პირველი კადრები ფეხბურთელი გური გიორბელიძის ქორწილიდან: უმშვენიერესი წყვილი პირველ შვილს ელოდება - Marao

პირველი კადრები ფეხბურთელი გური გიორბელიძის ქორწილიდან: უმშვენიერესი წყვილი პირველ შვილს ელოდება

2025-06-13 17:07:09+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ქართველმა ფეხბურთელმა გური გიორბელიძემ რჩეულს, უმშვენიერეს თეკლა დვალიშვილს, ხელი სთხოვა, წყვილმა კი ბედნიერი მომენტი მეგობრებსაც გაუზიარა და კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: "მომენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, მიყვარხარ სამუდამოდ".

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდება. ამ დიდ სიხარულთან ერთად, მათ ოფიციალურად დაქორწინება გადაწყვიტეს. ფოტოებმა ქორწილიდან დიდი მოწონება დაიმსახურა: 

guri_giorbelidze

guri_giorbelidze

გური გიორბელიძე

გური გიორბელიძე28 წლის ქართველი ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე 1996 წლის 25 თებერვალს დაიბადა. თამაშობს მცველის პოზიციაზე და მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, შვედეთის წინააღმდეგ შედგა. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ანგარიშით 0–1 წააგო.

  • ფეხბურთელი გური გიორბელიძე დაინიშნა - ვინ არის წარმატებული სპორტსმენის ულამაზესი რჩეული 

„ბავშვობიდან საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი და მიხარია, რომ ამას მივაღწიე", - ამბობდა ფეხბურთელი. 

ამ მომენტისთვის გიორბელიძე კლუბის გარეშეა დარჩენილი, თუმცა სხვადასხვა დროს ის იყო ბოლნისის "სიონის", გორის "დილას", "ვოლფსბერგერის", დრეზდენის "დინამოს", ლუბინის "ზაგლებიეს", "დინამო ბათუმისა" და "ვოივოდინას" ფეხბურთელი. 

  • ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეებთან ერთად მოგზაურობენ 

გური გიორბელიძის რჩეული უმშვენიერესი თეკლა დვალიშვილია. თეკლამ 2021 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო, ამის პარალელურად კი, აქტიურადაა დაკავებული სამოდელო საქმიანობით და სხვადასხვა ბრენდის გადაღებებში ხშირად იღებს მონაწილეობას. 

  • "სანდრა - საოცარი გოგო ქართველი ვარსკვლავის გვერდით" - გიორგი ქოჩორაშვილის ბოლო მატჩი და სანდა მენდოსა, როგორც მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი 

გური და თეკლა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ "ტიკ-ტოკზე", სადაც მათ ერთობლივ ფოტოებსა და ვიდეოებს ყოველთვის უამრავი მოწონება აქვს.