"ახლა უფრო გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. ვცდილობ, ნაკლებად ვჭამო ცომეული..." - 39 წლის უმშვენიერესი მომღერლის რჩევები ქალებს - Marao

"ახლა უფრო გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. ვცდილობ, ნაკლებად ვჭამო ცომეული..." - 39 წლის უმშვენიერესი მომღერლის რჩევები ქალებს

2025-06-10 15:04:40+04:00

ნინი ბადურაშვილი ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. 39 წლის მომღერალი არაჩვეულებრივად გამოიყურება და, გარდა შემოქმედებისა, კომპლიმენტებს ხშირად ვიზუალის გამოც იღებს. 

ნინი თავის მოვლისა და წონის შენარჩუნების შესახებ კითხვებს ხშირად იღებს. წლების წინ ნინი ამბობდა, რომ მშობიარობის შემდეგ მომატებული 18 კილოგრამი ვარჯიშითა და სწორი კვებით მარტივად დაიკლო. მოგვიანებით კი გულშემატკივრებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა: 

  • ყავა;
  • 2 ცალი კვერცხი;
  • 1 ვაშლი;
  • 200 გრამი ხაჭო ან 2 ცალი სოსისი;
  • 1 ვაშლი;
  • შავი შოკოლადი;
  • მაწონი.

ჩამოთვლილი პროდუქტები, ნინი ბადურაშვილის დიეტის მიხედვით, ორ-საათიანი ინტერვალით უნდა მიირთვათ.

ნინი ამბობდა იმასაც, რომ ფიზიკური დატვირთვა მისი ცხოვრების ნაწილია და რაღაც ეტაპზე დროს უთმობდა ბოქსს. ვარჯიშის ეს მეთოდი სხეულის გამკვრივებასა და ცხიმის წვას უწყობს ხელს. 

  • "სულ მეკითხებით, როგორ ვინარჩუნებ წონას - 10 წელია, რაც ამას ვაკეთებ... ვჭამ, რასაც მინდა" - ნინი ბადურაშვილი წონის კლებისა და სასურველი ფორმების შენარჩუნების საკუთარ გამოცდილებაზე წერს 

ამჯერად ნინი ბადურაშვილი საკუთარი გამოცდილების შესახებ Fortuna-სთან ინტერვიუში ისაუბრა:

„ალბათ, გენეტიკაც არის. დიდად გურმანი არ ვარ, ამაზე არ ვარ ორიენტირებული. ხომ არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც მზადებაც ერთგვარი ხელოვნებაა და ჭამაც. მე დიდად არც მზადება მიყვარს და არც ჭამა. რაც არის მაცივარში, შეიძლება იმით გადავატარო მთელი დღე. კი, ახლა უფრო გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. ვცდილობ, ნაკლებად ვჭამო ცომეული. ვარჯიშით თავს არ ვიკლავ, მაგრამ ვვარჯიშობ”, - ამბობს ნინი. ვრცელი ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ Fortuna.ge-ზე. 

badurashvili

ნინი ბადურაშვილის ცხოვრება

ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან "ბასტი-ბუბუს" სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს წევრი.

ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.

  • "მიწერენ, რომ ვარ დაბერებული, არ უნდა ვიცეკვო, სხვა რამე უნდა ვიმღერო..." - ნინი ბადურაშვილი ცხოვრების ახალ ეტაპზე, შვილსა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე 

როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.

badurashvili

"რამდენი ნიჭიერი და ლამაზი გოგოა ამ ქალაქში და მიკვირს, რატომ არის ნინის მიმართ ასეთი გაცხოველებული ინტერესი. ბავშვობიდან იყო განხილვის თემა. წერდნენ, რომ იყო ყველაზე სასურველი სარძლო. ეს თემა იყო ისეთი აქტუალური, ვფიქრობდი, რატომ ნინი? თბილისმა იცის ამოჩემება… რატომ არის ამდენი ხალხი დაკავებული ნინის ამბების განხილვით. ნინი სულ შეწუხებული იყო და ჩვენ ყველა, როდის გათხოვდებოდა. ეს ჩემზეც იყო, მაგრამ ვერ შევედრები ნინის…

არც გათხოვება უკითხავს ჩემთვის… მართლა თავისით გადაწყვიტა. სხვა ურთიერთობები ვიცოდით. ნინი ისეთი ტიპია, რომ არ მალავს. ყველაფერს ჰყვებოდა. ეს ბიჭი უცებ სად გაიცნო, არ ვიცი. მოვიდა და გვითხრა, ახლა უნდა გავთხოვდეო....გაგრძელება