, რომ ეს დასასრულია, ღმერთი ზემოდან იღიმის და ამბობს...“

2025-06-05 11:56:40+04:00

_"როდესაც საკმარისი თავდაჯერებულობა მოვიპოვე, სცენა გაქრა... როდესაც დარწმუნებული ვიყავი წაგებაში, მოვიგე... როდესაც ადამიანები ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მათ მიმატოვეს... როდესაც ცრემლების შეშრობა ვისწავლე, ვიპოვე მხარი ტირილისთვის... როდესაც სიძულვილის უნარს დავეუფლე, ვიღაცამ გულის სიღრმიდან დაიწყო ჩემი სიყვარული... და, საათობით სინათლეს ველოდებოდი, როცა ჩამეძინა, მზე გამოვიდა... ასეთია ცხოვრება!! რაც არ უნდა დაგეგმო, არასდროს იცი, რა დაგეგმა ცხოვრებამ შენთვის...  წარუმატებლობა გაცნობს სამყაროს...... ...ყოველთვის იყავი ბედნიერი!! ხშირად, როდესაც იმედს ვკარგავთ და ვფიქრობთ, რომ ეს დასასრულია... ღმერთი ზემოდან იღიმის და ამბობს: "მოდუნდი, ძვირფასო; ეს უბრალოდ მოსახვევია და არა დასასრული...!" - წერს ლეგენდარული სოფი ლორენი. 

  • სკანდალური ფოტოები: რატომ გახდა კრიტიკის საგანი სოფი ლორენისა და ალ ბანოს კადრები 

loren

  • სიყვარულის ამბავი, რომელმაც სამყარო აალაპარაკა: სოფი ლორენი და კარლო პონტი 

სოფი ლორენი

სოფი ლორენი, თეატრისა და კინოს იტალიელი მსახიობი, ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი და საყოველთაოდ აღიარებული ვარსკვლავია. იგი არა მხოლოდ სილამაზისა და სტილის ეტალონად ითვლება, არამედ მე-20 საუკუნის საკულტო პიროვნებაცაა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მისი გამოჩენის დღიდან მისი სტილი და ჩაცმულობა მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალმა გადაიღო.

მსახიობის წარმატება სილამაზის კონკურსით დაიწყო, როცა დედამისმა ქუჩაში განცხადება ნახა: "გინდა, გახდე ზღვის პრინცესა? მიიღე მონაწილეობა კონკურსში!" მან შვილს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია, სადაც სოფიმ მეორე ადგილი დაიმსახურა. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კინოკარიერა. 1950-იანი წლების დასასრულს მან ითამაშა ფილმებში: "ბიჭი დელფინზე" და "სიამაყე და ვნება", სადაც თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული.

  • ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რომანი, დაუვიწყარი როლები და უნიკალური სტილი - როგორი იყო 89 წლის სოფი ლორენის ცხოვრების გზა 

მას შემდეგ, რაც მისი დებიუტი შედგა ჰოლივუდში, მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: "სურვილი თელების ქვეშ" ენტონი პერკინსთან ერთად; "მცურავი სახლი", რომანტიკული კომედია კერი გრანტთან ერთად; ჯორჯ კიუკორის ფილმში "ფელერი ვიწრო ვარდისფერ სამოსში".

გარდა წარმატებული კინოკარიერისა, მისი ცხოვრება, რომანები თუ დახვეწილი, ელეგანტური სტილი მუდამ ტაბლოიდების საყვარელი თემა იყო. მსახიობი ხშირად სტუმრობდა სხვადასხვა მოდის ჩვენებასა თუ სახლს. მისი რჩეული კი მუდამ კრისტიან დიორი იყო. ერთ-ერთი საკულტო ფოტოც სწორედ დიორის მაღაზიაშია გადაღებული, როდესაც დაბალქუსლიან ფეხსაცმელს არჩევდა.

სოფი ლორენი ყოველთვის მოდურად გამოიყურებოდა და მხოლოდ ტრენდულ ნივთებს ირჩევდა. 70-იან წლებში მისი ფავორიტი იყო ფართო შარვლები, მჭიდროდ მორგებული ნათელი ზედები და მასიური სათვალეები. სხვათა შორის, ამ ფორმის სათვალე მსახიობს დღესაც უყვარს. შემდგომ მოდაში მინიმალიზმი შემოვიდა და მსახიობმა ეს სტილი არაჩვეულებრივად მოირგო - მკაფიო ფერები ზედმეტი გაფორმებების გარეშე. ხშირად გამოირჩეოდა ექსტრავაგანტური ჩაცმულობით, მაგრამ, დროის ცვლილებასთან ერთად, დახვეწილი, ელეგანტური, მის ხასიათსა და გემოვნებაზე იდეალურად მორგებულ სტილი შეიმუშავა, რომელიც დღემდე აღფრთოვანებას იწვევს სხვადასხვა ასაკის ქალბატონში.