"ჩემი ყველაფერი" - რუსა ჩაჩუა ოჯახთან ერთად მოგზაურობს - Marao

"ჩემი ყველაფერი" - რუსა ჩაჩუა ოჯახთან ერთად მოგზაურობს

2025-06-13 10:32:21+04:00

მოდელი რუსა ჩაჩუა ოთხი შვილის დედაა. პირველი ქორწინებიდან ულამაზეს მოდელს ორი შვილი შეეძინა. მეორედ რუსა რამდენიმე წლის წინ გათხოვდა და ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძესთანაც ორი შვილი ჰყავს.  ამჯერად რუსა ოჯახთან ერთად მოგზაურობს და კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

rusa

rusa

  • "კარგია, 6 საათის მერე თუ არ შეჭამთ, რაციონიდან ამოიღებთ ცომს და ტკბილეულს, შემწვარ და ცხიმიან კერძებს" - რუსა ჩაჩუას სილამაზის რჩევები 

რუსა ჩაჩუას თანამედროვე კონკიას უწოდებენ. „შემიძლია ვთქვა, რომ მის გვერდით პრინცესა ვარ“, – განაცხადა რუსამ დიმა ნაფეტვრაძესთან ქორწინების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში. მიუხედავად იმისა, რომ რუსა პროფესიით მოდელი არ არის და პოდიუმზე არც ისე ხშირად ჩნდება, მას ფოტოსესიებში ხშირად იწვევენ, ვინაიდან მისი სილამაზე ეკრანს და ჟურნალების გარეკანებს ძალიან უხდება.  

  • ორი ქორწინება, 4 შვილი და ულამაზესი გარეგნობა - გამორჩეული ქართველი ქალის, რუსა ჩაჩუას ცხოვრების საინტერესო ამბები 

რუსა ჩაჩუა

"თავს ვუვლი, მაგრამ არა მარტო დიეტით. უკვე 30 წელს ვარ გადაცილებული და აუცილებელია ვარჯიში, რომ ჩემს მეუღლეს ლამაზი ცოლი ჰყავდეს, ჩემს შვილებს – ჯანმრთელი დედა. ბუნებრივი ფერის თმა მაქვს, კანზე კი ნელსაცხებლებს ვისვამ. ხელოვნური ჩარევები ჯერ არ დამჭირვებია, მაგრამ თუ დამჭირდება, აუცილებლად მივმართავ.

 ოთხივე ორსულობაზე, ყველა ბავშვზე 35 კილო მოვიმატე. თუ დიეტას არ იცავ, ვარჯიში ეფექტური არ არის და პირიქით, არც დიეტაა ეფექტური ვარჯიშის გარეშე. არც ის არის ნორმალური, რომ სულ იშიმშილო. ასე კი დაიკლებ წონაში, მაგრამ, სავალალოდ.

  • ბედნიერი ქორწინება და 4 შვილი - უმშვენიერესი ქართველი მოდელისმ რუსა ჩაჩუას ოჯახური იდილია და ქორწინების იუბილე 

კარგია, 6 საათის მერე თუ არ შეჭამთ, რაციონიდან ამოიღებთ ცომს და ტკბილეულს, შემწვარ და ცხიმიან კერძებს, მიიღებთ ჯანმრთელ პროდუქტებს. უმჯობესია, დაკლების პროცესი იყოს ხანგრძლივი, უფრო ჯანმრთელი და ორგანიზმისთვის უმტკივნეულო.

შობის მარხვაში უფრო ვეტანებოდი ცომეულს. მარხვის მერე ვცდილობ, ცომეული არ ვჭამო, მხოლოდ სითხეები მივიღო. ტკბილეულიც ამოვიღე რაციონიდან და ერთ თვეში შემეტყო, წონაში დავიკელი. მსუბუქად, კარგად ვგრძნობ თავს. ორგანიზმისთვის საშიშ დიეტებს აღარ ვიცავ" - ამბობდა რუსა ერთ-ერთ ინტერვიუში.

რუსა ჩაჩუას ოჯახი

პირველი ოჯახი 17 წლის ასაკში შექმნა.  3 წელი კომპანია "მაგთიში" მუშაობდა, ნასტიას დაბადებიდან მალევე კი მოდელი არჩილს გაშორდა. რამდენიმე წლის წინ ულამაზეს რუსა ჩაჩუას ვანიკო თარხნიშვილთან ერთად პროექტი „ბრავო“ მიჰყავდა. მას შემდეგ რუსა ეკრანზე აღარ გამოჩენილა და მხოლოდ რეკლამებში მონაწილეობს. მის პირად ცხოვრებაზე კი პრესაში ხშირად წერენ.

როგორც ამბობენ, რუსა მკაცრი და"გიჟი" დედაა, შვილებისგან მაქსიმუმს მოითხოვს და არც თვითონ იშურებს ენერგიასა და დროს. მოდელის პირველი შვილი, თაზო სახვაძე, თინეიჯერებსა და დედის გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.