დაუსრულებელი სკანდალი ბექჰემების ოჯახში: რატომ დაუპირისპირდნენ ძმები ერთმანეთს - Marao

დაუსრულებელი სკანდალი ბექჰემების ოჯახში: რატომ დაუპირისპირდნენ ძმები ერთმანეთს და ვინ არის კიმ ტერნბული

2025-06-20 15:19:49+04:00

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ოჯახი საზოგოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა. 1997 წლის 4 მარტს წყვილმა საზოგადოებას პირველი შვილის დაბადება ამცნო. მათ ვაჟიშვილს ბრუკლინი დაარქვეს, რადგან სწორედ ნიუ-იორკის დასახლებაში ყოფნის დროს შეიტყვეს, რომ პირველ შვილს ელოდებოდნენ. „იყო დაქორწინებული ამდენი ხნის განმავლობაში, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, რადგან ქორწინება ხშირად წლების გასვლის შემდეგ უფრო და უფრო რთულდება“, − განაცხადა დევიდმა ავსტრალიის სატელევიზიო შოუ The Sunday Project-ში საუბრისას. 1998 წლის იანვარში ყოფილმა ფეხბურთელმა ვიქტორიას ხელი სთხოვა, წყვილი კი 1999 წლის 4 ივლისს ირლანდიაში, Luttrellstown Castle-ში დაქორწინდა. მათ ოთხი შვილი, ბრუკლინი, რომეო, კრუსი და ჰარპერ სევენი. 

bekhemebis_ojaxi

ძმების დაპირისპირება

რომეო ბექჰემმა საკუთარ ინსტაგრამზე ბუნდოვანი პოსტი გააზიარა. „იყავი კეთილის ადამიანების მიმართ და არ მოყვე ტყუილები“, - დაწერა 22 წლის რომეო ბექჰემმა შავ-თეთრ კადრზე კლასიკური ფილმიდან „რომაული არდადეგები“, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ოდრი ჰეპბერნი და გრეგორი პეკი.

bekhemi

რომეომ ეს პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მისმა ყოფილმა შეყვარებულმა, კიმ ტერნბულმა, Instagram Stories-ში უარყო, რომ რომეოს უფროს ძმასთან, ბრუკლინთა წარსულში ურთიერთობა ჰქონდა.

  • დაპირისპირება ბექჰემების ოჯახში - რატომ არ გამოჩნდა ბრუკლინ ბექჰემი მამის დაბადების დღის წვეულებაზე 

„მე თავიდან ვირიდებდი ამ თემაზე საუბარს, რათა ცეცხლზე ნავთი არ დამესხა, თუმცა ახლა მივედი იმ წერტილამდე, სადაც მგონია, რომ საჭიროა ჩემი გამოხმაურება“, - დაწერა ტერნბულმა. ამასთან განაცხადა, რომ ის და 26 წლის ბრუკლინი არასდროს ყოფილან რომანტიკულ ურთიერთობაში. „ჩვენ შორის არაფერი მომხდარა იმაზე მეტი, ვიდრე სკოლაში 16 წლის ასაკში მეგობრობაა,“ — თქვა მან.

viktoria_bekhemi_shvilebtan

ამ თვის დასაწყისში ტერნბულმა და რომეომ 7-თვიანი ურთიერთობა დაასრულეს. იყო ჭორები იმის შესახებ, რომ ბრუკლინი და მისი ცოლი, ნიკოლა პელტცი, არ დაესწრნენ  დევიდ ბექჰემის 50 წლის იუბილეს, რადგან იქ ტერნბული ჯერ კიდევ რომეოს შეყვარებულის ამპლუაში იმყოფებოდა. 

  • "შეხვედრა სამეფო ოჯახთან" - დევიდ და ვიქტორია ბექჰემების მდიდრული კადრები 

ნიკოლა პელტზი

ნიკოლა პელტზი არის ამერიკელი მსახიობი და მოდელი, რომელიც ცნობილია ფილმებიდან, მაგალითად, Transformers: Age of Extinction და ტელესერიალებიდან, მაგალითად, Bates Motel. მისი ოჯახის ბიზნესიც საკმაოდ წარმატებულია, რადგან მისი მამა, ნელსონ პელტზი, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია ამერიკაში. ნიკოლასა და ბრუკლინის ქორწილი 2022 წლის 9 აპრილს გაიმართა და ის იმ საოცარი და განსაკუთრებული წვეულებების სიაში შედის, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ქორწილი გაიმართა პელტზების საოჯახო სახლის ტერიტორიაზე, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს. ნიკოლას მისი ქმრის წარსული ურთიერთობისა და ძმებს შორის დაძაბულობის შესახებ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. თავად ნიკოლაც არაერთხელ გამხდარა გახილვის საგანი, კონკრეტულად კი, მისი დედამთილთან, ვიქტორია ბექჰემთან ურთიერთობის გამო. 

  • "ვიქტორია ნამდვილი დედამთილია..." - რძალ-დედამთილის კონფლიქტი და ბექჰემების ოჯახური ახალი წელი 

იწერობოდა, რომ რძალ-დედამთილი ერთმანეთს არ ელაპარაკება და დაძაბული ურთიერთობა აქვთ, თუმცა ისინი საოჯახო წვეულებების დროს ერთად ხშირად ჩნდებიან და ფოტოებში ერთადაც პოზირებენ. 

რომეო ბექჰემი

რომეო მამის მსგავსად ფეხბურთელი იყო, მაგრამ რამდენიმე თვის წინ საფეხბურთო კარიერას თავი დაანება და სამოდელო ინდუსტრიაში წავიდა. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ცნობილ პარიზული მოდის სახლთან " Safe Management"-სთან კონტრაქტს მოაწერა ხელი იმისათვის, რომ მოდელი გამხდარიყო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რომეოსთვის ეს პირველი რადიკალური გადაწყვეტილება არ ყოფილა- მან 2015 წელს "არსენალიდან" წამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთით დიდ სიამოვნებას ვერ იღებდა და ჩოგბურთს მიაშურა, თუმცა იქაც უშედეგოდ.

რომეო „ბრენტფორდის“ რიგებში ირიცხებოდა, თუმცა ინგლისური კლუბის მაისურით არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.