"ემილია გაჩეჩილაძე" - რატი გაჩეჩილაძისა და კარინა ლისენკოს პირველი ოჯახური კადრები შვილთან ერთად - Marao

"ემილია გაჩეჩილაძე" - რატი გაჩეჩილაძისა და კარინა ლისენკოს პირველი ოჯახური კადრები შვილთან ერთად

2025-06-06 11:21:41+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი მოცეკვავეები, რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ემილია დაარქვეს. მამობის პირველი სიხარული და კადრები სამშობიაროდან რატიმ მეგობრებსაც გაუზიარა, ამჯერად კი მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: 

rati_gachechiladze

rati_gachechiladze

რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო 

რატი გაჩეჩილაძე ოთხგზის საქართველოს ჩემპიონია დიდების კატეგორიაში (2016–2019) და ამავე წლებში ოთხჯერ მოიგო საქართველოს თასი. მისი საერთაშორისო წარმატებები მოიცავს მსოფლიო რეიტინგში 38-ე ადგილს და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლას. ის ასევე იყო პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული.

  • ცეცხლოვანი, პროფესიონალი, თმამი: TOP 7 მოცეკვავე ქალი საქართველოში 

რატი არის საქართველოს პირველი კატეგორიის მსაჯი და მრავალი წარმატებული მოცეკვავის მწვრთნელი, მათ შორის სოლო და წყვილ კატეგორიებში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.

რატის ოჯახში ცეკვა ტრადიციაა და ის მშობლების, თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების ტრადიციას საკუთარ სტუდიაში აგრძელებს. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა რატის ძმა, გიგი გაჩეჩილაძეც. ის საქართველოს სპორტული და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტის ამპლუაშიც ვიხილეთ. 

რატის და გიგის დაა შორენა გაჩეჩილაძე, ხოლო დის ქმარი - გოჩა ჩერტკოევი. წლების წინ რატი გოჩასთან და შორენასთან ამერიკაშიც იმყოფებოდა და იქ გეგმავდა სერიოზული კარიერის აწყობას, თუმცა, საბოლოოდ, მაინც საქართველოში ამჯობინა დაბრუნება.

  • სალომე ჭაჭუას ტრანსფორმაცია - წარმატებული ქართველი მოცეკვავის ახალი ფოტოები და ცხოვრების საინტერესო ამბები 

კარინა ლისენკო უკრაინელი პროფესიონალი მოცეკვავეა, რომელიც საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა და ახლა აქ საქმიანობს. ის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაშიც არაერთხელ ვიხილეთ. მომხიბვლელმა გოგონამ განსაკუთრებით დადებითი აურით მალევე შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს. 

რატიმ და კარინამ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცეს. მათ ერთმანეთთან პროფესიული საქმიანობა აკავშირებდათ, თუმცა ეს ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში და მათ 2021 წელს იქორწინეს. 

  • შთამბეჭდავი კარიერა, დის გარდაცვალება და ფესვები ასურეთიდან: ჯულიანა ბარგნარის ცხოვრება ეკრანს მიღმა 

"მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში კარინა ლისენკო გამოჩნდა, ყველაფერი ბედნიერად არის. ჩვენი სიყვარული 6 წელია, გრძელდება. კარინა ჩემი ნომერ პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა. საერთოდ, პირად თემებზე ნაკლებად ვსაუბრობ. რაც მთავარია, მე და კარინას ბედნიერი ოჯახი გვაქვს და მომავალში შვილებიც გვეყოლება… კარინას გემრიელი ხელი აქვს. ყველაზე ძალიან მისი გაკეთებული ბორშჩი მიყვარს. როცა იტყვის, დღეს ბორშჩის ვაკეთებო, ვიცი, რომ სასწაული მელოდება…" - ამბობდა რატი.