ჯესი ჯეი, როგორც კიბოსთან მებრძოლი მამაცი ქალი: „ბევრი მიზეზი მაქვს სიცოცხლისთვის, ბევრი მიზანი და საქმე...“ - Marao

ჯესი ჯეი, როგორც კიბოსთან მებრძოლი მამაცი ქალი: „ბევრი მიზეზი მაქვს სიცოცხლისთვის, ბევრი მიზანი და საქმე...“

2025-06-20 14:26:56+04:00

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალ ჯესი ჯეის მკერდის კიბოს ადრეული სტადიის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC იუწყება. 

ვარსკვლავმა დიაგნოზის შესახებ „ინსტაგრამზე“ დაწერა და თქვა, რომ ოპერაციის გაკეთებას აპირებს.

  • "მახსოვს, რა დიდი ტკივილი განვიცადე, როცა ექიმების კრიტიკა დავიმსახურე" - ბიანკა ბალტი სიმსივნესთან ბრძოლასა და დედობაზე

2025 წლის 15 ივნისს ჯესი ჯეი გამოვიდა უემბლის სტადიონზე, Capital’s Summertime Ball with Barclaycard-ზე და 75 000 ადამიანს უთხრა, რომ ეს მისი ბოლო შოუა, სანამ  დაიწყებს ძუძუს კიბოსთან ბრძოლას!

„ეს ჩემთვის ვერც წარმოგიდგენიათ, რამდენად განსაკუთრებულია. ჩემი ოჯახი, ბენდი, გუნდი - ჩვენ ძალიან იღბლიანები ვართ, გვაქვს ბევრი მიზეზი ცხოვრებისთვის, ბევრი მიზანი და საქმე“, - მიმართა მან პუბლიკას, Daily Mail-ის ინფორმაციით. მან ფანებსაც უთხრა, რომ ის მადლიერია ამ ცხოვრებისთვის და თავისი კარიერისთვის. 

jessie_j

ჯესიმ ასევე თქვა, რომ ჩანან საფირ კოლმანისგან, რომელთანაც 2021 წლიდან აქვს ურთიერთობა, 2 წლის ვაჟი, სკაი ჰყავს.

„ვუსვამ ხაზს სიტყვას „ადრეული“. კიბო ნებისმიერ ფორმაში ცუდია, მაგრამ მე სწორედ სიტყვას „ადრეული“ ვეჭიდები,“ - თქვა ჯესი ჯეიმ. 

  • აქამდე უცნობი ფოტო და გულისამაჩუყებელი წერილი მეუღლეს: კიბოს დამარცხების შემდეგ ქეით მიდლტონი 43 წლის იუბილეს აღნიშნავს 

რატომ უყვარს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ჯესი ჯეი?

ჯესი ჯეის ნამდვილი სახელი ჯესიკა ელენ კორნიშია. ჯესი ბრიტანელი მომღერალი და შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმაა. 

ბავშვობა და პირველი ნაბიჯები მუსიკაში

ჯესიკა კორნიში დაიბადა 1988 წლის 27 მარტს, ინგლისში, ლონდონის მახლობლად მდებარე რედბრიჯში. მან მუსიკისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე გამოავლინა - 11 წლის ასაკში უკვე გამოდიოდა ვესტ ენდის მიუზიკლში „Whistle Down the Wind“.

  • "მადლობა ყველაფრისთვის" - ჯესი ჯეის ემოცია, ფოტოები და ვიდეო შეკვეთილიდან 

მისი ბავშვობა მარტივი არ ყოფილა. ჯესის პატარა ასაკში დაუდგინეს გულის იშვიათი დაავადება - ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი, რამაც  არაერთი ჯანმრთელობის პრობლემა გამოიწვია. ამის მიუხედავად, მან არ დაკარგა მოტივაცია და საკუთარი ოცნებისკენ ჯიუტად იარა.

ის სწავლობდა BRIT School-ში - იმავე მუსიკალურ სკოლაში, სადაც სწავლობდნენ ემი უაინჰაუსი და ადელი. სწორედ იქ ჩამოყალიბდა ის კომპოზიტორად და ვოკალისტად. 

jessie_j

ჯესიმ მუსიკალური კარიერა სიმღერების წერით დაიწყო. თავდაპირველად იგი წერდა სიმღერებს სხვა არტისტებისთვის. ერთ-ერთი პირველი წარმატებული სიმღერა იყო „Party in the U.S.A.“, რომელიც მაილი საირუსმა შეასრულა და ჰიტად იქცა. 2011 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი "Who You Are", რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. ალბომში შევიდა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა:

  • "Price Tag" 
  • "Do It Like a Dude"
  • "Who You Are"
  • "Nobody’s Perfect"

ჯესი ჯეის სხვა მომღერლებისგან  არა მხოლოდ თავისი ხმის დიაპაზონი, არამედ სცენური სტილი, გაბედული მაკიაჟი, ორიგინალური სამოსი და ექსტრავაგანტური თმაც გამოარჩევს. თავიდან ჯესი გახდა ერთგვარი ანდროგენული სტილის სიმბოლო, თუმცა მოგვიანებით უფრო ქალურ იმიჯზე გადავიდა. ის არასდროს უშინდებოდა საკუთარი იდენტობის გამოხატვას როგორც სცენაზე, ისე ცხოვრებაში. 

ჯესი ჯეი ღიად საუბრობს თავის ფიზიკურ თუ ემოციურ ბრძოლებზე -ჯანმრთელობის პრობლემები, სქესობრივი იდენტობის ძიება, შიშები და საზოგადოების მოლოდინები.

2021 წელს მან საჯაროდ ისაუბრა შეწყვეტილი ორსულობისა და შვილის დაკარგვის შესახებ. ეს ბევრი ქალისთვის დიდ მოტივაციად და თანადგომად იქცა.

2023 წელს ჯესი ჯეი პირველად გახდა დედა - მას შეეძინა ვაჟი სახელად Sky Safir Cornish Colman, რაც მისთვის დიდი ცხოვრებისეული გამარჯვება იყო.

ჯესი ჯეი მხარს უჭერს ქალების გაძლიერებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სხეულის მიღების კულტურას. ის ხშირად არის ჩართული საქველმოქმედო კონცერტებსა და კამპანიებში. ამის მაგალითი იყო შოუ, რომელიც მის ფანებს დღემდე ახსოვთ - ჯესი ჯეიმ  2013 წლის 15 მარტს, Comic Relief-ის საქველმოქმედო შოუს პირდაპირ ეთერში თავი გადაპარსა. პირდაპირი ეთერი მილიონობით მაყურებელმა იხილა. ეს იყო ერთდროულად ემოციური და ამაღელვებელი მომენტი. 

ჯესის ეს ნაბიჯი იქცა სიმბოლოდ  ქალისა, რომელსაც არ ეშინია გარშემო მყოფთა აზრის, არ აფასებს საკუთარ თავს მხოლოდ გარეგნობით და მზად არის, სხვების დასახმარებლად.