ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთადერთი ქართველი თანამშრომელი - დალი უბილავა დე გრააფი - Marao

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთადერთი ქართველი თანამშრომელი - დალი უბილავა დე გრააფი

2025-06-09 13:57:11+04:00

დალი უბილავა-დე გრააფი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC) ვიზიტორთა ცენტრის (Space Expo) ერთადერთი ქართველი თანამშრომელია. მას თანამედროვე კოსმოსური პროგრამების ბოლო ტექნოლოგიების კურსი მიჰყავს. ეს ორგანიზაცია 22 ევროპულ ქვეყანას აერთიანებს. ქალბატონ დალის ევროპის კოსმოსური სააგენტოს წევრი და მისი პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა დელეგაციებისთვის ჰოლანდიურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ლექციების მომზადება და ჩატარება ევალება.

ადრეული ცხოვრება

დალი უბილავა აფხაზეთში, გალის რაიონში დაიბადა. ბავშვობიდან იტაცებდა მათემატიკა. სოხუმში დაამთავრა თსუ ფილიალის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 21 წლის ასაკში შევიდა პირველად გაკვეთილზე, თუმცა ომმა ყველაფერი შეცვალა. ოჯახთან ერთად ჯერ სენაკში, შემდეგ კი თბილისში დასახლდა. 

dali

  • მშვენიერი მარიამ კუბლაშვილისა და ლევან ხურციას ოჯახური ბედნიერება: ორი შვილი, 11-წლიანი ურთიერთობა და სიყვარულის ამბავი 

„იმდენი რაღაც დამიგროვდა შინაგანად, რომ ჩემი საქმიანობის შემოფარგვლა მხოლოდ გაკვეთილით მეცოტავებოდა... ასე გადავწყვიტე გავმხდარიყავი რეჟისორი. ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. მუშაობა დავიწყე პირველი არხის ხელოვნების რედაქციაში. ვმუშაობდი ლიტერატურული გადაცემების რეჟისორად...“, - იხსენებს ქალბატონი დალი.

  • მამის თხოვნით არჩეული კარიერა, ბრძოლა ცენზურასთან და მნიშვნელოვანი სიტყვა კინოში - ნანა ჯანელიძე 

კარიერა

თავდაპირველად მუშაობა პირველ არხზე დაიწყო - ეს პერიოდი წლები გაგრძელდა.  თეატრალურის ბოლო კურსზე იყო, როცა მოსკოვში, “ვგიკის“ ფესტივალზე მოხვდა. იქ გაიგო, რომ არსებობს სუბსიდიების მოპოვების საშუალება, რომლითაც სწავლა შეგიძლია გააგრძელო სასურველ უმაღლეს სასწავლებელში. მოსინჯა ძალები და 2001-2003 წლებში საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვების შედეგად მოპოვებული ამერიკული და  ნორვეგიული სუბსიდიებით მიეცა შესაძლებლობა სტაჟირება გაევლო “ვგიკში“, ჯერ მხატვრული ფილმების და შემდეგ, დოკუმენტური ფილმების რეჟისურის კათედრაზე.

  • "ოჯახი მხოლოდ მაშინ უნდა შექმნა, როცა ხვდები, რომ მეორე ადამიანი ნამდვილად გიყვარს" - ანა სანაია 

პირველი ორი წელი დალიმ ენის სწავლასა და ინტეგრაციას მოანდომა. მესამე წელს კი  დააარსა ფონდი „არტ ექო“ (2009 წ.). ფონდის ძირითადი საქმიანობის სფერო არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის არსებული კულტურული კავშირების განმტკიცება და ახალი კულტურული ხიდების გადება.

პირადი ცხოვრება

მოსკოვში ყოფნისას დალიმ შემთხვევით გაიცნო  მომავალი მეუღლე, ჰოლანდიელი პაულუს მარინუს კორნელის ფრედი დე გრააფი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია. მასთან ქორწინების შემდეგ დაიწყო მესამე ეტაპი დალი უბილავას ბიოგრაფიაში.

წყვილმა ჯვარი თბილისში დაიწერა და საცხოვრებლად ჰოლანდიაში გაემგზავრა.