ქალების როლი მსოფლიოში მუდმივად ვითარდება და მრავალფეროვანია. ისტორიულად, ქალები ხშირად იყვნენ შეზღუდულები გენდერული სტერეოტიპებისა და კულტურული ნორმების მიერ, თუმცა დღეს, ყველა სფეროში უფრო აქტიური და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
ვერა ვონგი

ვერა ვონგი ამერიკელი მოდის დიზაინერია, რომელიც უმეტესად ნიუ-იორკში მოღვაწეობს. სხვა სპეციალობებთან ერთად, ცნობილია თავისი საქორწილო კაბების კოლექციით.
ჯულია ჩაილდი

ჯულია ჩაილდი ამერიკელი გურმანი მზარეული, ავტორი და ტელეწამყვანი, რომელმაც ფრანგული სამზარეულო და კერძების მომზადების ტექნიკა გააცნო ამერიკის მასებს მისი მრავალრიცხოვანი რეცეპტების წიგნებისა და სატელევიზიო პროგრამების მეშვეობით.
ლინდა როდინი

როდინი ამერიკელი მოდელი და ყოფილი სტილისტია. 2008 წელს მან ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ჩელსიში მდებარე საკუთარი სამზარეულოდან დააარსა სილამაზის კომპანია Rodin. 2014 წელს კომპანია Estée Lauder-მა შეიძინა. თავდაპირველად სახის ზეთებზე ორიენტირებული კომპანია ამჟამად ხელის კრემებს, ტანის ზეთებს, სუნამოებსა და საპნებსაც აწარმოებს.
მოდელობიდან 40-წლიანი შესვენების შემდეგ, როდენმა სამოდელო კარიერა 60 წლის ასაკში კვლავ დაიწყო და ისეთ ბრენდებთან ითანამშრომლა, როგორიცაა J.Crew და The Row .
ჯოან მაკდონალდი

ჯოან მაკდონალდი 70 წლის ასაკში ფიტნეს ინფლუენსერი გახდა და უკვე მილიონ მიმდევარზე მეტი ჰყავს.
ვაიოლა დევისი

ვაიოლა დევისი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც კარიერა თეატრში მოღვაწეობით დაიწყო და ორჯერ მიიღო ტონის ჯილდო. კინოში ყველაზე მნიშვნელოვანი როლები შესრულებული აქვს 2000-იან წლებში. 2016 წელს მიიღო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
ტონი მორისონი

მორისონი ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი და ესეისტია, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. ტონი მორისონის ლიტერატურული კარიერა დაიწყო რომანის „ყველაზე ცისფერი თვალი“გამოქვეყნებით, სადაც მოთხრობილია ახალგაზრდა შავკანიანი გოგონას მძიმე ბედი. რასობრივი ჩაგვრის თემებმა მომავალი განვითარება ჰპოვეს რომანში „ქებათა ქება სოლომონისა“ („Song of Solomon“, 1977, რომანი გარდაიქმნა კულტურულ მითად და აფროამერიკული ისტორიის სათავედ.