"დავიწყე წონასთან დაუნდობელი ბრძოლა..." - ნინო მუმლაძე მშობიარობისა და ზედმეტ წონასთან ბრძოლის შესახებ - Marao

"დავიწყე წონასთან დაუნდობელი ბრძოლა..." - ნინო მუმლაძე მშობიარობისა და ზედმეტ წონასთან ბრძოლის შესახებ

2025-06-20 15:34:03+04:00

ნინო მუმლაძეს ახლახან ძალიან დიდი ბედნიერება ეწვია. მას 39 წლის ასაკში ვაჟი, რონი შეეძინა. მან შვილისა და დედობის შესახებ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა: 

"პირველ რიგში, სიგანეში შევიცვალე, მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი. ახლა გადავწყვიტე, ისევ მივმართო ჩემს ენდოკრინოლოგს და დავიწყეთ წონასთან დაუნდობელი ბრძოლა. ორსულობის შემდეგ ქალები ან სუქდებიან, ან ხდებიან, მე კი ისეთი არ აღმოვჩნდი, რომ გავმხდარიყავი. პირიქით, მიხარია, ვჭამ, განვიცდი – ვჭამ, ამიტომაც არ მიკვირს, რომ დედობის პირველმა წელმა გამასუქა…“ - ამბობს მსახიობი.

  • "მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მოვლა ძალიან დამღლელია, ეს მაინც შეუდარებელი განცდაა!" - ნინო მუმლაძის ოჯახური იდილია 

ნინო მანამდე ხშირად საუბრობდა იმ სტერეოტიპებზე, რაც საზოგადოებაში 30 წელს დაოჯახებისა და შვილის გაჩენის შესახებ არსებობს: 

"სიყვარულს ასაკი არ გააჩნია. ზუსტად იმ ემოციით გავთხოვდი, რა ემოციაც 16 წლისას მექნებოდა და ზუსტად ისე დაფრინავდნენ პეპლები... ყველაფერს აქვს თავისი დრო ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ინდივიდუალურად. მაშინ მოდის შენთან რაღაც, როცა ეს საჭიროა. შეიძლება ის ცუდი გამოცდილებაც ადამიანს სჭირდება შემდეგში, რომ სწორი ნაბიჯი გადადგას... მე ცოტა შიში მქონდა ოჯახის შექმნის, იმდენად ვიყავი მიჩვეული ჩემი ცხოვრების რიტმს. ოჯახის შექმნა რუტინასთან ასოცირდებოდა და ამის ცოტა მეშინოდა... ოჯახის შექმნის სურვილი აქამდე არ მქონია... მოვიდა ეს გრძნობა იმ დროს, როცა საჭირო იყო... საზოგადოების ზეწოლა იყო ამ საკითხზე, რასაკვირველია. 25 წლიდან მესმის: "რატომ არ თხოვდები?" და "კიდევ მოიმატე?" ჭირივით მეზიზღება ეს სიტყვები... შეიძლება ბიოლოგიური თვალსაზრისით ეს ცუდია, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კარგია, რომ დღეს ქალები ვფიქრობთ, რომ ჯერ შევდგეთ პიროვნებებად, კარიერული თვალსაზრისით შევქმნათ რაღაც, ვრეალიზდეთ და მერე უკვე სხვანაირად გავაანალიზოთ ქორწინება..." - ამბობდა ნინო.

nino_mumladze

nino_mumladze

ნინო მუმლაძის ბიოგრაფია

ნინო მუმლაძე ცნობილი ქართველი მსახიობია. მას დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004 წელს დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში. 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 2010 წლიდან კი თავისუფალი თეატრის მსახიობია. 

  • 8 ცნობილი ქალი, რომლებიც ახლახან გახდნენ დედები 

ნინო მუმლაძეს განსაკუთრებული პოპულარობა სერიალმა "ჩვენი ოფისი" მოუტანა, რომელიც პირველად ეკრანზე 2008 წელს გამოჩნდა. შემდეგ იყო ასევე წარმატებული პროექტი "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", მოგვიანებით კი ნინო "ჩემი ცოლის დაქალებშიც" გამოჩნდა.