ანსამბლ "სუხიშვილების" სამხატვრო ხელმძღვანელი Tbilisi Open Air-ზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.
"ყველას გულს ვერ მოიგებ. რაც არ უნდა თქვა, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას - არა. შეუძლებელია, ყველას მოსწონდეს ის, რასაც აკეთებ ან რასაც ამბობ, ეს ბუნებრივია. მე ამაზე არასდროს არ მაქვს რეაქცია, არც ილიკოს.
რომ გითხრათ, რომ კომენტარებს ვკითხულობ, ნამდვილად არ ვკითხულობ. ჩემს ფეისბუქ გვერდს ჩემი მენეჯერები მართავენ" - ამბობს ნინო სუხიშვილი.
ნინო სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი ცნობილი და წარმატებული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. ნინო ძმასთან, ილიკოსთან ერთად "სუხიშვილების" ხელმძღვანელია.
ნინო სუხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1986 წლიდან მუშაობს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად; 1986-2000 წლებში იყო ამავე დასის მსახიობ-მოცეკვავე; მუშაობდა ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელ მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი; 2013 წელს მისი თანაავტორობით განხორციელდა პროექტი "რამიშვილები";
მისი თანაავტორობითაა შექმნილი მოდერნბალეტ "რამიშვილებისა" და ოცამდე სხვა საცეკვაო კოსტიუმი. სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოს, საფრანგეთისა და აშშ-ის გალერეებში, ისინი არაერთ კერძო კოლექციაში ინახება. მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: "ქართული ნაციონალური ბალეტი", "სოლიკო ვირსალაძე", "ილიკო სუხიშვილის მოგონებები".
ნინო სუხიშვილის ქმარი
ნინო სუხიშვილმა მეორე ბიზნესმენ ზურაბ ლეჟავაზე იქორწინა. წყვილს ქორწინებაში შვილი არ შესძენია, თუმცა ნინო ამბობდა, რომ საკუთარი შვილების მაგივრობას ძმისშვილები უწევენ:
"მე არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი, თუმცა ვთვლი, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, ასე უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ალბათ, ამისთვის ვერ მოვიცლიდი. თუმცა, უნდა გითხრა, რომ მე ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები. მე და ილიკოს გვყავს ორი გოგო. ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან. მე გავზარდე, განსაკუთრებით, ერთი, რომელიც დღესაც ჩემთან ცხოვრობს. მეორე საზღვარგარეთ სწავლობს. ფაქტობრივად, ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან..."