ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ქართველი: თეონა თავართქილაძის სტილი: როგორ იცვლებოდა ცნობილი დიზაინერი წლების მანძილზე - Marao

ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ქართველი: თეონა თავართქილაძის სტილი: როგორ იცვლებოდა ცნობილი დიზაინერი წლების მანძილზე

2025-06-20 14:52:45+04:00

თეონა თავართქილაძე ერთ-ერთი პირველია, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში ევროპაში მიღებული ცოდნით საქართველოში დაბრუნდა და მამიდაშვილთან, დიზაინერ მაკა ასათიანთან ერთად ქართული მოდის განვითარება გადაწყვიტა. მალე  საზოგადოების ყურადღება იმდენად მიიქციეს, რომ თბილისურმა ოჯახებმა თავიანთი ქალიშვილების მოდელებად მუშაობა პერსპექტიულ საქმედ მიიჩნიეს.

 თეონას თავისი საქმიანობა არასოდეს შეუწყვეტია. მოახერხა და ოჯახი და სამსახური ერთმანეთს შესანიშნავად შეუთავსა. პოპულარობას დღემდე არ კარგავს. განსაკუთრებით მოწონებას მისი ჩაცმის სტილი იმსახურებს. 

teona

teona

teona

teona

teona

თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე

რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • თეონა თავართქილაძე პატარა სოფიასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

  • "ულამაზესი ბებია და შვილიშვილი" - რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის რძალი უსაყვარლეს ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა. 

რეზის და თეონას ორი ვაჟი, ნიკა და ვატო ჰყავთ, რომლებიც უკვე დიდები არიან და დამოუკიდებელი ცხოვრება აქვთ: 

"ბედ­ნი­ე­რე­ბა სიყ­ვა­რუ­ლია. სიყ­ვა­რულ­ში ვგუ­ლის­ხმობ ყვე­ლა­ნა­ირ სიყ­ვა­რულს, შვი­ლე­ბის მი­მართ უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სიყ­ვა­რუ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. როცა გრძნობ, რომ გიყ­ვარს, ამ დროს ხარ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი.

  • ცნობილი სტუმრები ულამაზესი საღამო - თეონა თავართქილაძემ იუბილე ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა 

შვი­ლე­ბი უკვე გა­ი­ზარ­დნენ და და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რო­ბენ სა­ზღვარ­გა­რეთ. ერთი ფეხ­ბურთს თა­მა­შობს პო­ლო­ნე­თის უმაღ­ლეს ლი­გა­ში. მე­ო­რეც მუ­შა­ობს. ადრე ძა­ლი­ან ხში­რად ვი­ყა­ვი მათ­თან, მაგ­რამ ახლა იმ­დე­ნად ვერ ვა­ხერ­ხებ ხოლ­მე შვი­ლებ­თან ჩას­ვლას, რომ უკვე თვი­თონ მე­კი­თხე­ბი­ან, რო­დის ჩა­ვალ.

ძა­ლი­ან მინ­დო­და, ქა­ლიშ­ვი­ლი მყო­ლო­და... ისე გა­მო­ვი­და, რომ არც მე მყავს გო­გო­ნა და ჩემ გარ­შე­მოც ყვე­ლას ბი­ჭე­ბი ჰყავთ. ამი­ტომ ამას უნდა და­ვარ­ქვათ აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა", - ამბობდა თეონა.