ვის ჰგავს პატარა კირა - მარიამ როინიშვილი შვილის ახალ ფოტოებს აზიარებს - Marao

ვის ჰგავს პატარა კირა - მარიამ როინიშვილი შვილის ახალ ფოტოებს აზიარებს

2025-06-20 13:23:38+04:00

მარიამ როინიშვილი სულ ცოტა ხნის წინ მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, ვახო კანდელაკს გოგონა შეეძინათ, პატარას კირა დაარქვეს.

საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე მარიამი და ვახო ხშირად გვიზიარებენ კირას ფოტოებს. ამჯერად კი აღნიშნავენ, რომ პატარა ძალიან ჰგავს მამას. 

ROINISHVILI

რამდენიმე დღის წინ პატარა კირა გაქრისტიანდა. ბავშვის ნათლობიდან ფოტოები ვახო კანდელაკმა გამოაქვეყნა წარწერით : "167-ე სერიის დასასრული".  ფოტოზე მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი ყოფილ მეუღლეებთან ერთად არიან. კირას ნათლობას ვახო კანდელაკის ყოფილი ცოლიც ესწრებოდა. საღამოზე იყვნენ ასევე მარიამ როინიშვილის ყოფილი მეუღლე, მსახიობი გიორგი მახარაძე და მისი მეუღლე, მარიამ ნადირაძე.

  • "ცოტა ვერ გავიგე რა ხდება, მაგრამ ყველაფერი კარგად გვაქვს" - რა ფოტოს აქვეყნებს ვახო კანდელაკი

მარიამ როინიშვილის ბიოგრაფია 

მარიამ როინიშვილი 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლებშიც. მარიამს ოპერა, დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ.

  • ცნობილი ნათლია და ოჯახური ფოტოები: მარიამ როინიშვილმა უმცროსი ქალიშვილი მონათლა 

მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროშია და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

მარიამ როინიშვილი მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ...