1 თაობა - 5 ულამაზესი ქალი:სუხიშვილების ყველაზე გამორჩეული სოლისტები და ამბები კულისებიდან - Marao

1 თაობა - 5 ულამაზესი ქალი:სუხიშვილების ყველაზე გამორჩეული სოლისტები და ამბები კულისებიდან

2025-06-09 13:47:18+04:00

სუხიშვილები ან სუხიშვილი — ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. „მოდერნ-ბალეტის“ პრინციპებთან, თუმცა მისი არსით და პოეტიკით იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა და ანსამბლის დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.

ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19 200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა.

  • "სუხიშვილები" განცხადებას ავრცელებს: "გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სამწუხარო ინციდენტს, რომელიც Open Air-ის მიმდინარეობისას მოხდა..." 

 ცნობილი ფაქტია, რომ სუხიშვილების მოცეკვავეები განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევიან, ამ სტატიაში ძველი თაობის წარმომადგენლებს გაგაცნობთ:

ტატა გომელაური

tata

თამარ დვალი

dvali

  • "ადრე და ახლა" - მარიამ მათიაშვილი მშობიარობის შემდგომი ტრანსფორმაციის ფოტოს აქვეყნებს 

"სამი წლის ვიყავი, როდესაც დედამ რკინიგზელთა სასახლეში კლასიკური ბალეტის წრეზე მიმიყვანა, ეს იმ ურთულეს პერიოდში მოხდა, თბილისში ომი და გაჭირვება რომ იყო. მიუხედავად ამისა, იმ დღიდან სისტემატურად დავდიოდი ბალეტის გაკვეთილებზე, დედა ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის, პოტენციალი რომელიც ჩემში დაინახა ჩემმა პედაგოგმა ქალბატონმა ლანა აბულაძემ, განმევითარებინა და სათანადოდ გამომეყენებინა. ამ ამაგს არ ვიცი ოდესმე თუ გადავუხდი. სამი წლის ასაკიდან ვეზიარე დიდ ხელოვნებას. აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა საკონცერტო ღონისძიებებში. (სხვათა შორის, 3 წლისამ ფილარმონიაშიც ვიცეკვე). შემდეგ ისევ ქალბატონი ლანას მოწოდებით  ჩავაბარე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, გავიარე სწავლების სრული კურსი და გავხდი ბალეტის მსახიობი. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მქონდა ბედნიერება მოვხვედრილიყავი ისეთი გამორჩეული პედაგოგების კლასში, როგორებიც არიან ლანა აბულაძე, ლუბა შკუნოვა, ოლია მენიალენკო, თამაზ ვაშაკიძე, ნატალია დიღმელაშვილი და სხვა. შემდეგ სწავლა გავაგრძელე ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. დავასრულე ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურის გავლის შემდეგ დავიცავი სადოქტორო დისერტაცია „საეკლესიო ფერწერა“, როგორც საისტორიო წყარო ქართული ეროვნული სამოსისათვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი პროფესორების უდიდესი წვლილი – ნათია ასათიანის, ნანა ხაზარაძის და მანანა აბუთიძის. ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ, რომ შემეთვისებინა დოქტორანტის რთული სამუშაო, რადგან უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მეოთხე კურსიდან ვცეკვავდი ჯერ „სუხიშვილების“ სტუდიაში და შემდეგ უკვე ანსამბლში".

პუსკა გამსახურდია

puska

  • 4 შვილი, ბებიის ამპლუა და ამბები კამერებს მიღმა: თეა დარჩია იუბილარია 

პუსკა გამსახურდია 20 წლის განმავლობაში "სუხიშვილების" მოცეკვავე იყო. ბავშვობიდან ცეკვავს, სხვა პროფესიაზე არც არასდროს უფიქრია. ანსამბლში მოცეკვავედ მაშინ შედგა, როცა ილიკო სუხიშვილი ქორეოგრაფიულ შემოქმედებას იწყებდა... დიდ სცენაზე ბოლოს 2019 წლის მიწურულს იცეკვა.

თეა დარჩია

tea

უკვე არაერთი წელია, რაც თეა დარჩიას სახელი "სუხიშვილებს" უკავშირდება. მან სცენაზე 30 წელზე მეტი გაატარა და, მიუხედავად დიდი ოჯახისა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ანსამბლის წამყვანი სოლისტის პოზიციიდან თეა დარჩიამ ბოლო წლებში პედაგოგის ამპლუაში გადაინაცვლა, გახსნა საკუთარი სტუდია და ახლა მსურველებს ამ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. 

ნინუკა შარაშიძე

ninuka