"რა სიცოცხლეა ეს გოგო" - ია დუდაშვილი პატარა სიდონიას უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს - Marao

"რა სიცოცხლეა ეს გოგო" - ია დუდაშვილი პატარა სიდონიას უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს

2025-06-16 10:04:38+04:00

მომღერალ ირაკლი ნოზაძე და მისი მეუღლე, ია დუდაშვილი სულ ცოტა ხნის წინ მესამე შვილის მშობლები გახდნენ. მათ პირველ შვილს, ნიაკო ნოზაძეს საზოგადოება უკვე რამდენიმე წელია კარგად იცნობს. პირველივე წლებში ნიას დედამ საკუთარი სოციალური ქსელი შეუქმნა, სადაც ბავშვის განვითარებისა და, ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ვიდეოებს აქვეყნებდა და ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებდა. 

ნიაკოს შემდეგ იას და ირაკლის ვაჟი, დანიელი შეეძინათ. მესამე შვილს კი სიდონია დაარქვეს. ამჯერად ია დუდაშვილი სწორედ სიდონიას კადრებს გვიზიარებს. 

ია დუდაშვილი და ირაკლი ნოზაძე

"ჩვენ გვქონდა პრობლემები ურთიერთობაში და ამ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. გადაფასება მოხდა... ყველაზე მთავარი, რაც იმ ორწლიანმა პერიოდმა მასწავლა, არის ის, რომ ჩვენი ეგოიზმი ორივეს ხელს გვიშლიდა ურთიერთობების დალაგებაში. როდესაც ეს გვერდზე გავწიეთ და ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ურთიერთობების დალაგება.ამავდროულად, მეგობრებთან ვსაუბრობდი ძალიან ბევრს. ვეძებდი მრჩეველს ან იმას, ვინც დამეხმარებოდა ამ ურთიერთობების მოგვარებაში. ამ დროს დავრწმუნდი, რომ ეს გზა ჩემი გასავლელია. ასევე დავრწმუნდი, რომ ჩემი მთავარი მეგობარი არის ჩემი მეუღლე", - ამბობს ია. 

  • "რომ გაიზრდება, აუცილებლად მოვუყვები - როგორ გაათბო ოჯახი თავისი მობრძანებით" - ია დუდაშვილი ოჯახურ ფოტოს გვიზიარებს 

ირაკლი ნოზაძე ანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული.წარსული ურთიერთობების შესახებ მას არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ: „ჩვენი ქორწინება გაგრძელდა წელიწად-ნახევარს. ამ გადმოსახედიდან, ახლა რომ ვუყურებ, რადიკალურად სხვადასხვა ადამიანები ვართ. ეს ოჯახი, ასე ვთქვათ, ვერ „გაქაჩავდა“. იმდენად მძიმედ გადავიტანე, რომ ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. თან, ზუსტად ისეთ ასაკში მოიყარა თავი ამ ყველაფერმა, როცა ინტერესები იყოფა. იყო შეცდომები. დაემთხვა პოპულარობას, მოჰყვა შეცდომები, გაბლატავება. ამ ყველაფერმა დააზიანა ჩვენი ურთიერთობა.მეორე მეუღლესთან ამეწყო ურთიერთობა, ბევრი ბედნიერი დღე იყო. შეგვეძინა შვილი, პირველი ვაჟკაცი, საამაყო ლუკას ნოზაძე. მერე წავედით ამერიკაში, ორი წელიწადი ნიუ-იორკში ვცხოვრობდით. იქ ყოფნის პერიოდმა ძალიან ბევრი ცუდი დაღი დამიტოვა. აქ რომ დავბრუნდი, თითქოს გვიან მოიქნია ამ ყველაფერმა კუდი…“ - ამბობდა ის. 

  • "ეს ზრუნვა და სითბო აყალიბებს ადამიანებად პატარებს“ - ია დუდაშვილის ოჯახური ამბავი 

ია დუდაშვილსა და ირაკლი ნოზაძეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. ზრდიან ორ უსაყვარლეს შვილს, ნია და დანიელ ნოზაძეებს და მათი ოჯახური კადრები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ია შესანიშნავი დედაა, აქტიურადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში და მისი მიდგომა შვილებისადმი ბევრი დედისთვის სამაგალითოა.  

  • დები - ნია და სიდონია: ია დუდაშვილი, როგორც სამი შვილის დედა და ოჯახური კადრები