ნინი ქარსელაძე საქართველოდან წავიდა: რას წერს მომღერალი და სად აგრძელებს ცხოვრებას ახლა - Marao

ნინი ქარსელაძე საქართველოდან წავიდა: რას წერს მომღერალი და სად აგრძელებს ცხოვრებას ახლა

2025-06-18 12:21:06+04:00

ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს. როგორც ირკვევა, ნინი უკვე საქართველოში აღარ ცხოვრობს, თუმცა ხშირად სტუმრობას მაინც აპირებს:

nini_karseladze

nini_karseladze

ნინი ქარსელაძე

ნინი ქარსელაძე 1991 წლის 11 აპრილს დაიბადა. სამი წლის ასაკში პირველად ფრანგული სიმღერა „La belle dame sans regrets“ ჩაწერა. მე-5 კლასამდე სწავლობდა ფრანგულ კოლეჯში, შემდგომში გადავიდა თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში და ბრიტანულ სკოლაში. 1997 ჯგუფ „სახესთან“ ერთად ჩაწერა დუეტი „წვიმად გადავიქეცი“. 1998 წელს დაიწყო დუეტების შესრულება ზუკა ხუციშვილთან ერთად. 1999 წელს „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა სიმღერა „ნინი და ქუჩის ბიჭები“. 2003 წელს კი - სიმღერა „ჩემი ქალაქი“.

  • "მოდური და დახვეწილი" - ნინი ქარსელაძის გამორჩეული სტილი 

ნინის რომ დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, ამაზე საჯაროდ ბევრჯერ უსაუბრია:

"მამის გარეშე გავიზარდე, მამა არ ცხოვრობდა ჩვენთან ერთად, დედა იყო ჩემთვის მამაც და დედაც. ძალიან მკაცრი იყო დედაჩემი – 22 წლამდე 10 საათზე უნდა ვყოფილიყავი სახლში. კარიერას და სიმღერას რაც შეეხება, ყველაფერი, ალბათ, ხათუნას დამსახურებაა. მას შეეძლო ღამეები გაეთენებინა სტუდიაში, როდესაც კეთდებოდა სიმღერა. ყველაზე მთავარი თვისება, რაც დედისგან ვისწავლე, ეს არის სიკეთის კეთება", – ამბობს ნინი.

  • ახალი ცხოვრება, განსხვავებული სტილი და ფოტოები მოგზაურობიდან: ნინი ქარსელაძის კადრები 

ხათუნას პირველი მეუღლე თეკუჩა ქარსელაძე იყო. 90-იანებში ხათუნას, როგორც გამორჩეული გარეგნობის გოგოს, ბევრი ეტრფოდა, მაგრამ მისი და თეკუჩას სიყვარულმა ყველა აალაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ხათუნა ყოფილ მეუღლეს ყოველთვის დადებითად იხსენებდა: 

  • ცნობილი ოჯახი, პოპულარობა და ლონდონური ცხოვრება - ანასტასია ხაჩიძე 

"20 წლის ვიყავი, როცა წითელზე, შუქნიშანთან, მანქანა გავაჩერე და გვერდზე რაღაც მანქანა გაჩერდა. გავიხედე იმიტომ, რომ ბიჭი მიყურებდა. როცა მწვანე აინთო, ის წავიდა, მე კი დავრჩი კიდევ ნახევარი საათით, მანქანა ვეღარ დავძარი, გული მიცახცახებდა...

მალევე გავიცანი და, დაახლოებით, 1 წლის მერე თბილისში ყველაზე მოდური და სიმპათიური ბიჭის, თეკუჩა ქარსელაძის ცოლი გავხდი. მერე? მერე იყო ბევრი კარგიც და ცუდიც. ყველაზე დიდი ბედნიერება ნინია, რომელიც მისი ასლია. თვითონ ყოველთვის ეამაყებოდა, რომ ასეთი შვილი ჰყავდა. სულ ამბობდა, ზუსტად მე ვარ ახალგაზრდობაშიო“ - წერდა ხათუნა ჟორდანია.