„ძალიან გამიჭირდა გოგიჩას გარდაცვალება, ღმერთო, რა ვქნა, სად წავიდე-მეთქი, ვფიქრობდი..." - ნანა დათუნაშვილის ამბავი - Marao

„ძალიან გამიჭირდა გოგიჩას გარდაცვალება, ღმერთო, რა ვქნა, სად წავიდე-მეთქი, ვფიქრობდი..." - ნანა დათუნაშვილის ამბავი

2025-06-20 15:48:34+04:00

„ჩემი საამაყო მეკო… გაუფრთხილდით ამ ხალხს, საქართველოს კინო და თეატრის ისტორია დაწერეს და თითზე ჩამოსათვლელები დარჩნენ, ჩემი საგანძური, ჩემი ბებო…“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა ბებიის, ნანა დათუნაშვილის ინტერვიუ.

  • "სიყვარული ფაზლს გავს, წყვეტა არ უყვარს და სულ უნდა აშენო, შეავსო, არ გაწყვიტო… ჩვენ ისევ „ვთამაშობთ“ - ნათია ნაბძელაზე მეუღლის, გოგიჩას წერილს აქვეყნებს

ნანა დათუნაშვილის ცხოვრება  

მსახიობი ნანა დათუნაშვილი ყველასთვის საყვარელი გოგიჩას, მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის, დედა. ნანა და მისი მეუღლე, სოსო გოგიჩაიშვილი, თითქმის 20 წლის მანძილზე მუშაობდნენ რუსთავის თეატრში წამყვანი მსახიობების რანგში. ბოლო წლებში, განსაკუთრებით შვილისა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ნანა დათუნაშვილი იშვიათად ჩნდება ეკრანებზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ახალ როლს ყოველთვის ელოდება: 

  • ნანუკა, აივი და გოგიჩა - ნანუკა გოგიჩაიშვილმა ქალიშვილის სახე პირველად გამოაჩინა 

„ძალიან გამიჭირდა გოგიჩას გარდაცვალება, ღმერთო, რა ვქნა, სად წავიდე-მეთქი, ვფიქრობდი. იქნებ, ვინმემ გადაღებაზე დამიძახოს-მეთქი და მართლა არ გამომიძახეს სერიალზე? მსახიობს შრომა ყველაფრისგან ათავისუფლებს, ყველაფერზე წინ მოდის, გავიწყებს ტკივილს და შვებას, სიამაყეს და სიხარულს გაძლევს… თეატრმა მომცა დიდი სიყვარული, იქ გავიცანი ჩემი მეუღლე და მთელი ცხოვრების მანძილზე ვიცხოვრე დიდ სიყვარულში. კმაყოფილი ვარ ჩემი თავის, რადგან უფრო ოჯახის ადამიანი ვიყავი. არაფერს და არავის ოჯახზე წინ არ დავაყენებდი. ახლა ყველაფერს ვიმკი ჩემს შვილებში, შვილიშვილებში, სიძეებში, ძალიან იშვიათია, რომ ასე დაგიფასონ, ასე პატივი გცენ. ხელისგულზე მატარებენ…“ - ამბობს ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ნანა დათუნაშვილი. 

 

nana_datunashvili

  • "სამაგალითო დები - ქართული მშვენება" -ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილების ვიდეო 100 ათასზე მეტი ნახვით 

ის, რომ ნანა დათუნაშვილს როგორც საზოგადოება ის ოჯახის წევრები განსაკუთრებით აფასებენ, მისი შვილებისა და შვილიშვილების სოციალურ აქტივობაშიც ჩანს - ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები ხშირად უძღვნიან ბებია-ბაბუას წერილებს და მათ მიმართ საქებარ სიტყვებს არასდროს იშურებენ. 

ცოტა ხნის წინ ნანა დათუნაშვილმა რძლის, ასევე ცნობილი ჟურნალისტის, ნათია ბანძელაძისა და მასთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა: 

"ნათიამ დიდი სიყვარული დამანახა... დღემდე ვგრძნობ, რომ ჩემი რძალი მშობლებზე წინ მაყენებს", - ამბობდა ის.