სეზონის ყველაზე "ცხელი" ტრენდი - 2025 წლის ყველაზე მოდური საცურაო კოსტიუმები - Marao

სეზონის ყველაზე "ცხელი" ტრენდი - 2025 წლის ყველაზე მოდური საცურაო კოსტიუმები

2025-06-17 13:48:08+04:00

მომენტი, რომელსაც ყველა დიდი ხანია, ელოდება, უკვე დადგა. საზღვაო სეზონი, რომლისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ვემზადებით. დროა, ზაფხულისთვის მზადება დავიწყოთ და, პირველ რიგში, ეს გარდერობს ეხება. 

  • ვინტაჟი დაბრუნდა! როგორ შევუხამოთ ძველი და ახალი სტილი?

წარმოგიდგენთ რამდენიმე საცურაო კოსტიუმს, რომელიც თქვენს ზაფხულის ლუქს წარმოუდგენლად მომხიბვლელად აქცევს და დაგეხმარებათ ისიამოვნოთ ზღვით, სანაპიროთი და დაუვიწყარი მოგონებებით.

sacurao_kostiumi

ზოლები

ზოლები ამ სეზონზე მოდის სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. Dior-დან დაწყებული Duran Lantink-მდე, პოდიუმები ზოლებით იყო გადავსებული – და ახლა თქვენ შეგიძლიათ ეს ტრენდი თქვენს საცურაო კოსტიუმშიც გადმოიტანოთ.

  • ქერა წლის მთავარი ფერია - როგორ ირგებენ ანჯელინა ჯოლი, ბელა ჰადიდი და სხვა ვარსკვლავები მთავარ ტრენდს

sacurao_kostiumi

sacurao_kostiumi

მეტალის დეტალები

მეტალით გაწყობილი საცურაო კოსტიუმები ამ სეზონზეც გამორჩეულია. ასეთი საცურაო კოსტიუმი უფრო დახვეწილი, თანამედროვე და ელეგანტურია. დეტალები, როგორებიცაა, ჯაჭვები, შესაკრავები ან ბროშის მსგავსი გაფორმებები, უბრალო კოსტიუმსაც კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს და სტილს ქმნის. 

sacurao_kostiumi

sacurao_kostiumi

ცხოველის პრინტი

თუ გეგონათ, რომ ცხოველური პრინტები მხოლოდ ზამთრის ტრენდია - მოემზადეთ, ზაფხულში ისინი კიდევ უფრო ხშირად შეგხვდებათ.

  • 90-იანების სტილი: ტრენდები, რომლებიც მოდაში აუცილებლად დაბრუნდება

ლეოპარდისა და ზებრას პრინტები კლასიკად ითვლება, მაგრამ თუ გინდათ, ცოტა მეტი არაორდინალურობა, შეგიძლიათ აირჩიოთ ვეფხვის ან გველის პრინტი - ოდნავ უფრო თამამი და გამოკვეთილი ვარიანტისთვის.

sacurao_kostiumi

sacurao_kostiumi

90-იანების კლასიკა: შავ-თეთრი

ულტრა-90-იანები — შავ-თეთრი საცურაო კოსტიუმები მოდიდან არასდროს გადის. არ აქვს მნიშვნელობა ფორმას, შავ-თეთრი ყველას უხდება და ყოველთვის აქტუალურია.

sacurao_kostiumi

sacurao_kostiumi

საცურაო კოსტიუმები განსხვავებული ჭრილით

განსხვავებული ჭრილის საცურაო კოსტიუმები ყოველთვის ტრენდულად რჩება. ამ თამამ ფორმებსა და ხაზებს შორის შეგიძლიათ ზაფხულში ზუსტად ის ფორმა შეარჩიოთ, რაც თქვენთვის იდეალურია. გინდათ კლასიკური, სუფთა და დაბალანსებული ჭრილები, თუ ასიმეტრიული  სილუეტი.

sacurao_kostiumi

sacurao_kostiumi

"ვარდების რენესანსი"

რამდენიმე წლის წინ, Magda Butrym-ის ესთეტიკის წყალობით, ვარდები ყველგან ვიხილეთ, როგორც საცურაო კოსტიუმებში, ისე სამოსში. ახლა კი ისინი ისევ ბრუნდებიან, ზუსტად იმ დროისთვის, როცა ზაფხული ვარდისფერ სათვალესთან ერთად უნდა ვიგრძნოთ.

sacurao_kostiumi

sacurao_kostiumi