გამოცემა Entertainment Now ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მისი ნიშნობის შესახებ წერს.
"ამერიკული აიდოლის“ 21-ე სეზონში ტოპ 12-ში მოხვედრიდან ორი წლის შემდეგ, მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ცნობილია სასცენო სახელით „ნუცა“ , ამბობს, რომ მისი ოცნებები, საბოლოოდ, ახდება. მომღერალი, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, ჰოლივუდში ვარსკვლავობის ძიებამდე წლების განმავლობაში დუბაიში ცხოვრობდა. მას არა მხოლოდ წარმატებული საერთაშორისო მუსიკალური კარიერა აქვს, არამედ ახლა ლოს-ანჯელესში მცხოვრებ ცნობილ აგენტზე, დარენ პრინსზეა დანიშნული, რომელმაც მასთან 2023 წელს, „ამერიკულ აიდოლში“ მონაწილეობისთანავე გააფორმა კონტრაქტი.
„American Idol“-ში მისი ნახვის შემდეგ, პრინსი, რომელიც მრავალი ცნობილი ვარსკვლავის წარმომადგენელია, ნუცას წარმომადგენლობით დაინტერესდა და ისინი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პროფესიონალურად მუშაობდნენ ნუცას კარიერის განვითარებაზე.
ნუცა ბუზალაძემ არაერთ წარმატებას მიაღწია, მათ შორის, 2015 წელს „X ფაქტორში“, "Voice"-ში, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მან საქართველო "ევროვიზიაზეც" წარადგინა, თუმცა ნუცას უფრო დიდი კარიერა სურდა და ჰოლივუდზე ოცნებობდა", - ვკითხულობთ Entertainment Now-ზე.

ვინ არის ნუცა ბუზალაძის რჩეული - დარენ პრინცი?
დარენ პრინცი დაიბადა 1970 წლის 6 თებერვალს, ლივინგსტონში, ნიუ ჯერსიში. უკვე 14 წლის ასაკში წამოიწყო ბეისბოლის ბარათების გაყიდვის წარმატებული ბიზნესი, რომელიც 1 მილიონ დოლარად გაყიდა მაშინ, როცა, დაახლოებით, 20 წლის იყო. 1994–95 წლებში დააარსა Prince Marketing Group – ბუტიკური ტიპის სააგენტო, რომელმაც 500 მილიონ დოლარზე მეტი გარიგება განახორციელა.
დარენი იყო აგენტი ისეთი ვარსკვლავებისა და სპორტსმენებისთვის, როგორებიც არიან: Magic Johnson, Larry Bird, Muhammad Ali, Joe Frazier, Hulk Hogan, Dennis Rodman, Charlie Sheen, Chevy Chase, Ric Flair და სხვები. მისი სააგენტო უზრუნველყოფს ხელშეკრულების საკითხებს, რეკლამებს, საჯარო გამოსვლებს და კამპანიებს საერთაშორისო ბრენდებთან. გამოჩნდა ისეთ მედია საშუალებებში, როგორებიცაა: Wall Street Journal, New York Times, USA Today, CNN, Fox & Friends, Dr. Oz და ჯეი შეტის პოდკასტში On Purpose.
როგორც ცნობილია, დარენი აქტიურად არის ჩართული დამოკიდებულებასთან ბრძოლაში. მას პირველად ოპიოიდებთან შეხება ჰქონდა 14 წლის ასაკში საზაფხულო ბანაკში. მიუხედავად კარიერული წარმატებისა, დამოკიდებულებამ 24 წელი გასტანა. მას ჰქონდა თითქმის ფატალური დოზის გადაჭარბების შემთხვევა, რის შემდეგაც, 2008 წლიდან უარი თქვა ყოველგვარ ნივთიერებაზე და დაიწყო აქტიური მუშაობა, რათა ამ გზაზე სხვებსაც დახმარებოდა...გაგრძელება