ლიკუნა ქორქიას კადრები რჩეულთან ერთად: პირველი შვილის მოლოდინი და უმშვენიერესი ტელეწამყვანის ვიდეო - Marao

პირველი შვილის მოლოდინი და უმშვენიერესი ტელეწამყვანის ვიდეო: ლიკუნა ქორქიას კადრები რჩეულთან ერთად

2025-06-10 13:18:46+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უმშვენიერესი ტელეწამყვანი, ლიკუნა ქორქია დაქორწინდა. მისი რჩეული ბიზნესმენი გიორგი ასლამაზაშვილი გახდა. ფოტოები ლიკუნამ საკუთარ გვერდზე გააზიარა და უამრავი კეთილი სურვილი მიიღო. 

ამჯერად კი ლიკუნა Dessange-ის ვიდეორგოლში გამოჩნდა, სადაც ჩანს, რომ ყველასთვის საყვარელი ტელესახე პირველ შვილს ელოდება. 

qorqia

"დიახ, გი­დას­ტუ­რებთ, რომ და­ვო­ჯახ­დი. ჩემი მე­უღ­ლე გი­ორ­გი ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლია. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან ახა­ლია, ვფიქ­რობ, ჩემს გარ­შე­მო ბევ­რი თქვენ­გან გა­ი­გებს ამ ამ­ბავს. ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, ბედ­ნი­ე­რად, მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თავს. რაც მთა­ვა­რია ძა­ლი­ან კარ­გად ვართ, ბედ­ნი­ე­რად და კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს და მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გავ­ხდით ერ­თად ჩვენს ცხოვ­რე­ბას", - თქმა ლიკუნამ AMBEBI.GE-ისთან კომენტარში. 

ლიკუნა ქორქიას ცხოვრება

ლიკუნა ქორქია ცნობილი ქართველი მოდელი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებაში თავისი სილამაზით, დახვეწილი სტილითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისი კარიერა მედიასა და მოდის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის უფრო მეტად იცავს პირად სივრცეს, ნაკლებად ჩნდება კამერების წინ და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობით შემოიფარგლება. 

ლიკუნას და, ანუკი ქორქია, ასევე ცნობილია მედიის სფეროში, რაც კიდევ უფრო ზრდიდა დების მიმართ ინტერესს.​

ლიკუნა ქორქიას სტილი ხშირად განიხილება, როგორც ელეგანტური და დახვეწილი. მისი ფოტოები სოციალურ ქსელებში ხშირად იწვევს დადებით გამოხმაურებებს. ლიკუნა ხშირად მოგზაურობს, განსაკუთრებულად ზრუნავს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე და რჩევებს საკუთარი გამოცდილებიდან მეგობრებსაც უზიარებს.

ლიკუნა ქორქიას პირადი ცხოვრება

რამდენიმე წლის წინ ლიკუნა ქორქიამ საიდუმლოდ იქორწინა. მისი მეუღლე "აწარმოე საქართველოს" დირექტორი მიხეილ ხიდურელი გახდა. ლიკა ქორქია, რომელიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა მედიასთან, დაოჯახებას თვეების მანძილზე მალავდა. 

"არ ვარ აქტიური სოციალურ ქსელებში, არც ბევრ ადგილას დავდივარ,  არ მიყვარს პირად თემაზე საჯაროდ საუბარი“, - აღნიშნავდა მაშინ ლიკუნა ქორქია. 

მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი მოდელი არ სტუმრობს პოპულარულ სატელევიზიო შოუებს, მას სოციალურ ქსელში 60 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და საკუთარ ყოველდღიურობას მათ აქტიურად უზიარებს. ლიკუნას გვერდზე ხშირად ნახავთ სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასთან, სახის კანისა თუ თმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ასევე, სწორი კვებისა და წონის კონტროლის შესახებაც. 

ლიკუნა პერიოდულად რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებასაც აქვეყნებს და მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.