"9 წლის მანძილზე ველოდებოდი შვილიშვილს..." - ზურა მანჯავიძის დიდი სიხარული და ახალი ამპლუა - Marao

"9 წლის მანძილზე ველოდებოდი შვილიშვილს..." - ორიგინალური სახელი, ოჯახის ახალი წევრი და ზურა მანჯავიძის დიდი სიხარული

2025-06-06 15:33:51+04:00

"ბაბუა გავხდიიი! დაიბადა აიკო მანჯავიძე! ამ ყველასთვის ულამაზეს დღეს, ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ჩემს გაბაბუებას", - წერდა ცოტა ხნის წინ მომღერალი ზურა მანჯავიძე სოციალურ ქსელში. 

ამ დიდი სიხარულისა დ ახალი ამპლუის შესახებ ზურა მანჯავიძე fortuna.ge-ს ესაუბრა: 

"9 წელია, რაც ჩემმა გიორგიმ ქეთა მოიყვანა ცოლად. მას მერე ველოდებოდით შვილიშვილს. დადგა ეს სანეტარო დრო და გამაბაბუეს. მგონი, აქამდე მერიდებოდნენ. სიხარულის მეტი უკეთესი სიტყვა არ მეგულება, აღმაფრენა. ენით აღუწერელი განცდაა. საერთოდ განსხვავებულია. ბაბუობისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი და ფსიქიატრიულადაც, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ემოციებია. სრულყოფილ ადამიანად ვიგრძენი თავი. განსხვავებული სახელი უნდოდათ, აიკო კი ნიშნავს „სიყვარულის ნაყოფს“. აიკო მანჯავიძე პირველი და ერთადერთია", - თქვა ზურა მანჯავიძემ ინტერვიუში. 

zura_manjavidze

ფოტო: fortuna.ge

ზურა მანჯავიძე და მისი ოჯახი 

მომღერალი ზურა მანჯავიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ჯგუფ "ფორტესთან" ერთად შეიყვარა. სხვადასხვა დროს ის გულშემატკივარს განსხვავებულ ამპლუაში მოევლინა - ზურა იხილეთ, როგორც ტელეწამყვანიც. დღეს ის, საქმის პარალელურად, სოფლის მეურნეობაშია ჩართული, აქვს საკუთარი მეურნეობა და აქტიურად ზრუნავს მის გაფართოებაზე. 

  • "სახლიდან ჩემს გადაკარგვას მთელი დღით, კვირაობით თუ თვეობით, ყველაფერს თავისი ახსნა და მიზეზი აქვს..." - ზურა მანჯავიძე ოჯახისა და ოთხი შვილის შესახებ 

ზურა მანჯავიძე მამა პირველად 20 წლის ასაკში გახდა. მას შემდეგ კიდევ სამჯერ შეიგრძნო მამობის ბედნიერება. "20 წლის ვიყავი, მამა რომ გავხდი. დიდი რაღაც რომ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ამას მაშინვე მივხვდი, მაგრამ რა დამატყდა თავს, ეს ბოლომდე ვერ გავაცნობიერე", - ამბობდა ზურა. 

დღეს უკვე დიდი შვილები ჰყავს. უფროსმა, გიორგიმ, რამდენიმე წლის წინ იქორწინა. მისი რჩეული ყოფილი მოდელი ქეთა ბურ­ჯა­ნა­ძეა. "მე ცოლი 18 წლი­სამ შე­ვირ­თე. მამა გარ­დაც­ვლი­ლი მყავ­და, დე­დამ კი ხელი ძა­ლი­ან შე­მი­წყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი არ მქონ­და, თუნ­დაც ის, რომ ცალ­კე გვე­ცხოვ­რა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ შემ­ხვედ­რია. გი­ორ­გიმ ოჯა­ხის შექ­მნა უფრო და­დინ­ჯე­ბულ ასაკ­ში გა­და­წყვი­ტა, 23 წლის გახ­ლავთ. ნაჩ­ქა­რე­ვი ნა­ბი­ჯი არ იყო, მო­მა­ვალ რძალს ვიც­ნობ­დით. ასე რომ, წი­ნა­აღ­მდე­გი კი არა, ძა­ლი­ა­ნაც მომ­ხრე ვი­ყა­ვი", - ამბობდა ზურა. 

  • "ჩემი მეუღლე ჩემი სიმშვიდის გარანტია, ვიცი, თეას წყალობით სახლში ყველაფერი რიგზე იქნება" - ზურა მანჯავიძის ოჯახური იდილია, შვილები და სიყვარული 

მას ერთი ქალიშვილი, ანა ჰყავს. ანას შემდეგ კი მას ტყუპი ბიჭები შეეძინა. 

"ოთხივე მღერის, ბავშვობაში ვატარებდი კიდეც და მინდოდა, რომ ამ გზით წასულიყვნენ. მე გზა კი ვაჩვენე და ვეხმარებოდი, მაგრამ სხვა მიმართულებით წავიდნენ. ჩემი უმცროსები, სანდრო და ლუკა ელექტრონული მუსიკით არიან გატაცებულები. სხვათა შორის, ყველას ძალიან კარგი მონაცემი აქვს. მეუღლეც კარგად მღერის, სხვათა შორის. ჩემდა სამწუხაროდ, შვილებმა არ აირჩიეს მუსიკალური გზა, თუმცა მათ არჩევანს პატივს სცემენ, ირჩევენ საკუთარ გზას და ჩემს გაკვალულზე არ დადიან", - ამბობდა ზურა მანჯავიძე...გაგრძელება