"მეგობრების დაბრუნება" - ნუცა თოფურია და მარიამ შენგელიას საზაფხულო ვოიაჟი თურქეთში - Marao

"მეგობრების დაბრუნება" - ნუცა თოფურია და მარიამ შენგელიას საზაფხულო ვოიაჟი თურქეთში

2025-06-18 12:57:44+04:00

მომღერლები, მარიამ შენგელია და ნუცა თოფურია ზაფხულის ცხელ დღეებს თურქეთის პატარა ზღვისპირა ქალაქ, ალაჩათიზე ატარებენ. ნუცა და მარიამი თავიანთ გამომწერებს ინსტაგრამზე დასვენების ფოტო-ვიდეოს უზიარებენ.

მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, რომელიც განხილვის საგანიც კი გახდა, გოგონები მეგობრობას აგრძელებენ. 

მნიშვნელოვანია ნუცას საჯარო მხარდაჭერა მარიამისადმი ევროვიზიაზე გამოსვლის შემდეგ: "შენ შენი მაქსიმუმი გააკეთე, ძალიან ვამაყობ შენით“. ბევრს წერდნენ იმაზე, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში ნუცა მარიამის გვერდით არ იყო, თუმცა ეს ეჭვები ორივე მათგანმა გააქარწყლეს. 

ნუცამ რამდენიმე დღის წინ გიორგი კოკაიას პოდკასტში მარიამისა და მის მეგობრობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ მათი მეგობრობა პოლიტიკური გემოვნების გამო არ დასრულებულა, თუმცა შეიცვალა მათი ცხოვრების სტილი, რის გამოც ერთად დიდ დროს ვეღარ ატარებდნენ. 

  • "ჩვენი სიყვარულის ამბავი გაცნობისთანავე დაიწყო. ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთი გავიცანით" - მარიამ შენგელიას პორტრეტი და უცნობი ამბები 

მან საუბრისას აღნიშნა, რომ მარიამის სიყვარულსა და მეგობრობაზე წინ არცერთი პოლიტიკური განცხადება არ დაუყენებია. საჯაროობის მიუხედავად, ისინი ყოველთვის იყვნენ ერთმანეთის ცხოვრებაში.

Okmagazin-თან ინტერვიუში გოგოები იხსენებდნენ, რომ მათი მეგობრობა წლებს ითვლის: „უკვე 8 წელია, ვმეგობრობთ, 1 წელი  გვქონდა ჩავარდნა გარემოებებიდან გამომდინარე. ალბათ, ეგ იყო გარდამტეხი, რადგან მაგის მერე ყველაზე მაგარი ურთიერთობა გვაქვს“.

ამასთან, გოგოებმა ახსენეს, რომ მათი გატაცებაა ერთად სიმღერა, განსაკუთრებული პოპულარობით კი მათი მოკლე ვიდეოები სარგებლობს, რომლებიც სპონტანურად, მანქანაშია გადაღებული. 

Topuria_shengelia

ნუცა თოფურია

ნუცა თოფურია მომღერალია, რომელიც ბავშვობიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნუცა „ეტალონთან“ ინტერვიუში საკუთარ ბავშვობას იხსენებდა: „მახსოვს, 3 წლის ასაკში „იავნანას“, რომ ვმღეროდი. ბავშვობაში ამ სფეროში პედაგოგი არასდროს მყოლია. ყველა სიმღერას ჩემით ვიმახსოვრებდი და ვმღეროდი. „ანა-ბანაში“ ისე მივედი, მასწავლებელი არ მყოლია. დედაჩემს არ უნდოდა, ამ პროექტში მონაწილეობა მიმეღო -  პედაგოგი არ გყავს, სად მიდიხარო. მე და ბებიაჩემი ჩუმად გავიპარეთ, დავრეგისტრირდით და დედა რომ მოვიდა სახლში, დავახვედრეთ ამბად, რომ მეორე დღეს კასტინგზე მივდიოდით“. 

  • "ექოზე რომ წავედი და მითხრეს გოგოაო, ზუსტად ისეთი გოგო წარმოვიდგინე, როგორიც შენ ხარ" - ნუცა თოფურიას უცნობი ამბები, ოჯახი და კარიერა 

ამის შემდეგ ნუცამ შესაძლებლობები „მხოლოდ ქართულის“ სცენაზე მოსინჯა, რის შემდეგაც ხალხის დიდი სიყვარული და მოწონება დაიმსახურა.

მარიამ შენგელია

მარიამ შენგელია მომღერალია, რომელმაც წელს საქართველო ევროვიზიაზე წარადგინა. მარიამმა საკონკურსო სიმღერა, Freedom-ს შეასრულა. მანამდე კი მსმენელს თავი პროექტიდან „The Voice Georgia” დაამახსოვრა. 

  • "გოგოც ულამაზესი იყო, შესრულებაც - შესანიშნავი, უბრალოდ "ჩვენს გოგოს" ვერ ვწერ... ჩვენი არა - ქოცებისაა," - მაია დარსმელიძის შეფასება 

მარიამი “არტ FM-ში“ სტუმრობისას დედაზე საუბრობს. „დედა ემიგრაციაშია. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. დედა ძალიან ახალგაზრდაა, 17 წლის იყო, როდესაც გამაჩინა. დედაჩემის წასვლა თითქოს ჩემი ნახევრის მოგლეჯის მსგავსი იყო, ძალიან რთული იყო და დღემდე ძალიან რთულია“, - ამბობდა მომღერალი.