ულამაზესი ქართველი ქალები და მათი შთამომავლები - 5 ბებია და 5 შვილიშვილი - Marao

ულამაზესი ქართველი ქალები და მათი შთამომავლები - 5 ბებია და 5 შვილიშვილი

2025-06-18 13:46:08+04:00

ცნობილი ქალები, რომლებსაც საზოგადოება არაერთი წელია, კარგად იცნობს, დღეს უკვე ბებიების ამპლუაში გვევლინებიან. ბებიასა და შვილიშვილს შორის კავშირი განსაკუთრებულია - და როცა ეს კავშირი საზოგადოებრივ სივრცეში აქტიურად იკვეთება, იქმნება განსაკუთრებული თაობათაშორისი ხაზი, რომელიც სილამაზესა და თანამედროვეობას აერთიანებს.

მაკა ასათიანი და ლეა ჟორდანია

მაკა ასათიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება წლების განმავლობაში საზოგადოებისთვის ინტერესის საგანი იყო და კვლავაც რჩება მედიისა და სოციალური ქსელების ყურადღების ცენტრში. თუმცა, ბოლო პერიოდში ყურადღება განსაკუთრებით მის შვილიშვილზე, ლეაზეა გადატანილი. ლეა მაკას ვაჟის, კახა ჟორდანიას და ნანიკო კლდიაშვილის უფროსი შვილია. ის სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

  • "გენეტიკის ძალა" - მაკა ასათიანის ულამაზესი შვილიშვილი და ახალი ოჯახური კადრები 

ცოტა ხნის წინ, კახასა და ნანიკოს ოჯახს ახალი წევრი შეემატა — მათ კიდევ ერთი შვილი შეეძინათ. ახალშობილ ვაჟს ლეო დაარქვეს.

asatiani

ლიკა ქავჟარაძე და საშა თაქთაქიშვილი

საქართველოში ყველაზე ლამაზ ქალად წოდებულ ლიკა ქავჟარაძეს ულამაზესი შვილიშვილი საშა ჰყავს, რომელიც საოცრად ჰგავს ბებიას.

ლიკა ქავჟარაძეს ერთი შვილი, ლევან თაქთაქიშვილი ჰყავს. ის სამშობლოდან შორს, აშშ-ში ცხოვრობს. ლევანმა აშშ-ში იქორწინა თამუნა ლოლუაზე, ისინი ერთ შვილს ზრდიან. 

  • TOP 10 ქართველი ქალი, რომლებზეც ვერასდროს იფიქრებდით, რომ ბებიები არიან

qavjaradze

ლევანი სოციალურ ქსელში აქტიურია და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან შორსაა, ხშირად წერს აქ მიმდინარე მოვლენების შესახებ, იქნება ეს სპორტი, პოლიტიკა თუ სხვ. ოჯახურ კადრებს ხშირად აქვეყნებს მისი მეუღლე, თამუნა. განსაკუთრებულ სიყვარულს კი ყოველთვის იმსახურებს მათი შვილი, საშკა.

თეონა თავართქილაძე და სოფია არველაძე

წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძე უკვე ბებიის ამპლუაშია. რეზი არველაძისა და თეონა თავარქილაძეს ერთი შვილიშვილი, ულამაზესი სოფია ჰყავთ. სოფია ვატო არველაძის და მაკუნა ზედაშიძეს ქალიშვილია. 

tavartkiladze

რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Ciy Magazine Georgia-ს ნომერში თეონასა და მისის შვილიშვილის კადრები გავრცელდა. ცისფერ სამოსში გამოწყობილი უსაყვარლესი სოფია კამერების წინ ბებიასთან, თეონა თავართქილაძესთან ერთად პოზირებს.

ლიკა კვარაცხელია და ელი ლომიძე

ცნობილი მოდელი, ბიზნესვუმენი ლიკა კვარაცხელია ორი შვილიშვილის ბებიაა. ლიკა ცნობილი ფეხბურთელის მურთაზ შელიას მეუღლეა. წყვილს სამი შვილი ჰყავს. ქალიშვილები ანა და ელენე, ხოლო ვაჟი დათუნა. ანა შელიამ 2018 წელს მორაგბე ლაშა ლომიძეზე იქორწინა. წყვილს უკვე ორი შვილი, ელი და ვატო ჰყავს, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ.

ლიკა ambebi.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს, რომ ვინც არ იცნობს, ყველას ძალიან უკვირს ასეთი ახალგაზრდა, უკვე ბებია, რომ არის.

  • ნიჭიერი, პოპულარული, მშვენიერი: ცნობილი დედა-შვილები ქართულ შოუბიზნესში

kvaracxelia

„ვინც არ მიცნობს და ამის შესახებ იგებს, მართლაც ძალიან უკვირთ... ვინც მიცნობს, ჩემმა ახლობლებმა, გარემოცვამ, ჩემს მსგავსად, ძალიან კარგად მიიღეს ეს ყველაფერი, მიჩვეულები არიან კიდეც“ -  ამბობს ambebi.ge-სთან ინტერვიუში.

თეა დარჩია და ლეა თოფურია

თეა დარჩიას სახელი „სუხიშვილებს“ უკავშირდება. ანსამბლის წამყვანი სოლისტის პოზიციიდან თეა დარჩიამ ბოლო წლებში პედაგოგის ამპლუაში გადაინაცვლა - გახსნა საკუთარი სტუდია. 

darchia

თეა დარჩია გუჯა მათიაშვილზეა დაქორწინებული. მათ ოთხი შვილი: მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი ჰყავთ. თეას შვილი, მარიამ მათიაშვილიც „სუხიშვილების“ მოცეკვავეა. ცოტა ხნის წინ მარიამი პირველი შვილის დედა გახდა, რომელსაც ლეა დაარქვეს.

სასიხარულო ამბის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსი თეა დარჩიამაც გამოაქვეყნა: "ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, ბებია ვარ" - დაწერა მან.