როგორ შევარჩიოთ მზისგან დამცავი ჩვენი კანის ტიპის მიხედვით და რატომ ტოვებს ზოგი მათგანი თეთრ ლაქებს? - Marao

როგორ შევარჩიოთ მზისგან დამცავი ჩვენი კანის ტიპის მიხედვით და რატომ ტოვებს ზოგი მათგანი თეთრ ლაქებს?

2025-06-20 12:32:15+04:00

ყველამ ვიცით, რომ მზისგან დამცავი საშუალებების ყოველდღიურად გამოყენება რომ ჩვენს კანს ნაადრევი დაბერების, ლაქებისა და მელანომის წარმოქმნისგან, თუმცა როგორ უნდა შევარჩიოთ ის ჩვენი კანის მიხედვით?

თუ მზისგან დამცავის გამოყენება თქვენთვის დისკომფორტია, რადგან ზედმეტად გიცხიმიანებთ ან პირიქით, გიშრობთ კანს, შეიძლება თვალებსაც გწვავთ ან თეთრ ლაქებს გიტოვებთ, მაშინ შეიძლება, არასწორი ფორმულა გქონდეთ შერჩეული. ამის გამოსწორება კი მარტივად არის შესაძლებელი.

იმისათვის, რომ თავის მოვლის საშუალება სწორად შევარჩიოთ, უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის კანი გვაქვს, რომელსაც შემდეგი მახასიათებლებით დავადგენთ:

  • ნორმალური: არც ძალიან ცხიმიანი და არც ძალიან მშრალი;
  • ცხიმიანი: გამოიყოფა ჭარბი ცხიმი განსაკუთრებით T-ზონაში, ხშირად გვიპრიალებს კანი, მიდრეკილები ვართ შავი წერტილების, კომედონების და ზოგადად აკნესკენ;
  • კომბინირებული: ზომიერი ან ჭარბი ცხიმიანობა T-ზონაში, სახის დანარჩენ ნაწილებში სიმშრალე ან ნორმალური მდგომარეობა;
  • მგრძნობიარე: ადვილად გვიშრება და გვიღიზიანდება და მიდრეკილია სიწითლისკენ;
  • აკნესკენ მიდრეკილი: გვაწუხებს ცხიმიანობა, ხშირი გამონაყარი, ადვილად შრება ან ცხიმიანდება. 

კანის ტიპის დადგენის შემდეგ უკვე შეგვიძლია შევარჩიოთ სწორი ფორმულა. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რაც სასურველი პროდუქტის მოძიებაში დაგეხმარებათ:

  • ნორმალურ კანთან ძირითადად ყველა ტიპის მზისგან დამცავი საშუალება არის თავსებადი, თუმცა ზაფხულში მსუყე კონსისტენციის საცხებმა შეიძლება კანი გაგვიცხიმიანოს, ამიტომ ყოველდღიური გამოყენებისთვის რეკომენდებულია, ფლუიდის ან თხელი ტექსტურის კრემი.
  • ცხიმიანი ან აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის რეკომენდებულია უცხიმო, წყლის ბაზაზე დამზადებული, მსუბუქი ტექსტურის მზისგან დამცავი, რომელსაც შეფუთვაზე უნდა ეწეროს „არაკომედოგენური“ ან „არ ახშობს ფორებს“. ასეთი ტიპის კანისთვის ყველაზე თავსებადი ინგრედიენტები არის ოქსიბენზონი, ცინკის ოქსიდი, ნიაცინამიდი, ტიტანის ოქსიდი, ციკა, ჰიალურონის მჟავა და მწვანე ჩაის ექსტრაქტი. აღსანიშნავია, რომ  ნიაცინამიდი არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, შესაბამისად, ავიწროებს ფორებს და ხელს უშლის მათ დახშობას, ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს, მწვანე ჩაის ექსტრაქტი კი ამშვიდებს მას. 
  • მშრალი კანის სწორად მოვლაც იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ცხიმიანის. მზისგან დამცავი საშუალების შერჩევისას უნდა მოვერიდოთ სპირტზე დაფუძნებულ ფორმულებს, რადგან კიდევ უფრო გამოგვიშრობს და გაგვიღიზიანებს კანს. უმჯობესია გამოვიყენოთ გლიცერინზე, ჰიალურონის მჟავასა და კერამიდებზე დაფუძნებული პროდუქტები. გელის ნაცვლად რეკომენდებულია, არჩევანი შევაჩეროთ კრემისებრ ტექსტურაზე, რომელიც უკეთ ატენიანებს კანს და დიდხანს გვინარჩუნებს კომფორტის შეგრძნებას. 
  • მგრძნობიარე კანისთვის რეკომენდებულია მინერალური მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, რომელიც შეიცავს ცინკის ოქსიდსა და ტიტანის ოქსიდს. ასევე არ შეიცავს სუნამოს და არის ჰიპოალერგიული. 

უმჯობესია მოვერიდოთ ისეთ ქიმიურ ფილტრებს, რომელიც შეიცავს ოქსიბენზონს, ავობენზონს, ოქსინოქსატს ან ფორმულა ყელზე დავტესტოთ და თუ კანს არ გაგვიღიზიანებს, შემდეგ გამოვიყენოთ ის. 

დამატებით და უნდა გავითვალისწინოთ მზისგან დამცავი საშუალების შერჩევისას?

ზოგიერთი მზისგან დამცავი საშუალება კანზე თეთრ ლაქებს ტოვებს, რადგან მათ შემადგენლობაში ცინკის ოქსიდის ან ტიტანის ოქსიდის მაღალი კონცენტრაციაა. რეკომენდებულია, ასეთი პროდუქტები დიდი რაოდენობით არ დავიტანოთ კანზე (თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ საკმარისი რაოდენობით წასმა, რათა სრულყოფილად დაგვიცვას UVA და UVB სხივებისგან).

თუ დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ვატარებთ, რეკომენდებულია, მზისგან დამცავი საშუალება 2 საათში ერთხელ დავიტანოთ კანზე, მათ შორის ღრუბლიან ამინდშიც. სანაპიროზე კი პროდუქტი ყოველი წყლიდან ამოსვლის შემდეგ უნდა გადავინაწილოთ საგულდაგულოდ. 

გირჩევთ რამდენიმე ბიუჯეტურ მზისგან დამცავსა და გარუჯვის შემდეგ დამამშვიდებელ საცხებს პოლონური ბრენდის, „ზიაიასგან“ (Ziaja). პროდუქტები იწარმოება ევროკავშირის რეგულაციების დაცვით და უსაფრთხოა მთელი ოჯახისთვის. 

მზისგან დამცავი ტანის სპრეი SPF50-ით

ziaia                

„ზიაიას“ ამ სპრეის გამოყენება განსაკუთრებით კომფორტულია სანაპიროზე ან აუზზე გარუჯვისას, რადგან არის წყალგამძლე, აქვს დაცვის მაღალი ფაქტორი, არ აღიზიანებს კანს და აქვს უსაფრთხო შემადგენლობა. 

მზისგან დამცავი საშუალება შენობიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე უნდა დაიტანოთ კანზე. 

D-Panthenol ქაფი 

ziaia

„ზიაიას“ ქაფი 10% D-პანთენოლის შემცველობით, რეკომენდებულია გარე ფაქტორებით გაღიზიანებული კანის უნივერსალური დაცვისა და მოვლისთვის. D-პანთენოლი ამშვიდებს კანს თერმული დამწვრობის, ზედმეტი მზის აბაზანების მიღების, კანის გაღიზიანების, გაპარსვისა და დეპილაციის შემდეგ. ეფექტურად ამშვიდებს გაღიზიანებასა და გაწითლებულ კანს, ამცირებს კანის წვისა და ქავილის შეგრძნებას, აჩქარებს ეპიდერმისის რეგენერაციას, ეფექტურად ატენიანებს კანს. განკუთვნილია მოზრდილთათვის და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. ვეგანური.

აღსანიშნავია, რომ პროდუქტები თავსებადია ყველა ტიპის კანზე. ბრენდის ამ და სხვა კანის მოვლის საშუალებების შესაძენად მიჰყევით ბმულს

R