გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეების სტატუსს 12 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში გამართულ კონცერტზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და ბიჭებს მადლობა გადაუხადა.
ძმები ჭოხონელიძეები ნანუკა ჟორჟოლიანის პასუხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ და განცხადება გაავრცელეს:
"პატიმრობაში მყოფი ბიჭების მიმართ დაფიქსირებული ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა, ასევე თსუ-ს თვითმმართველობის მიმართ დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, თქვენ გვერდით დგომას და თქვენი გზით სიარულს არ ნიშნავს! ნანუკა, თქვენ გვერდით ჩვენ არასდროს დავდგებით! უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს, თქვენი გზებით ვიაროთ. ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად… დღეს მადლობას გვიხდის, რომ თურმე ნატოსთან ერთად სიარულს, მასთან ერთად სიარული ვარჩიეთ - სასაცილოა. თუ რომელიმე გზაზე ვივლით, ჩვენ ნატალიასთან ერთად და არასდროს მის გარეშე! ჩვენ ერთი მთლიანი და განუყოფელი ოჯახი ვართ! კიდევ ერთხელ, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს!“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეების ამ მიმართვას სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმაც უპასუხა:
"ამდენი ხანია ვფიქრობ, რომელ გზაზე საუბრობენ ჭოხონელიძეები. სად მიმყავდა ისინი. ჯერ ვიფიქრე, რომ პოლიტიკურ არჩევანს მიწუნებენ. მაგრამ რანაირად - ნატოს მეუღლე ხომ 2012 წლის ბოლო დღემდე ბაჩო ახალაიას უახლოესი თანამებრძოლი და გუნდის წევრი იყო. ახლა მომწერეს, რომ თვითონ ნატო გელაშვილიც მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს. დაახლოებით, სამ წელs ყოფილა ეს თანამშრომლობა. შესაბამისად, ეს ვერსია გამოვრიცხე.
ევროპული გზაც არ უნდა დაეწუნებინათ. სიმღერა მე არ მინდა. პატიმრებზე ერთი ფიქრი გვქონია. ჯობია, აღარ ვიფიქრო ამ ამბავზე. მაინც ვერ ჩავწვდები", - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
12 ივნისს, მათე დევიძისთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ თსუ-ს მეორე კორპუსის ეზოში გამართული კონცერტის შემდეგ ნატო გელაშვილის შვილებმა, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებმა სოციალურ ქსელში დაწერეს:
„მოგესალმებით,…პირველ რიგში ყველას ბიჭებს ვინც არიან დღეს პატიმრობაში ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა, ეს ესე იყო ყოველთვის და ესეა დღესაც!
მეორე, ჩვენ ქართული- ტრადიციული ღირებულებებით გავიზარდეთ და ჩვენი ნატალიასთვის და დღეს უკვე უფრო დიდი ოჯახისთვის ვარსებობთ რაც თავი გვახსოვს.
ასევე, სოც.ქსელებში და მსგავს პლატფორმებზე პოლიტიკურ ამბებში გარევას ყოველთვის ვერიდებოდით, რადგან საქართველოში შეუძლებელია რაიმე აზრი გქონდეს და რომელიმე მხარეს არ მიგაკუთვნონ, თუმცა ქმედებით ყოველთვის ვაფიქსირებდით ჩვენს გულიდან წამოსულ სიტყვას და ქმედებას აქციაზე გასვლით, კონცერტების გაუქმებით თუ ზოგადად ჩვენი აზრი დაფიქსირებით საზოგადოებაში.
ადრეც ჩაგვიტარებია კონცერტი არაერთ უნივერსიტეტში და მათ შორის თსუშიც. რაც შეეხება 12 ივნისს, ერთ-ერთი რიგითი კონცერტი დაიგეგმა სტუდენტებისთვის. სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირდებით და დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც ვვარაუდობთ, იქ მყოფმა ადამიანებმაც არ იცოდნენ აღნიშნული სიტუაციის შესახებ, რადგან კონცერტის განმავლობაში მსგავსი არაფერი იგრძნობოდა.
თსუს თვითმმართველობასთან ჩვენი ურთიერთობა დასრულებულია და თსუში ეს ჩვენი ბოლო ღონისძიებაა, ვფიქრობთ ყველასთვის გასაგებია რატომაც.
კონცერტის ბოლოსკენ იყო ის ამბავი ბიჭი რომ ამოხტა და ვერავინ, ჩვენით დაწყებული ბენდით დამთავრებული ვერ გაიგო რა უნდოდა ,არაფერი ისმოდა და ამიტომ გავაცილეთ სცენიდან. მიკროფონი კიდე ჩვენს კონცერტზე ყველასია და ვინც ყოფილა იცის რომ მიკროფონი სულ ჩამოტარებითაა ხოლმე, თუმცა შესაბამისი ფორმაა საჭირო.
ერთი რაღაცაც ვერ გავიგეთ, სცენასთან ვიდექით 2 საათი დაწყებამდე, თუ სიკეთით მოსული ადამიანი იყო მანამდე მოსულიყო კაცურად და ეთქვა ბიჭებო აქციაა რა დროს კონცერტიაო და გავუგებდით, ათასჯერ გაგვიუქმებია მსგავსად კონცერტი, მაგრამ ალბათ რეიტინგი არ დაიწერებოდა, საწყენია.
“სირცხვილიას” გოგოებს რაც შეეხებათ, თუ იცოდით რაც ხდებოდა და კონცერტზე მოხვედით ეგ უფრო დიდი სირცხვილია ჩემო კარგებო.
ჩვენს პატარა და დიდგულა საქართველოს დიდება,მშვიდობა და ერთიანობა რაც ყველაზე მეტად გვაკლია!!"