3 ქალი - 3 სილამაზის საიდუმლო: როგორ უვლიან ქართველი ქალები თავს - Marao

3 ქალი - 3 სილამაზის საიდუმლო: ქართველი ქალების თავის მოვლის ოქროს წესი

2025-06-17 15:30:28+04:00

ადამიანები ცდილობენ, ასაკის მატებასთან ერთად, კიდევ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. ქართველი ქალები კი, უდავოა,  ამას წარმატებით ახერხებენ - ყოველთვის ახასიათებთ ინდივიდუალიზმი, რომელიც მათ ნებისმიერ სხვა ერში გამოარჩევთ. საინტერესოა, როგორ უვლიან თავს და როგორია მათი დღის რუტინა.

ია ფარულავას საყვარელი პროცედურები 

ია ფარულავა წლების წინ რობერტ დენირომ უამრავ ქალს შორის გამოარჩია და ერთ-ერთ საერთაშორისო ფესტივალზე „ფესტივალის ყველაზე ლამაზ ქალად“ დაასახელა. ამ ამბის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ, წლების მატებასთან ერთად, ია უფრო და უფრო ლამაზდება.

  • "ახლა უფრო გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. ვცდილობ, ნაკლებად ვჭამო ცომეული..." - 39 წლის უმშვენიერესი მომღერლის რჩევები ქალებს 

ია ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ თავის მოვლა 27 წლის ასაკში დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამერიკაში ცხოვრობდა.

„მყავდა საქმრო, რომელიც იყო დერმატოლოგი, ქირურგი, ჰქონდა კლინიკები და ანტი ეიჯ მიმართულებით მუშაობდა. უამრავი საცხი ჰქონდა ხოლმე ოთახში. მაშინ ახალი შემოსული იყო ბოტოქსი და სწორედ მან შემომთავაზა რომ გვეცადა და გამიკეთა ეს პროცედურა“ - იხსენებს ია ფარულავა „Beauty Magazine“-თან ინტერვიუში.

ია ფარულავას თქმით, ძილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყოველთვის ცდილობს 8 საათს ეძინოს, თუმცა შუადღის ძილიც ძალიან უყვარს. 

„თუ დღის განმავლობაში ძალიან ვიღლები, მოვდივარ სახლში და ერთი საათით ვიძინებ. ეს მეხმარება ენერგიის აღდგენაში. გარდა ამისა, არასოდეს ვათენებ ღამეს. ახალ წელსაც კი 2 საათზე ვიძინებ“ - ამბობს ია ფარულავა.

ია რუჯის დიდი მოყვარული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ რუჯი ეკრანზე ძალიან მიმზიდველია, ის ავტორუჯს იყენებს და არც სოლარიუმის გამოყენებით გამოირჩევა.

parulava

შორენა ბეგაშვილის თავის მოვლის რუტინა

შორენა ბეგაშვილი ერთ-ერთ ულამაზეს ქალად არის აღიარებული. შორენას თქმით, თავის მოვლა იმ დღიდან დაიწყო, რაც სისტემატურ რეჟიმში უწევდა გადაღებებზე სიარული. შორენა ყოველდღიურად ვარჯიშობს. მისი თქმით, ის არასდროს იძინებს მაკიაჟით, ყოველთვის ცდილობს, როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს, მაკიაჟი მოიშოროს.

  • მარიამ გეგუჩაძის რჩევები წონის კლებასთან დაკავშირებით - რა არის OMAD დიეტა? 

ზაფხულის ცხელ დღეებთან ერთად, შორენაც, როგორც ნებისმიერი ქალი, ცდილობს ფორმაში იყოს და იდეალური რუჯით შეხვდეს სეზონს. 

„სახეზე მზისგან დამცავს ვხმარობ, ტანზე პირიქით, გამაძლიერებლებს. რუჯის შემდეგ, კანს აუცილებლად, კარგად ვიტენიანებ და ვიკეთებ მეზოთერაპიას. ძლიერი მზე ძალიან აზიანებს კანს“,- ამბობს „Beauty Magazine“-თან ინტერვიუში.

begashvili

დალი ჩიტალაძის ახალგაზრდობის საიდუმლო

მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე ყოველთვის ცდილობს ელეგანტურად გამოიყურებოდეს. ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ცდილობს მისი სხეული იდეალურად გამოიყურებოდეს. მისი თქმით, ზედმეტი 2-3 კილოგრამიც ძალიან ბევრს ნიშნავს.

  • "წელიწადში რამდენჯერმე ვიტარებ ამ პროცედურას, რომელიც ძალიან კარგად უვლის კანს" - ირინა ონაშვილის სილამაზის რეცეპტი 

„ზედმეტი კილოგრამები ყოველთვის დისკომფორტს მიქმნის. მე გემრიელად ჭამა მიყვარს, მაგრამ თუ შევატყვე, რომ წონის მატება დავიწყე, მაშინვე ვჩერდები. ხუთ კილოგრამზე მეტი არასდროს მომიმატია. თუ ამდენი მოვიმატე, უკვე განგაშის სიგნალს ვრთავ, წითელ ხაზებს არ ვკვეთ. რა ვქნა, არ მომწონს და არ მიყვარს ჩემი თავი ასეთ ფორმაში“ - თქვა ჩიტალაძემ „თბილისელებთან“.

დალი ჩიტალაძის თქმით, ის ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ მცირე დოზით. 

„ეს არის ჩემი ოქროს წესი – შეამცირეთ დოზა. თუ გინდათ, საგრძნობლად დაიკლოთ, მაშინ რაციონიდან უნდა ამოიღოთ ცომეული, ბურღულეული და უნდა მიიღოთ მეტი ცილა, ბოსტნეული და ხილი. თევზი, კვერცხი, ყველი, ბოსტნეულთან ერთად. ამ პროდუქტის მიღება აუცილებელია, ძალიან საჭიროა ორგანიზმისთვის, თუმცა, ხანდახან განტვირთვის დღეებიც, ანუ მხოლოდ ბოსტნეულის მიღებაც კარგია“, - აღნიშნა ჩიტალაძემ „თბილისელებთან“.

chitaladze