თეონა თავართქილაძე პატარა სოფიასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - Marao

თეონა თავართქილაძე პატარა სოფიასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

2025-06-09 13:31:00+04:00

რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილიშვილი, სოფია სოციალურ ქსელში დაბადებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს. პატარა გოგონას ფოტოებს ხშირად აზიარებენ მშობლებიც. ამჯერად სოფიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს თეონა თავართქილაძე აქვეყნებს:

 

ვატო არველაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილია, რომელიც წყვილს 1998 წელს გერმანიაში, ჰამბურგში შეეძინა. ვატომ მამის გზა გააგრძელა და თავადაც ფეხბურთელია. ვატომ სულ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი რომანის შემდეგ, უმშვენიერეს  მა­კუ­ნა ზე­და­ში­ძეზე იქორწინა.  

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • "ულამაზესი ბებია და შვილიშვილი" - რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის რძალი უსაყვარლეს ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს 

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა. 

  • რეზი არველაძე მეორე შვილიშვილის ბაბუა გახდება: ვინ არის მისი მსახიობი რძალი ცნობილი ოჯახიდან 

რეზის და თეონას ორი ვაჟი, ნიკა და ვატო ჰყავთ, რომლებიც უკვე დიდები არიან და დამოუკიდებელი ცხოვრება აქვთ: 

"ბედ­ნი­ე­რე­ბა სიყ­ვა­რუ­ლია. სიყ­ვა­რულ­ში ვგუ­ლის­ხმობ ყვე­ლა­ნა­ირ სიყ­ვა­რულს, შვი­ლე­ბის მი­მართ უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სიყ­ვა­რუ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. როცა გრძნობ, რომ გიყ­ვარს, ამ დროს ხარ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი.

შვი­ლე­ბი უკვე გა­ი­ზარ­დნენ და და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რო­ბენ სა­ზღვარ­გა­რეთ. ერთი ფეხ­ბურთს თა­მა­შობს პო­ლო­ნე­თის უმაღ­ლეს ლი­გა­ში. მე­ო­რეც მუ­შა­ობს. ადრე ძა­ლი­ან ხში­რად ვი­ყა­ვი მათ­თან, მაგ­რამ ახლა იმ­დე­ნად ვერ ვა­ხერ­ხებ ხოლ­მე შვი­ლებ­თან ჩას­ვლას, რომ უკვე თვი­თონ მე­კი­თხე­ბი­ან, რო­დის ჩა­ვალ.

ძა­ლი­ან მინ­დო­და, ქა­ლიშ­ვი­ლი მყო­ლო­და... ისე გა­მო­ვი­და, რომ არც მე მყავს გო­გო­ნა და ჩემ გარ­შე­მოც ყვე­ლას ბი­ჭე­ბი ჰყავთ. ამი­ტომ ამას უნდა და­ვარ­ქვათ აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა", - ამბობდა თეონა. 

  • ცნობილი სტუმრები ულამაზესი საღამო - თეონა თავართქილაძემ იუბილე ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა 

რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 29 წელია, რაც ერთადაა.

 „ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით.