1906 წელს ფინეთში პირველად აირჩიეს ქალი პარლამენტში, 1960 წელს შრი-ლანკას მსოფლიოს პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა – სირიმავო ბანდარანაიკე, ბოლო ათწლეულებში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ქალები პრეზიდენტის, პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე ვიხილეთ.
ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში არ არის მხოლოდ გენდერული თანასწორობის საკითხი – ეს ნიშნავს პოლიტიკის ხარისხის გაუმჯობესებას და საზოგადოების ინტერესების უფრო სრულფასოვნად წარმოდგენას. მრავალფეროვანი და თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობა ქმნის უფრო სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად საზოგადოებას.
ამ სტატიაში წაიკითხავთ 10 ქართველ პოლიტიკოს ქალზე, რომლებიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.
სალომე ზურაბიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სამთავრობო გუნდთან და ქვეყნის მე-3 პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა და აქტიურ ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მან პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა დააფუძნა. მოგვიანებით იგი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით გამართულ არაერთ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა.
ნინო ბურჯანაძე 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1995-1998 წლებში იყო დიდ ბრიტანეთში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი. იმავე წლებში იყო პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო 1998-1999 წლებში ამავე კომიტეტის თავმჯდომარე. 1998 წელს აირჩიეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მომხსენებლად, ხოლო 2000 წელს - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად.
1986-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში; მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-1992 წლებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტში.
2013 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 11 ნოემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2014 წლის 11 ნოემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
2004–2006 წლებში მუშაობდა საქართველოს მისიაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. 2006 წელს მუშაობდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში (IFES) პოლიტიკურ-ფინანსური კვლევების მიმართულებით. 2008-2009 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2009 წლის 8 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად. 2012 წლის 19 სექტემბერს, საპატიმროებში პატიმრების წამების ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ, გადადგა თანამდებობიდან.
2010 წლის თებერვალში ვერა ქობალია სათავეში ჩაუდგა არასამთავრობო ორგანიზაციას – „კოალიცია სამართლიანობისათვის“, რომელიც დევნილთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობდა.
„მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა“ ვერა ქობალია 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა. იგი ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც მსგავს ნომინაციაში გაიმარჯვა. ორგანიზაცია ახალგაზრდა ლიდერებს მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად მათი პროფესიული მიღწევებისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით არჩევს.
2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2020 წლის 29 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თანამდებობა დატოვა.
2020-2021 წლებში იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
2005 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტი სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში (გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატი, გაეროს განვითარების პროგრამა, ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ევროპის საბჭო, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია, წამების პრევენციის ასოციაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა).
2012 წლის იანვრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე. 2012-2016 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. 2016 წელის 1 აგვისტოდან 2020 წლის 15 ივნისამდე იყო სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. 15 ივნისიდან არის საქართველოს ელჩი ავსტრიაში, მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში მდებარე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
2019 წლის 18 ივნისიდან არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2021 წლის 9 დეკემბერს განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგებოდა და საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებდა. მინისტრის მოვალეობას ასრულებდა ამავე წლის ბოლომდე.
2022 წლის მარტში ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა.
2005 წელს იყო საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. 2005 წლის აგვისტოდან 2013 წლამდე იყო ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე. 2013-2018 წლებში — „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ამავე წლებში იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი.