TOP 3 ყველაზე გამორჩეული სახლი: როგორ ბინებში ცხოვრობენ ცნობილი ქართველები - Marao

TOP 3 ყველაზე გამორჩეული სახლი: როგორ ბინებში ცხოვრობენ ცნობილი ქართველები

2025-06-10 17:23:49+04:00

ქართველი ვარსკვლავების სახლები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. სელებრითები არც ისე იშვიათად ავრცელებენ სოციალურ ქსელში შინ გადაღებულ ფოტოებს.

რატი დურგლიშვილი

რატი დურგლიშვილს მცხეთაში ულამაზესი სახლი აქვს. როგორც ცნობილია მან ეს სახლი საკუთარი ხელით ააშენა.

„შექმნილია დიდი შრომის, ბევრი ფიქრის, ბევრი ვარიანტის, პერსპექტივისა და არსებული ვითარების საფუძველზე, დიდი დაკვირვების შედეგად, რათა ინდივიდუალურად საინტერესო ყოფილიყო ყოველი კუთხე თუ დეტალი, რათა ხედვის, გონების და შეგრძნების ტანდემი ყოფილიყო“, – წერდა რატი დურგლიშვილი.

rati

rati

ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა რატი დურგლიშვილმა 1999 წელს დაამთავრა ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის სახვითი განყოფილება. 1999—2006 წლებში სწავლობდა თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა მხატვარ-მოქანდაკის კვალიფიკაციით. 2008 წელს დუეტი „ჯორჯია“ საქართველოს სახელით წარდგა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს „ახალი ტალღა 2008“-ზე, სადაც დუეტმა მოიპოვა პირველი ადგილი. მაშინ რატის პარტნიორობას მაკა ზამბახიძე უწევდა.

ეკა კახიანი

eka

eka

  • როგორ სახლში ცხოვრობს მოდელი კრისტი ყიფშიძე 

ეკა კახიანს და მის ოჯახს უკვე წლე­ბია, მცხე­თა­ში აგა­რა­კი აქვს და დრო­ის დიდ ნა­წილს იქ ატა­რებს, თა­ვის დიდ ოჯახ­თან ერ­თად. ოჯა­ხის უფ­როს­მა - მსა­ხი­ობ­მა იმე­და კა­ხი­ან­მა ეს აგა­რა­კი თა­ვის დრო­ზე 2000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. მა­ნამ­დე მათ თბი­ლის­ში, სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე ჰქონ­დათ სახ­ლი, თუმ­ცა ორი­ო­დე წლის წინ სახ­ლი­დან აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­რომ გა­მო­ა­სახ­ლა და ახ­ლა მცხე­თა­ში ცხოვ­რო­ბენ.

  • "სახლის აშენება უპირველესად ფინანსებს მოითხოვს" - დაათვალიერეთ მაკა ზამბახიძეს ულამაზესი სახლი წყნეთში 

"ძალიან ბევრი ვარდი მაქვს, საკმაოდ შრომატევადია მათი მოვლა, თუმცა ძალიან მიყვარს. ყველა ვარდის სახელი ვიცი... 6-7 წლის წინ დავიწყე ვარდების მოშენება. ბავშვობიდან მიყვარდა ყვავილები, დედას სულ ჰქონდა, თუმცა უკვე ეზო რომ გვქონდა, მეგობართან ერთად დავიწყე ვარდების ყიდვა, მოგროვება, გახარება. ყველა ისე დავრგე, როგორც უნდა იყოს, იმის მიხედვით, რომელს ჩრდილი უყვარს, რომელს - მზე და ა.შ. სულ ვსწავლობ, "იუთუბზე" ვუყურებ ვიდეოებს და ძალიან ვარ ამ თემით დაინტერესებული", - ამბობდა ეკა. 

სალომე ღვინიაშვილი

  • ეკა კახიანის წალკოტი საგურამოში - როგორია მომღერლის სახლი და ვარდების ბაღი ქალაქგარეთ 

სალომეს სახლი საკმაოდ მინიმალისტური და გემოვნებიანია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ის პირდაპირ ტყეს უყურებს.

„არაფერი ხდის სახლს ისე მყუდროს, როგორც ფარდა-ჟალუზები, თითქოს მარტივი პროდუქტი საბოლოო, მნიშვნელოვანი დეტალია ნებისმიერ სივრცეში. სინათლესაც ანაწილებ და ინტერიერიც კიდევ უფრო დახვეწილი ხდება“,- წერდა სალომე ღვინიაშვილი.