შთამბეჭდავი შავი კაბა და ფოტოები მეუღლესთან ერთად: ლელა მებურიშვილი სამეფო დოღს დაესწრო - Marao

შთამბეჭდავი შავი კაბა და ფოტოები მეუღლესთან ერთად: ლელა მებურიშვილი სამეფო დოღს დაესწრო

2025-06-19 17:19:31+04:00

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ბერკში­რის საგ­რა­ფო­ში, მო­რი­გი სა­მე­ფო დოღი Royal Ascot გა­ი­მარ­თა, სა­დაც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ბრი­ტა­ნე­თის მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იკრიბება ხოლმე.

წელს ეს ღონისძიება განსაკუთრებულია, რადგან პირველი დოღი 1825 წელს, მეფე ჯორჯ IV-ის დროს გაიმართა და წელს ამ თარიღიდან 200 წელი გავიდა.

  • ლელა მებურიშვილის ლონდონური ცხოვრება და კადრები მეუღლესთან ერთად 

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი ელოდა ქეით მიდლტონ­ის გამოჩენას, მან Royal Ascot 2025-ზე დასწრებაზე ბოლო წუთს თქვა უარი. ქეითი დოღს არც შარშან დასწრებია, რადგან მაშინ ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა, წელს კი განმარტავენ, რომ ის კვლავ გადის რეაბილიტაციას და საჯარო პასუხისმგებლობებს ეტაპობრივად დაუბრუნდება. 

ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

Royal Ascot 2025-ზე იმყოფებოდნენ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩის მოადგილე, ბაჩო საგანელიძე და მისი მეუღლე, მსახიობი ლელა მებურიშვილიც. წყვილი ამ ღონისძიებაც 2022 წელსაც ესწრებოდა. 

  • TOP 10 ახალგაზრდა ქართველი დედა, რომლებიც იდეალურად აბალანსებენ კარიერასა და ოჯახს 

ლელა მებურიშვილმა ელეგანტური შავი კაბა და შესაფერისი აქსესუარი მოირგო. ფოტოებმა, რომელიც მსახიობმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა,  დიდი მოწონება დაიმსახურა. 

lela_meburishvili

lela_meburishvili

lela_meburishvili

lela_meburishvili

lela_meburishvili

ლელა მებურიშვილის ბიოგრაფია 

ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ლელა მებურიშვილი დაიბადა 1980 წლის 21 სექტემბერს, თბილისში. 2005 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ივნისამდე თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი იყო. 

  • ლელა მებურიშვილი მეუღლესთან ერთად ლონდონში, სამეფო აღლუმს დაესწრო 

მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ. წარმატებული კარიერის, საზოგადოების სიყვარულისა და პოპულარობის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ ლელამ ოჯახთან ერთად ლონდონში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მსახიობი მეუღლესა და შვილებთან ერთად ახლა იქ ცხოვრობს, თუმცა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს.

"30 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შვილი შემეძინა. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ასაკი იყო. მანამდე მაინც სხვა საფიქრალი გაქვს, გართობა, მოგზაურობის სიყვარული, ასევე, კარიერაში წინსვლა.

შეიძლება ამას სახელს არ არქმევდნენ, მაგრამ როდესაც ახალნამშობიარები ქალი დედასთან გადადიოდა საცხოვრებლად, ეს უკვე ნიშნავდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. დედა ეხმარებოდა შვილს ბავშვის გაზრდაში და ქალსაც ჰქონდა საშუალება, ფორმაში რომ ჩამდგარიყო. მე არც ერთი შვილის დაბადების შემდეგ არ მქონია დეპრესია, ძალიან მიყვარს პატარები, განსაკუთრებულად, თოთოები და კარგად მახსენდება ჩემი შვილების გაზრდის პერიოდი.პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე კვირა მარტოები ვიყავით ამერიკაში. გარშემო არავინ არ გვყავდა ოჯახის წევრი. სამშობიაროდან ორი დღის შემდეგ გამწერეს, მე და ჩემი მეუღლე ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვეშველება, ახლა როგორ მოვუვლით ამ პატარა არსებას-მეთქი, მაგრამ ამაზე ფიქრი ცოტა ხანს გაგრძელდა, ძალიან ადვილად ავუღეთ ალღო ყველაფერს და არ გაგვჭირვებია" - ამბობდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში...გაგრძელება