სეზონური, ძალიან სასარგებლო და უმარტივესი: ლიკა კვარაცხელიას მწვანე ტყემლის რეცეპტი - Marao

სეზონური, ძალიან სასარგებლო და უმარტივესი: ლიკა კვარაცხელიას მწვანე ტყემლის რეცეპტი

2025-06-18 16:16:53+04:00

"არა, ტყემლის მომზადებას მე ვერ გასწავლით, თუმცა გაჩვენებთ, როგორ ვამზადებ მწვანე ტყემალს ჩვენი ეზოს უგემრიელესი ალუჩისგან, რომელიც ახლა დავკრიფეთ. 

დაგვჭირდება:

  • ალუჩა;
  • მწვანე წიწაკა;;
  • ნიორი;
  • მარილი;
  • ქინძი;
  • კამა;
  • წყალი.

მომზადება:

ალუჩას გავავლე წყალი, გავასუფთავე, მოვათავსე ქვაბში, წამოვადუღე და ქაფიც მოვხადე. რომ გაგრილდა, გადავწურე, დავამატე მწვანილები, ნიორი, წიწაკა, მოვურიე და სულ ეს არის - მზად არის", - ამბობს ლიკა კვარაცხელია 

"მე დიდად არ მიყვარს, მაგრამ იმდენად სასარგებლოა, ვცდილობ მივიღო. ეს ვერსია არ არის შესანახად, პირდაპირ მისართმევად ვამზადებ" - დაწერა ლიკამ. 

kvaracxelia

ლიკა კვარაცხელიას ოჯახი 

ლიკა კვარაცხელია მოდელი, ინფლუენსერი და ბიზნესლედია. მას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს - საოცარი გარეგნობისა და განსაკუთრებული აურის ლიკა არაჩვეულებრივად გამოიყურება - ძნელი დასაჯერებელია, რომ ის უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა.

ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ. ელენე მ დედისგან სრულიად განსხვავებული პროფესია აირჩია, თუმცა დროდადრო გადაღებებში მონაწილეობას ისიც იღებს. დათუნა ამერიკაში ცხოვრობს და სწავლობს, მას სპორტული კარიერა აქვს. 

  • ნიჭიერი, პოპულარული, მშვენიერი: ცნობილი დედა-შვილები ქართულ შოუბიზნესში 

"რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე? - მკი­თხეს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აქ მოვ­ყვე­ბი: იყო ასე­თი მა­ღა­ზია "ჩი­რაღ­და­ნი“, სა­დაც ოპ­ტი­კუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბი იყი­დე­ბო­და. ერთ დღეს დე­დას­თან ერ­თად შე­ვი­სე­ირ­ნე სათ­ვა­ლის შე­სა­ძე­ნად. ამ დროს, იქვე 27 წლის სპორ­ტსმე­ნიც და­სე­ირ­ნობ­და, რო­მელ­მაც შე­მამ­ჩნია და შო­რი­დან მო­ვე­წო­ნე. თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად იყო, სა­ნაკ­რე­ბო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. გა­ზე­თე­ბის კი­თხვა უყ­ვარ­და, ახ­ლაც უყ­ვარს. მოკ­ლედ, მე­ო­რე დი­ლას გა­ზე­თი "მე­რი­დი­ა­ნი“ რომ შე­ი­ძი­ნა, გა­და­შა­ლა, ჩემი დიდი ინ­ტერ­ვიუ შეხ­ვდა (1995 წელი იყო ალ­ბათ), სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ეწე­რა, ვინ ვარ, რამ­დე­ნი წლის ვარ, მგო­ნი, მი­სა­მარ­თიც კი ეწე­რა. ცხა­დია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­პო­ვა და გა­მეც­ნო.1997 წელს კი დავ­ქორ­წინ­დით" - იხსენებდა ლიკა.

  • TOP 12 ძველი თაობის ქართველი მოდელი 

მეუღლის გაცნობაზე ერთ-ერთ ინტერვიუში მურთაზ შელიაც საუბრობდა:

"ალ­ბათ, ჩემს "სპრინ­ტე­რულ ქორ­წილ­ზე“ გა­ნა­ცხა­დი რომ შე­მე­ტა­ნა, "გი­ნე­სის რე­კორ­დებ­შიც“ მოვ­ხვდე­ბო­დი... ჩემი მე­უღ­ლე ლიკა კვა­რა­ცხე­ლია სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის“ გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე იყო. შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ მა­შინ ინ­ტერ­ნე­ტი არ იყო და მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით ვურ­თი­ერ­თობ­დით. მა­შინ "მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში“ ვთა­მა­შობ­დი. მწვრთნელს ვთხო­ვე, ვიცი 2 დღე­ში ბირ­მინ­გემ­ში თა­მა­ში გვაქვს, მაგ­რამ სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­ვა, ცო­ლის მოყ­ვა­ნა მინ­და და სა­ა­მი­სოდ 10 სა­ათს თუ მომ­ცემთ-მეთქი. მწვრთნე­ლი გა­ოც­და, მაგ­რამ დამ­თან­ხმდა. ლონ­დო­ნი–თბი­ლი­სის ავი­ა­რე­ი­სით ჩა­მოვფრინ­დი, გამ­თე­ნი­ის 6 სა­ათ­ზე, 7-ის ნა­ხე­ვარ­ზე ხელი მო­ვა­წე­რეთ, 7 სა­ათ­ზე ქორ­წი­ლი და­ი­წყო და 12 სა­ათ­ზე მე და ლიკა უკან, თბი­ლი­სი­დან ლონ­დონ­ში გავფრინ­დით. მწვრთნელ­მა ეს რომ გა­ი­გო, გა­ოც­და, გა­ზე­თებ­მა და­წე­რეს, შე­ლი­ამ 5 000 კმ იფ­რი­ნა და მან­ჩეს­ტერ­ში 10 სა­ათ­ში ახალ­მოყ­ვა­ნი­ლი ცო­ლით დაგ­ვიბ­რუნ­დაო..."