"შეიძლება, ძალიან ბრენდული ჩანთა გეჭიროს, მაგრამ არ ასხივებდე იმ ენერგიას, რაც ქალს ალამაზებს" - მაია ჯაბუას ცხოვრებისეული კრედო - Marao

"შეიძლება, ძალიან ბრენდული ჩანთა გეჭიროს, მაგრამ არ ასხივებდე იმ ენერგიას, რაც ქალს ალამაზებს" - მაია ჯაბუას ცხოვრებისეული კრედო

2025-06-19 15:42:14+04:00

მაია ჯაბუა ბევრისთვის საყვარელი მომღერალი, ბევრისთვისაც კი - ბავშვობის კუმირია. „მზიურიდან“ მოყოლებული, მაია სხვადასხვა თაობისთვის შეუცვლელ მუსიკოსად რჩება. მისი ცხოვრება და კარიერა კი არასდროს კარგავს ინტერესს. 

მაია ჯაბუა 63 წლის ასაკში არაჩვეულებრივად გამოიყურება. როგორია მისი ცხოვრების წესი და დამოკიდებულებები, ამის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა: 

  • ბედნიერი ბავშვობა "მზიურში", სამი ქორწინება და ცნობილი მეგობრები: მაია ჯაბუას ცხოვრების საინტერესო მხარე

„ყველაფერი იწყება ჯანმრთელობით, მერე მთავარია განწყობა. შეიძლება, ძალიან ბრენდული ჩანთა გეჭიროს, კარგად გეცვას, მაგრამ არ ასხივებდე იმ ენერგიას, რაც ქალს ალამაზებს. ქალს სიყვარული და სიკეთე ალამაზებს. სულ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვემსგავსებით ჩვენს ფიქრებს. ადამიანი იმ სახეს იღებს, რაზეც ხშირად ფიქრობს. შეგიმჩნევიათ, მოღიმარი ადამიანი როგორი ლამაზია?“ - ამბობდა მაია ჯაბუა. 

jabua

მაია ჯაბუას ბიოგრაფია

ყველასთვის საყვარელი მომღერალი მაია ჯაბუა საზოგადოებასა და მედიაში ხშირად ჩნდება. მომღერალი 1962 წლის 8 მაისს დაიბადა. ბევრმა არ იცის, რომ მაია ჯაბუა პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, თუმცა უნივერსიტეტში მიღებული დიპლომი არასდროს გამოუყენებია. 

სიმღერა დაიწყო 6 წლის ასაკში, მღეროდა ყოფილ პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ვოკალურ ჯგუფში. 1971-1986 წლებში იყო ამავე სასახლესთან არსებულ ბავშვთა ვოკალურ-საკრავიერო ანსამბლ „მზიურში“. 1986 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია, ძირითადად მღერის ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. 2016 წლის იანვარში სახელმწიფო ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

  • TOP 5 ქართველი ქალი, რომლებმაც სიყვარულის საპოვნელად რამდენჯერმე იქორწინეს

"მზიურში" მისი პირველი გამოჩენა საზოგადოებას კარგად ახსოვს - მაია ჯაბას შესრულებული სიმღერა "მეორე ლეგენდა" თითქმის ყველამ ზეპირად იცოდა. 

მომღერალი სულ სამჯერ იყო დაქორწინებული - პირველი მეუღლე მსახიობი ლევან ბერიკაშვილი იყო. წყვილმა ერთად 6 წელი იცხოვრა. წყვის საერთო შვილი, თორნიკე ჰყავს. 

ლევან ბერიკაშვილი სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. აფხაზეთის ომის დაწყებამდე ის და მაია ჯაბუა სოხუმში ცხოვრობდნენ. 

jabua

"ოჯახის დანგრევაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუკი ისე არ აეწყო ყველაფერი, როგორც ორივეს გვინდოდა და როგორც გვეგონა, იქნებოდა, მერე რა მოხდა?! როცა ხვდები, რომ ძალით ვეღარ შეაწებებ ურთიერთობას, უნდა დაშორდე. თან, ეს მანამდე უნდა მოახერხო, ვიდრე მტრად გადაეკიდები. ასეთ დროს ოჯახს კი არ ანგრევ, არამედ ნანგრევებში ცხოვრება აღარ გსურს.

  • "არ მიყვარს ზედმეტად დაყენებული ვარცხნილობა, მძიმე მაკიაჟი, ეპატაჟური ჩაცმულობა" - მაია ჯაბუა

რაც შეეხება შვილს: არც ის უნდა აცხოვრო ნანგრევებში, მაგრამ ისე უნდა მოიქცე, რომ მამა არ შეაძულო. თორნიკე პატარა იყო, როცა ლევანს დავშორდი. მოვახერხე, რომ იუმორით მიმეწოდებინა მისთვის ყველაფერი. ჰოდა, ამიტომაც არ იქცა ჩემი და ლევანის დაშორება თორნიკესთვის ტრაგედიად. მას მამასთან დღესაც მშვენიერი ურთიერთობა აქვს.“ - ამბობდა მაია ჯაბუა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მაია ჯაბუას მეორე მეუღლე აჩიკო ყენია იყო - -მომღერალს მეორე ქორწინებაში ლიზა ყენია შეეძინა. მესამე მეუღლე კი უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვახტანგ ქუთათელაძე იყო, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს. 

„საოცრად მზრუნველი და თბილი ადამიანია. საოცარი იუმორი აქვს და ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. ხომ იცით, ნათქვამია, ბედნიერებას სიჩუმე უყვარსო. ამიტომ მირჩევნია, ჩვენს ურთიერთობაზე არაფერი ვთქვა.