ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი, რომელიც ვენაში დააკავეს: "კოსმეტიკურ წვეულება" და აღიარებული ბრალი - Marao

ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი, რომელიც ვენაში დააკავეს: "კოსმეტიკურ წვეულება" და აღიარებული ბრალი

2025-06-11 15:21:34+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველ პლასტიკურ ქირურგს, რომელსაც საქართველოში კარგად იცნობენ, ვენაში 20-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. სასჯელი მის მიერ უკანონოდ ჩატარებულ კოსმეტიკურ ოპერაციას უკავშირდება - 35 წლის ქირურგმა 58 წლის ქალს ნიკაპის ლიფტინგი ჩაუტარა და, მიუხედავად იმისა, რომ, ექსპერტთა დასკვნით, ოპერაცია სწორად ჩატარდა, გარემო აბსოლუტურად შეუფერებელი იყო. პაციენტს მოულოდნელად სისხლდენა დაეწყო და საჭირო გახდა მისი რეანიმაციაში მოთავსება. 

plastikuri

კოსმეტიკური ოპერაციის დეტალები 

11 თე­ბერ­ვალს, ვე­ნის ლან­დშტრა­სეს რა­ი­ონ­ში, 35 წლის ქარ­თველ­მა ექიმ­მა 58 წლის ქალს ნი­კა­პის უკა­ნო­ნო ლიფ­ტინ­გი ჩა­უ­ტა­რა. ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად ქალს იმ­დე­ნად მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და, რომ მას სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და და ღამე ვე­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი კლი­ნი­კის (AKH) რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ა­ტა­რა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო და სას­წრა­ფო ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა გახ­და სა­ჭი­რო.

ვინ არის წარმოშობით ქართველი 35 წლის ქირურგი?

ბრალ­დე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში და რუ­სეთ­ში აქვს, სა­დაც მისი თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 10 000-დან 15 000 დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. იგი ვე­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ოპე­რა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ჩაფ­რინ­და.

  • 8 სასარგებლო პროდუქტი, რომელიც თქვენს სახეს ნამდვილ ბზინვარებას შესძენს 

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფორ­მა­ცია არა­ერთ წყა­როს­თან Ambebi.ge-მ გა­და­ა­მოწ­მა, ექი­მის სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გამოქვეყნება მაინც არ არის მიზანშეწონილი, რად­გან მხო­ლოდ ზე­პირ­მა წყა­რო­ებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მას ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­წყვე­ტი­ლი აქვს საქ­მი­ა­ნო­ბა.

nikapi

რატომ არის განსაკუთრებით პოპულარული ნიკაპის ლიფტინგი?

ნიკაპის ლიფტინგი - ეს არის ესთეტიკური პროცედურა, რომლის მიზანია ნიკაპისა და ყელის არეში კანის გამკვრივება და კონტურის გაუმჯობესება.

  • "ბოტოქსი პირველად 2023 წლის იანვარში გავიკეთე, 29 წლის ასაკში"- ლიკუნა მეტრეველის სილამაზის რჩევები 

მისი საშუალებით იკლებს მოდუნებული კანის ხარიხი, გამოკვეთილი ხდება სახის ოვალი და საერთო ახალგაზრდული იერსახე.

ნიკაპის ლიფტინგი შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდით:

  • ინვაზიური (ქირურგიული) — პლასტიკური ოპერაცია, რომლის დროსაც ქირურგი ასწორებს კანს და შესაძლოა ცხიმის მოცილებაც განხორციელდეს.
  • მინიმალურად ინვაზიური — ულტრაბგერითი (მაგ. Ultherapy), რადიოტალღოვანი ან ლაზერული ტექნოლოგიები, რომლებიც ასტიმულირებს კოლაგენის წარმოებას.
  • არაინვაზიური მეთოდები — მაგალითად, ჰიალურონის მჟავის ინიექციები, ბოტოქსი, მეზოთერაპია და სხვა პროცედურები, რომლებიც აძლიერებს კანს და აუმჯობესებს მის ტონს. 

რატომ გახდა პოპულარული ნიკაპის ლიფტინგი?

სოციალურ ქსელებში ვიზუალური სტანდარტები მაღალია. ადამიანებს სურთ უფრო მკვეთრი სახის კონტურები, იდეალური კანი, რაც “ფოტოგენურობას” ზრდის. მკვეთრი ნიკაპი და გამოკვეთილი კონტური ხშირად ასოცირდება ახალგაზრდობასა და თავდაჯერებულობასთან. ამ მეთოდს არაერთმა ცნობილმა სახემ უკვე მიმართა და ჰოლივუდში პოპულარულ ოპერაციად ითვლება. 2025 წელს კი ნიკაპის ლიფტინგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კოსმეტიკური მანიპულაციაა.