"ალისა" - ლიკა ევგენიძე შვილის ნათლობიდან კადრებს აქვეყნებს - Marao

"ალისა" - ლიკა ევგენიძე შვილის ნათლობიდან კადრებს აქვეყნებს

2025-06-09 10:21:37+04:00

ლიკა ევგენიძემ და მისმა მეუღლემ, ნიკა კოჩაროვმა ქალიშვილი მონათლეს. ნათლობის კადრებს ლიკა ევგენიძე სოციალურ ქსელში გვიზიარებს:

lika

lika

lika

lika

  • ლიკა ევგენიძე ქალიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს: საოცარი მსგავსება ლეგენდარულ ბებიასთან და ანა-სოფიას ფოტოები 

ლიკა ევგენიძე

ევგენიძეების ოჯახს საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. დათო ევგენიძემ მუსიკალური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. მაყურებლისთვის საყვარელი ტელესახეა მისი ქალიშვილი ლიკა ევგენიძეც, რომელიც უმშვენიერესი ქართველი მსახიობის, კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილია.

  • "დედის ასლი" - ლიკა ევგენიძის ოჯახური კადრები და უმცროსი ქალიშვილის ფოტოები 

ლიკა ევგენიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილზე, ნიკა ალასანიაზე იყო დაქორწინებული. წყვილი წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და ორ შვილს ზრდიდა.  ლიკა ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „სხვა შუადღის“ თანაწამყვანი იყო, შემდეგ კი ისევ ამერიკაში ბრუნდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილები, ნიკოლოზი და გიორგი, საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც წარმატებულ და ლამაზ ქართველ ქალებზე იქორწინეს.

ნიკა ალასანიამ და ლიკა ევგენიძემ 2011 წელს იქორწინეს და ჯვარი თბილისში, მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს.

  • "საოცარი გოგოები" - ლიკა ევგენიძის შთამბეჭდავი ფოტოსესია უფროს ქალიშვილთან ერთად 

გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდის პარკში გადაიხადეს. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ნინი ბადურაშვილი გახლდათ. ქორწილს ესწრებოდა მაშინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც. რამდენიმეწლიანი ქორწინებისა და ორი შვილის დაბადების შემდეგ, 2017 წელს, ლიკა საქართველოში დაბრუნდა.

"ვერ გაიგებ, როდის მოდის და როდის მიდის ის ემოცია, რომელსაც გრძნობას ვეძახით. ცხოვრობს ორი ადამიანი, არსებობს მათ შორის კავშირიც, სიახლოვეც, მეგობრობაც და პატივისცემაც, მაგრამ ის, "რაღაც სხვა", ქრება. ჩვენი ცხოვრების ეს ეტაპიც დამთავრდა და ასე გადავწყვიტეთ", - ამბობდა ლიკა ევგენიძე. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლიკა ევგენიძეს ურთიერთობა მუსიკოს ნიკა კოჩაროვთან ჰქონდა. ლიკა და ნიკა უკვე წლებია, ერთად არიან და ცოტა ხნის წინ საერთო შვილის მშობლებიც გახდნენ.

წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს შო­რი­დან იც­ნობ­და. ერთ დღეს, ლი­კას მა­მამ, მუ­სი­კოს­მა დათო ევ­გე­ნი­ძემ სიმ­ღე­რა და­წე­რა და გა­და­წყვი­ტა მისი შეს­რუ­ლე­ბა შვი­ლის­თვის და ნიკა კო­ჩა­რო­ვის­თვის ენდო. ისი­ნი მა­შინ და­ახ­ლოვ­დნენ.

„ძნე­ლია აღ­წე­რო და მოყ­ვე ის, რაც ორ ადა­მი­ანს შო­რის ხდე­ბა, რა კოს­მო­სუ­რი ენერ­გია ახ­ვედ­რებს ამ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთს. ერთი შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლოა ჩემ­თან, ჩემი ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ირ­გვლივ სულ ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი მყავ­და, მთე­ლი ბავ­შვო­ბა ისე ვერ ვი­ძი­ნებ­დი, თუ სახ­ლში სი­ჩუ­მე იყო. სულ მუ­სი­კის ხმა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ჩემი და ნი­კას ამ­ბა­ვი, თით­ქოს სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას ჰგავს, ბავ­შვო­ბა­ში.“ - ჰყვე­ბო­და ლიკა მოგ­ვი­ა­ნე­ბით.