"თითქმის ერთი წელი საშინელ ტკივილებთან და მძიმე რეაბილიტაციასთან ბრძოლაში გავატარე, ფეხის მოტეხილობის და ურთულესი ოპერაციის შემდეგ. ეს იყო ერთი ურთულესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში - ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურადაც. დღეს კი ვცეკვავ კიდეც!
მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო იმ არაჩვეულებრივ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფრის გადალახვაში დამეხმარნენ - ჩემი ერთგული, ყურადღებიანი და სიყვარულით სავსე მეგობრები, ოჯახის წევრები, ნაცნობები… მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ჩემ გვერდით იდექით, არასოდეს დამივიწყეთ, დღეში ერთხელ მაინც მეკითხებოდით, როგორ ვიყავი და შემაგულიანებდით. თქვენთან ერთად შეუძლებელი შესაძლებელი გახდა.
დავაფასოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი… ყოველ დილით თვალის გახელა სასწაულია, ყოველი ნაბიჯი - საჩუქარი. მადლიერები ვიყოთ იმ ყველაფრისთვის, რაც გვაქვს - განსაკუთრებით კი - ჯანმრთელობისთვის, რადგან ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერი გააჩნია ადამიანს.
ცხოვრება წუთებია - დავაფასოთ ისინი, სანამ ჩვენია. დავიცვათ თავი და ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მადლობა უფალს, რომ თქვენ ჩემ ცხოვრებაში ხართ. თქვენ ხართ ჩემი ნამდვილი არმია კეთილის მსურველების, ნამდვილი ურთიერთობის და ნამდვილი სიყვარულის მაგალითი", - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი და ტელეწამყვანი სალომე შარვაძე.
სალომე შარვაძე ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ქეთის როლით მოიპოვა. იგი წლების განმავლობაში იყო სერიალის სამსახიობო გუნდის მუდმივი წევრი და დღემდე "ჩცდ" - ის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ პერსონაჟად რჩება.
სალომე შარვაძე 1985 წლის 16 აგვისტოს დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ ის პროფესიით ფარმაცევტია, ასევე დამთავრებული აქვს დრამისა და კინოს ფაკულტეტი თეატრალურ უნივერსიტეტში, მუშაობდა მსახიობად და პარალელურად იყო გაყიდვებისა- და ივენთმენეჯერი ერთ-ერთ მედიაჰოლდინგში.
სალომე ცნობილი მხატვრის, მიხეილ ვარდიშვილის შვილიშვილია. ეს უდიდესი ადამიანი სალომეს დედის ბიძა იყო და საკმაოდ ტრაგიკული ისტორია ჰქონდა, მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში ორჯერ მოეწყო გამოფენა, რა თქმა უნდა, სალომეს ძალისხმევით.
სალომეს მეუღლე ბიზნესმენი მამუკა არველაძეა. წყვილს ერთი ქალიშვილი, მართა არველაძე ჰყავს. სალომესა და მამუკას 18-წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ და სალომე მეუღლის მიმართ სიყვარულს საჯაროდაც ხშირად გამოხატავს. ამასთან ერთად კი, ხშირად ყვება სახალისო ამბებსაც. მაგალითად, როცა სალომე შარვაძე გადაცემა "ქალების" ერთ-ერთი ტელეწამყვანი იყო, მეუღლეზე ასეთი ისტორია გაიხსენა:"ჩემს მამაკაცზე ხშირად მელანდება ხოლმე ეჭვიანობის საბაბი და ერთხელაც, როდესაც ყაზახეთში იყო წასული 6 თვით. რომ დაბრუნდა ამოვუქექე ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. მიჭირავს მისი ტელეფონი მოდის მესიჯი რუსულად: „როგორ ჩახვედი?“. ძალიან ავღელდი, იმიტომ რომ მართლა ულამაზესად გამოიყურებოდა ის, ვინც მისწერა. რა ვქნა ახლა? რა გავაკეთო? ვფიქრობ და დავდივარ ოთახებში. კივილ-წივილი მაქვს ატეხილი და მივწერე „კარგად“. მინდოდა, რომ გამომეძალა ინფორმაცია. მომივიდა პასუხი: „მიხარია, რომ კარგად ჩახვედი და გელოდები, რომ მალე ისვე დაბრუნდე“. ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის და მივწერე „ჩემი დიდი საიდუმლო არ იცი, რომ მე ქალები არ მაინტერესებს“...გაგრძელება