ქორწილი, რომელზეც ყველაზე მეტს საუბრობენ: ქართველი ფეხბურთელის, ბაჩო არაბულისა და გვანცა მაჭარაძის ულამაზესი ქორწილი სანტორინიზე - Marao

ქორწილი, რომელზეც ყველაზე მეტს საუბრობენ: ქართველი ფეხბურთელის, ბაჩო არაბულისა და გვანცა მაჭარაძის ულამაზესი ქორწილი სანტორინიზე

2025-06-18 13:14:53+04:00

სოციალური ქსელების მომხმარებლები უკვე კარგად იცნობენ გოგონას განსაკუთრებული გარეგნობითა და სტილით - ქართველი ინფლუენსერი, გვანცა მაჭარაძე ინსტაგრამსა და ტიკტოკზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინსტაგრამზე 80 ათასზე მეტ გამომწერს, ტიკტოკზე კი - 53 ათას მიმდევარს ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასა თუ სტილთან დაკავშირებით. 

რამდენიმე დღის წინ საბერძნეთში, ულამაზეს კუნძულ სანტორინიზე გვანცა მაჭარაძის ქორწილი გაიმართა. გვანცას რჩეული ფეხბურთელი ბაჩო არაბულია. წყვილმა ქორწილი მეგობრების წრეში გადაიხადა. 

  • ულამაზესი წყვილის ზღაპრული მოგზაურობა: მოდელი მარიამ გველესიანისა და ფეხბურთელი გიორგი პაპავას ოჯახური ბედნიერება 

სტუმრებს შორის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე და მისი მეუღლე, ნინი კვერნაძეც იყვნენ.

გვანცამ ქორწილში სამი სხვადასხვა კაბა მოირგო, რომლებშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.

მთავარი კაბა პატარძლისთვის ქართველმა დიზაინერმა, თაკო მექვაბიძემ შემნა. სადა, მაქმანებით გაფორმებულ კაბას დახვეწილი ჭრილი და ელეგანტური სილუეტი კიდევ უფრო გამორჩეულს ხდიდა.

განსაკუთრებული იყო გვანცა მაჭარაძისა და მისი რჩეულის ნიშნობაც, რომელიც 2024 წელს რომანტიკულ გარემოში, მეგობრების თანხლებით შედგა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი დიდი ხანია, ერთადაა, ნიშნობა მაინც დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული და კადრები გვანცამ სოციალურ ქსელშიც გააზიარა. 

  • პირველი კადრები ფეხბურთელი გური გიორბელიძის ქორწილიდან: უმშვენიერესი წყვილი პირველ შვილს ელოდება 

გვანცა მაჭარაძე დედასთან, მაკა აფციაურთან ერთად რამდენიმე წლის წინ  სამზარეულოს ომებში იღებდა მონაწილეობას. ენერგიული და პოზიტიური გვანცა მალევე გახდა მაყურებლის ფავორიტი. ის შემდეგ საკუთარ კულინარიულ გამოცდილებას გამომწერებს ტიკტოკზეც უზიარებდა - მის გვერდზე ხშირად შეხვდებით მარტივი საუზმისა თუ დესერტების რეცეპტებს. 

macharadze

ვინ არის გვანცა მაჭარაძის რჩეული 

გვანცა მაჭარაძის მეუღლე ფეხბურთელი ბაჩო არაბულია. ის “დინამო თბილისში“ თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. ბაჩო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდია. კარიერის განმავლობაში ის უნგრულ, ბერძნულ, უზბეკურ და ავსტრალიურ კლუბებში თამაშობდა. მოგვიანებით კი აზიაში, კორეაში გადავიდა. დღეს ბაჩო არაბული რუმინეთის „უნირეა სლობოციას“ ფეხბურთელია. 

ამ დროის მანძილზე ყოველთვის მის გვერდით იყო გვანცა მაჭარაძეც - მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ავსტრალიაში, კორეაში და უცხო კულტურისა და ყოველდღიურობის შესახებ ვიდეოებსაც ხშირად აქვეყნებდა. 

ახლა წყვილი თაფლობის თვეს საბერძნეთში ატარებს, ქორწილის სამზადისისა და ემოციების შესახებ კი გვანცა გამომწერებს დეტალურად უყვება.