ნატო გელაშვილის ინტერვიუ: "ჩემს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე რა­მაც იმოქ­მე­და, ის დაღი დას­მუ­ლია დღემ­დე. იმის მერე არა­ფე­რი აღარ მიკ­ვირს..." - Marao

ნატო გელაშვილის ინტერვიუ: "ჩემს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე რა­მაც იმოქ­მე­და, ის დაღი დას­მუ­ლია დღემ­დე. იმის მერე არა­ფე­რი აღარ მიკ­ვირს..."

2025-06-17 11:44:14+04:00

სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა განიხილავენ ნატო გელაშვილის შვილების, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების კონცერტს, იქ მომხდარ შემთხვევასა და შემდეგ გაკეთებულ განცხადებას. 

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ სტატია აქ: ნატო გელაშვილის განცხადება: "ხელები შორს! არ მეგონა, რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემი ოჯახის ბულინგის თემას"

კონცერტის შემდეგ ძმებმა ჭოხონელიძეებმა გააკეთეს განცხადება, სადაც ამბობდნენ, რომ ისინი უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გვერდით დგანან. ეს ნაბიჯი საჯაროდ მოიწონა ნანუკა ჟორჟოლიანმა და ჭოხონელიძეებს ამ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, რასაც ძმების კიდევ ერთი საჯარო წერილი მოჰყვა, რომელიც ამჯერად უშუალოდ ნანუკა ჟორჟოლიანს ეძღვნებოდა:

nanuka

"პატიმრობაში მყოფი ბიჭების მიმართ დაფიქსირებული ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა, ასევე თსუ-ს თვითმმართველობის მიმართ დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, თქვენ გვერდით დგომას და თქვენი გზით სიარულს არ ნიშნავს! ნანუკა, თქვენ გვერდით ჩვენ არასდროს დავდგებით! უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს, თქვენი გზებით ვიაროთ. ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად… დღეს მადლობას გვიხდის, რომ თურმე ნატოსთან ერთად სიარულს, მასთან ერთად სიარული ვარჩიეთ - სასაცილოა. თუ რომელიმე გზაზე ვივლით, ჩვენ ნატალიასთან ერთად და არასდროს მის გარეშე! ჩვენ ერთი მთლიანი და განუყოფელი ოჯახი ვართ! კიდევ ერთხელ, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს!“, – ვკითხულობთ ჭოხონელიძეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ლუკა, ჩემთვის მთავარია პატიმრების გვერდით ხართ და ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია", - წერდა ჟორჟოლიანი საპასუხოდ და ამბობდა, რომ მისთვის გაუგებარია, რომელ გზაზე საუბრობენ ისინი. 

gelashvili

Ambebi.ge-ისთან ვრცლად ისაუბრა თავად ნატო გელაშვილმა და განმარტა, რატომ უპასუხეს მისმა შვილებმა ნანუკა ჟორჟოლიანს:

"ვცხოვ­რობ­დი ჩემ­თვის - მაქვს ერთი დე­ვი­ზი, ნუ შე­ე­ხე­ბი­ან ჩემს ოჯახს, იმი­ტომ, რომ არა­სო­დეს შევ­ხე­ბი­ვარ სხვი­სას, ეს არის ჩემი პრინ­ცი­პი. ნა­ნუ­კას­თან კი არა, სა­ერ­თოდ ცხოვ­რე­ბა­ში. როცა ადა­მი­ანს არას­წო­რად აყე­ნებ შე­უ­რა­ცხყო­ფას, თა­ვის დრო­ზე, და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად, მი­უყ­რი ყვა­ვებს სა­ჯიჯგნად, რომ ბო­ლომ­დე კორტნონ, ცხოვ­რე­ბა­ში მერე ხდე­ბა ისე, რომ შვი­ლებს ამახ­სოვ­რდე­ბათ ტკი­ვი­ლი.

სა­ერ­თოდ, ოჯახის წევრებს ერ­თმა­ნე­თის ტკი­ვი­ლი ამახ­სოვ­რდე­ბათ, მი­თ უ­მე­ტეს, უდა­ნა­შა­უ­ლო და და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი. ჩემს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე რა­მაც იმოქ­მე­და, ის დაღი დას­მუ­ლია დღემ­დე. იმის მერე არა­ფე­რი აღარ მიკ­ვირს და არც გა­მიკ­ვირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის გან­სას­ჯე­ლია, ვის რა მოს­წონს, არც არა­ვის მრწამსში ჩავ­რე­ულ­ვარ, არც არა­ვის ვე­ხე­ბი და თუ ჩემ­მა შვი­ლებ­მა რა­ღა­ცა თა­ვი­სი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი თქვეს, არის ამის სა­ფუძ­ვე­ლი, იმი­ტომ რომ ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან ატ­კი­ნეს და ძა­ლი­ან და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად, ადა­მი­ა­ნებ­მა ვი­საც ერ­ქვათ მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი", - ამბობს ნატო გელაშვილი Ambebi.ge-ისთან ინტერვიუში. 

რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნატო გელაშვილი, ძმები ჭოხონელიძეები და ნანუკა ჟორჟოლიანი?

ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების მიმართვას ნანუკა ჟორჟოლიანისადმი საფუძვლად ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტი უდევს - როცა გასული წლის დეკემბერში ქვეყანაში მიმდინარე აქციების დროს ადამიანებმა კუბო დაწვეს, ამ ფაქტზე მაშინ საჯარო კომენტარი ნატო გელაშვილმაც გააკეთა: 

"დიდი ბო­დი­შის მოხ­დით, რო­გორც ერ­თმა რი­გით­მა ქრის­ტი­ან­მა მინ­და ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი და­ვა­ფიქ­სი­რო. არა­სო­დეს დაწ­ვათ ქრის­ტი­ა­ნის ბოლო სახ­ლი და არა­ვის უსურ­ვოთ გარ­დაც­ვა­ლე­ბა, რო­გორც არ უნდა გძულ­დეთ. მე მჯე­რა, რომ ქარ­თველ ერს სი­ძულ­ვილ­ზე მე­ტად სიყ­ვა­რუ­ლი შეგ­ვიძ­ლია", - წერდა გელაშვილი.

ნატო გელაშვილის ამ განცხადებას კი სოციალურ ქსელში უპასუხა ნანუკა ჟორჟოლიანმა: 

"გა­ვი­გე, ჩი­ნურ კუ­ბო­ზე გი­დარ­დია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გე­ლათ­ზეც დარ­დობ. დაგ­ვი­წე­რე შენი ფიქ­რე­ბი გე­ლა­თის ნგრე­ვა­ზე", წერდა ჟორჟოლიანი.