"მიწერენ, რომ ვარ დაბერებული, არ უნდა ვიცეკვო, სხვა რამე უნდა ვიმღერო..." - ნინი ბადურაშვილი ცხოვრების ახალ ეტაპზე, შვილსა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე - Marao

"მიწერენ, რომ ვარ დაბერებული, არ უნდა ვიცეკვო, სხვა რამე უნდა ვიმღერო..." - ნინი ბადურაშვილი ცხოვრების ახალ ეტაპზე, შვილსა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე

2025-06-10 14:46:05+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 8-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ნინი ბადურაშვილმა ტელევიზია დატოვა და გადაცემა „პრაიმშოუს“ წამყვანი აღარ იქნებოდა. ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის შემდეგ ნინიმ საკუთარი ძალები მთავარი საქმისკენ - მუსიკისკენ მიმართა და მსმენელს ახალი საზაფხულო კლიპიც შესთავაზა. 

badurashvili

ნინი ბადურაშვილის ახალი ნაბიჯი 

როგორი იყო მისთვის ტელევიზიის დატოვება და ცხოვრების ახალი ეტაპი, ამის შესახებ Fortuna-სთან ისაუბრა: 

„ძალიან მომწონდა და მსიამოვნებდა ტელეწამყვანობა, იყო საინტერესო გამოცდილება და არც უარვყოფ, რომ მომავალშიც შეიძლება წავიყვანო გადაცემა, მაგრამ ჩემთვის უპირველესი სფერო იყო მუსიკა. არ დავუთმე იმდენი დრო, რასაც მანამდე ვუთმობდი, რადგან ტელევიზიას დიდი დრო მიჰქონდა. ტელევიზია შრომატევადია. როცა ერთ საქმეზე ვარ კონცენტრირებული, სხვა რამის კეთება მიჭირს. პარალელურად, უნდა მეკეთებინა აქეთაც რაღაცები და ამას ვნანობ”, - ამბობს ნინიმ.

  • შეცვლილი გარეგნობა და ულამაზესი კადრები - ნინი ბადურაშვილის ახალი იმიჯი დიდ მოწონებას იმსახურებს 

ნინიმ აღნიშნა, რომ მისი საჯაროდ გამოჩენა ბევრ კომპლიმენტთან, თუმცა ასევე ნეგატივთანაცაა დაკავშირებული. ამბობს, რომ უარყოფით კომენტარებს ყურადღებას აღარ აქცევს: 

„მივხვდი, რომ არასდროს გავბოროტებულვარ. მიუხედავად იმ უამრავი ქარცეცხლისა, რაც გამოვიარე. როცა მე გამოვჩნდები სადღაც, აქვს დიდი ნახვა, ბევრ პოზიტიურ რაღაცას დამიწერენ, მაგრამ ბევრ ნეგატიურსაც. რაც უნდა გავაკეთო, ეს ნეგატივი მაინც არის. იმას, რასაც სხვას აპატიებენ, მე არ მაპატიებენ… რაღაცას მაინც გამომიძებნიან. 

  • ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმრის ოჯახური ბედნიერება და წარმატებული კარიერა რუსეთში: როგორია ირაკლი კუტალაძის ცხოვრება წლების შემდეგ 

ახალ კლიპზე მიწერენ, რომ ვარ დაბერებული, არ უნდა ვიცეკვო, სხვა რამე უნდა ვიმღერო. თუ არ ვცეკვავ, მიწერენ, ცოტა გაინძერიო. ამას უკვე მივეჩვიე. რაც არ მომწონს, აღარ ვაქცევ ყურადღებას. 101 წლის ბებია მყავდა, გარდაიცვალა. სულ ვეკითხებოდით, რა იყო მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო, გვპასუხობდა, რომ ბოღმა არ უნდა ჩაიდო გულშიო და ამას ვეთანხმები.

ნინი ბადურაშვილი დედის ამპლუაში 

ნინიმ Fortuna-სთან ერთადერთი ქალიშვილის, ელენე კუტალაძისა და მასთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა: 

„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მინდოდა, ჩემს ახალ კლიპში მონაწილეობა მიერო, მაგრამ უარი თქვა, პროტესტი აქვს. ალბათ, ჰგონია, რომ სიმღერა დედასთან გატარებულ დროს ართმევს.

  • "იზრდება და ლამაზდება... როგორ ჰგავს დედას" - ნინი ბადურაშვილი ქალიშვილთან, ელენეს კუტალაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

მას ჩემთან ურთიერთობა ნამდვილად არ აკლია, მაგრამ ალბათ, ყველა შვილს კიდევ უფრო მეტი უნდა. როცა იგებს, რომ გადაღებაზე ვარ, ალბათ, ეს იწვევს გარკვეულ პროტესტს”, - ამბობს ნინი ბადურაშვილი.